თამარ არჩუაძე: 10 ოქტომბრიდან  ვიწყებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის მასშტაბურ რეაბილიტაციას

თამარ არჩუაძე: 10 ოქტომბრიდან ვიწყებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის მასშტაბურ რეაბილიტაციას

access_time2022-10-05 22:00:00

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით ასაფრენი დასაფრენი ზოლის მასშტაბური რეაბილიტაცია განხორციელდება. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.


აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციითვე, ადეზეს რეაბილიტაციის ბიუჯეტია 8 მლნ ლარი, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან დაფარავს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში სამი საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.



,,9 თვის მონაცემებით, მგზავრთნაკადის სრული აღდგენა გვაქვს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ამ ეტაპზე ჩვენს აეროპორტში 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ხორციელდება პირდაპირი რეგულარული ფრენები. რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროა ასაფრენი-დასაფრენი ზოლის გეგმური სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია. სრულად მოხდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია, შესრულდება ასფალტის საფარის გადაგებისა და საძირკვლის გამაგრების სამუშაოები. რაც შეეხება სამუშაოების დასრულებას, ორ კვირიანი ეტაპის შემდეგ, კვირაში 2-2 დღე 12 საათიანი გრაფიკით , ისე რომ ფრენების ოპერირებას ხელი არ შეეშალოს, გაგრძელდება დარჩენილი სამუშაოები. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პირობებზეც,“ - განაცხადა თამარ არჩუაძემ.




რაც შეეხება მგზავრებს, აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, წლის დასაწყისიდან მოლაპარაკებები ჰქონდათ ავიაკომპანიებთან და მათ გადაალაგეს თავიანთი განრიგები. ,,ის ავიაკომპანიები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დრომდე ოპერირებენ, ფრენებს საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახორციელებენ. მგზავრებისთვის ავიაკომპანიების განრიგიც ცნობილია და შესაბამისად ბილეთებიც ჩაშვებულია გაყიდვაში. ჩვენი თანამშრომლების ნაწილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის პერიოდში, საქმიანობას დროებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააგრძელებენ. რაც შეეხება ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 25 ოქტომბრიდან კვლავ განახლდება,“ - განაცხადა თამარ არჩუაძემ.



ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია.







„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს

„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს
access_time2022-12-03 22:50:49
    დიდი ბრიტანეთის დანაშაულის ეროვნული სააგენტო (NCA) იტყობინება, რომ 58 წლის რუსი ბიზნესმენი ლონდონში დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (TASS) წყარო ირწმუნება, რომ ის Alfa Group-ის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანია. ინფორმაციას ...

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა
access_time2022-12-03 22:20:33
2021 წელს ევროკავშირმა 328 მლრდ ევრო დახარჯა კვლევასა და განვითარებაზე, (R & D) რაც 6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს ამ მიმართულებით 310 მლრდ ევრო დაიხარჯა, მონაცემებს ევროსტატი აქვეყნებს.   2021 წელს R&D ხარჯები მშპ-ს პროცენტულად ყველაზე მაღალი დაფიქსირდა: შვედეთში (3.35%), ავსტრიასა (3.22%) და ბელგიაში (3.19%). ყველაზე დაბალი - რუმინეთში (0.48%), მალტასა (0.65%) და ლატვიაში...

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს
access_time2022-12-03 19:30:40
მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება.   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა.   „მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის...

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა
access_time2022-12-03 20:00:58
სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა.   მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს.   მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური...

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ
access_time2022-12-03 19:00:47
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტ ადამიანს აინფიცირებს და დაახლოებით 400 000-ს კლავს. ვირუსი ღვიძლის ქრონიკულ ინფექციას იწვევს და უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურების წარმოქმნა ან კიბოც კი გამოიწვიოს, წერს Inverse-ი.   ამჟამად HCV-ის შედეგად გამოწვეული ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ძვირია და პაციენტს ხელახალი...


მსგავსი სიახლეები

up