თამარ არჩუაძე: პანდემიის მიუხედავად, FlyArystan-ის გარდა საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესებულნი არიან სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც

თამარ არჩუაძე: პანდემიის მიუხედავად, FlyArystan-ის გარდა საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესებულნი არიან სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც

access_time2021-05-04 21:30:00

ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა აქტაუდან ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.


აქტაუ-ქუთაისი-აქტაუს საჰაერო ხაზზე FlyArystan-მა პირველი რეისი დღეს შეასრულა.


აქტაუდან ჩამოსული მგზავრებისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე და FlyArystan-ის მმართველი დირექტორი ადრიან ჰამილტონ მანსი დახვდნენ.



მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI - ს ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.




საინაუგურაციო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ, DMO IMERETI აღმასრულებელმა დირექტორმა ტატო ლილუაშვილმა და სხვა პირებმა.



როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, FlyArystan-თან რეისებისა და მიმართულებების დამატებაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.



„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას ავიაკომპანიასთან და COVID-რეგულაციების შემცირების ფონზე შესაძლებლობას განვიხილავთ, რომ რეისებისა და მიმართულებების რაოდენობა გაიზარდოს. მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მაისში ემატება რეისები რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით. ასევე დაემატება კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებები.



ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, COVID-რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად იგეგმება რეისების დამატება. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესებულნი არიან სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც, მაგალითად 30 აპრილიდან საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო უკრაინულმა ავიაკომპანია Bees Airline-მ, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახორციელებს ფრენებს, ხოლო ზაფხულში, ივლისიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს Eurowings-ი დაიწყებს“, - აცხადებს თამარ არჩუაძე.



შეგახსენებთ, რომ FlyArystan-ი ყაზახეთიდან საქართველოში 3 მიმართულებით იფრენს. ესენია: ატირაუ, აქტაუ და ნურ-სულთანი. ავიაკომპანიამ ატირაუდან ქუთაისის მიმართულებით პირველი ფრენა 2 მაისს განახორციელა. დღესვე, 23:00 საათზე პირველი ფრენა ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანიდან განხორციელდება.







საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა
access_time2021-05-13 12:46:00
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, აპრილში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 378.3 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, წლიურ ჭრილში ზრდა 70% ანუ 156 მლნ დოლარია. რაც გასაკვირი არ არის, რადგანაც 2020 წლის ამავე პერიოდში ქვეყანა „ლოქდაუნის“ რეჟიმში იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზრდაა 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებითაც.2019 წელს ექსპორტზე 311 მლნ დოლარის პროდუქცია იყო გასული, 2021 წლის ამავე თვესთან შედარებით 22%-ით, ანუ 67 მლნ დოლარით ნაკლები.რაც შეეხება 4...

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
access_time2021-05-13 11:55:32
შვეიცარულმა ფონდმა კრისტალს 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით ფინანსური რესურსი გამოუყო, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის  ინოვაციური ფინანსური სერვისების შეთავაზებას მოხმარდება, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის მომხმარებლების მიერ პოსტპანდემიური გამოწვევების დაძლევას.   კრისტალსა და responsAbility Investments AG-შ შორის პარტნიორობას ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი.  მას შემდეგ კი არაერთი წარმატებული...

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“
access_time2021-05-13 12:00:08
„ბინაზე ფასის ზრდა შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ თუ შემოსავალი არ იქნება და შემოსავლისუნარიანობა არ ამაღლდება მოსახლეობაში, ვინ იყიდის ამ გაძვირებულ ბინას?  ბევრი ვიცი, რომელსაც უნდა ბინის შეძენა, მაგრამ ფინანსრურად ვერ სწვდება. უნდა გაიზარდოს მოსახლეობის რაოდენობა ვინც შეძლებს ამ ბინების ყიდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამაოვა ისევ იმ ფასის ნიშნულზე, რაც აქამდე იყო,“ - "კომერსანტი"  უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge- ს  დირექტორს ნელი გოგუაძეს უძრავი...

სილქფესტის აქციის ფარგლებში აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!

სილქფესტის აქციის ფარგლებში  აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს  შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!
access_time2021-05-13 09:55:53
მხოლოდ 13 მაისს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლები ოთხ სააქციო პაკეტის გააქტიურებას შეძლებენ 30 დღით.   კომბინაციით *202# მომხმარებელი  ჩაირთავს:   2 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 3 ლარად   300 ლოკალური წუთი - 5 ლარად   8 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 8 ლარად   3 GB + 500 ლოკალური წუთი - 10 ლარად   პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად - ერთად და...

ქვეყანას არ ესმის რას ნიშნავს საგამომცემლო ბიზნესი, დახმარება გვჭირდება - წიგნის სფერო მილიონიან ზარალზე საუბრობს

ქვეყანას არ ესმის რას ნიშნავს საგამომცემლო ბიზნესი, დახმარება გვჭირდება - წიგნის სფერო მილიონიან ზარალზე საუბრობს
access_time2021-05-13 11:00:51
„საფრანგეთმა ბიუჯეტიდან 3 მილიარდი ევრო გამოჰყო ავტორებისა და გამომცემლობების დასახმარებლად, ამ ქვეყანას ესმის რას ნიშნავს საგამომცემლო ბიზნესი. ჩვენ რაც გვაქვს, ისიც არ წაგვართვან,“ - გამომცემლობა „ინტელექტის“ დამფუძნებელი კახა კუდავა „კომერსანტთან“  საგამომცემლო ბიზნესის კრიზისულ პერიოდზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამჟამად ბიზნესის შემოსავალი პანდემიამდე არსებული პერიოდის მაქსიმუმ 5 პროცენტი შეიძლება იყოს. კახა კუდავას თქმით, წიგნის სფერო...


მსგავსი სიახლეები

up