თამარ არჩუაძე: PASSENGER TERMINAL EXPO 2022 არის პირველი საერთაშორისო ტრიბუნა, სადაც ქუთაისის განახლებული აეროპორტი მასშტაბურად წარვადგინეთ

თამარ არჩუაძე: PASSENGER TERMINAL EXPO 2022 არის პირველი საერთაშორისო ტრიბუნა, სადაც ქუთაისის განახლებული აეროპორტი მასშტაბურად წარვადგინეთ

access_time2022-06-16 10:00:00

პარიზში მიმდინარე მსოფლიოს აეროპორტების უმსხვილეს გამოფენასა და კონფერენციაზე საქართველო აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა წარმოადგინა. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. თამარ არჩუაძემ, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო, მსოფლიოს უმსხვილესი აეროპორტებისა და საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გააცნო.



,,PASSENGER TERMINAL EXPO 2022- ზე წარმოვადგინეთ პრეზენტაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებულ უნივერსალურ ბიზნეს-მოდელზე. გაფართოების შემდეგ, ეს არის ჩვენი აეროპორტის პირველი მასშტაბური წარდგენა საერთაშორისო ტრიბუნაზე. ვცდილობთ, ყველა საერთაშორისო დონის ღონისძიებებზე მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნისა და აეროპორტების სწორი პოზიციონირება. პრეზენტაციისას ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რაც ქუთაისის აეროპორტს გაფართოების შემდეგ გაუჩნდა და რასაც ჩვენ მგზავრებსა და ავიაკომპანიებს ვთავაზობთ, მათ შორის რეგიონში კონკურენტული ფასებით,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.



საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა PASSENGER TERMINAL EXPO 2022 -ზე კონფერენციაზე ქუთაისის აეროპორტის შესახებ პრეზენტაცია ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-ს დირექტორთან ერთად წარადგინა, რომელსაც აეროპორტის კონცეფტ-დიზაინი ეკუთვნის. ფრანს ვან ვუურემ აუდიტორიას ტერმინალის დიზაინი გააცნო, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს. მისი განცხადებით, ახალი ინტერიერი ქუთაისის აეროპორტის სავიზიტო ბარათია, რომელიც მთლიანად მგზავრების კომფორტზეა ორიენტირებული.




,, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დაპროექტებისას გაგვიჩნდა იდეა, რომ აეროპორტი არ ყოფილიყო მხოლოდ ქვეყნიდან გამგზავრებისთვის, ან ჩამოფრენისთვის. არამედ ყოფილიყო ადამიანების შეხვედრის ადგილი, მათ თავი ეგრძნოთ კომფორტულად და ეპოვათ ახალი გამოცდილება, მაგალითად იმ უნიკალურ გამწვანებულ ტერასაზე, რომელიც ქუთაისის აეროპორტის განახლებულ ტერმინალს აქვს-,“ განაცხადა ფრანს ვან ვუურემ.



პრეზენტაციის დასრულებისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით აუდიტორიიდან დასმულ კითხვებს უპასუხა.



PASSENGER TERMINAL EXPO მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენაა, რომელიც განლაგებულია 19 ათას კვადრატულ მეტრზე. ორი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს 1900 მეტი აეროპორტის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ შეიკრიბნენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up