თამარ არჩუაძე: განახლებულმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა დღეს 173 ვაქცინირებული ტურისტი ისრაელიდან მიიღო

თამარ არჩუაძე: განახლებულმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა დღეს 173 ვაქცინირებული ტურისტი ისრაელიდან მიიღო

access_time2021-03-25 23:30:00

,,პანდემიის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ძირითადმა პარტნიორმა TAV Georgia-მ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის საჭირო ინვესტიციები 14 მლნ დოლარიდან 17 მლნ-მდე გაზარდა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა,‘ –’განცხადება საქართველოს აეროპორტების დირექტორმა თამარ არჩუაძემ ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის გახსნასთან დაკავშირებით გააკეთა. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.


თამარ არჩუაძის თქმით, გაფართოების სამუშაოები თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორმა კომპანიამ უმოკლეს ვადებში დაასრულა და დღეს უკვე ისრაელიდან 173 ვაქცინირებული ტურისტი მიიღო. წლიურად კი ბათუმის აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდა და 1 200 000 მგზავრის მომსახურება შეეძლება. თამარ არჩუაძემ იმედი გამოთქვა, რომ ავიაკომპანიების რიცხვი ბათუმის აეროპორტში სულ უფრო მზარდი გახდება.


,,2007 წლიდან პანდემიამდე ბათუმის აეროპორტში ავიაკომპანიების რიცხვი 5 ჯერ გაიზარდა. ვიმედოვნებთ, რომ განახლებულ აეროპორტით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დაინტერესდება. რაც საშუალებას მოგვცემს აჭარის რეგიონს მეტი ტურისტი ეწვიოს,‘’ – განაცხადა თამარ არჩუაძემ.



პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა, როგორც მოფრენის ისე გაფრენის მხარეს; ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა, სარეგისტრაციო დახლები, საზღვრის დაცვის ჯიხურები, დუტი ფრის ზონა, ბიზნეს ლაუნჯი და აეროპორტის მანქანების სადგომი; აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარებით აღჭურვილი კვების ობიექტები და გაფრენის ზონაში 2 ავტობუსის გასასვლელი; მშენებლობის პროცესში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up