თამარ არჩუაძე: პირველად ისტორიაში აბუ-დაბი საჰაერო გზით ქუთაისს დაუკავშირდება

თამარ არჩუაძე: პირველად ისტორიაში აბუ-დაბი საჰაერო გზით ქუთაისს დაუკავშირდება

access_time2021-12-09 12:00:00

15 დეკემბრიდან ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.


აბუ-დაბიდან ქუთაისში და პირიქით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს. ახალ მიმართულების პრომოციასთან დაკავშირებით, აბუ-დაბიში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ავიაკომპანია Wizz Air-ის პარტნიორობით ახალი მიმართულების პრეზენტაცია გაიმართა.


,,საქართველო, როგორც სამოგზაურო და ბიზნეს მიმართულება“- მისასალმებელი სიტყვით არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს, ავიაკომპანიისა და აბუ დაბის აეროპორტის, ასევე ტურისტული სააგენტოებისა და სხვადასხვა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ მიმართა.



,,15 დეკემბრიდან ქუთაისსა და აბუ-დაბის შორის იწყება პირდაპირი ავიამიმოსვლა. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ პირველად ისტორიაში მოხდება ამ ორი ქალაქის საჰაერო გზით დაკავშირება. ვიმედოვნებთ, რომ გაზრდილი ტურისტული პოტენციალი დადებითად იმოქმედებს იმერეთის რეგიონზე, ვიზიტორები კვლავ დაუბრუნდებიან ჩვენს ქვეყანას და კიდევ არაერთხელ აღმოაჩენენ იმერეთის რეგიონისა და ზოგადად, საქართველოს ხიბლს,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.




Wizz Air Abu Dhabi არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ევროპის გარეთ შექმნა. Wizz Air Abu Dhabi-ს ავიაფლოტი მთლიანად ახალი, Airbus A321neo-ებისგან არის დაკომპლექტებული და პირველად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი.



,,ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს.ვხვდებით სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ისინი ჩვენს თვითმფრინავებში ადგილებს ჯგუფურად ყიდულობენ და სპეციალურ სამგზავრო პაკეტებს სთავაზობენ. რაც ავიაკომპანიისთვის ასევე, მნიშვნელოვანი სარგებელია. დღეს დავაანონსეთ ახალი მიმართულება ქუთაისსა და აბუ-დაბის შორის, რომელიც 15 დეკემბრიდან იწყება. ჩვენ ვიფრენთ კვირაში ორჯერ ქუთაისის მიმართულებით. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ დაბი საქართველოს, კერძოდ ქუთაისს დაუკავშირდება,-‘’აცხადებს ქეისი ვონ სხაიკი Wizz Air Abu Dhabi-ს მმართველი დირექტორი.



აბუ-დაბიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 15 დეკემბერს შესრულებულ პირველ რეისს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ბლოგერები, ინფლუენსერები და ჟურნალისტები ჩამოყვებიან, რომლებიც იმერეთის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან და საქართველოს შესახებ სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up