ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია

ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია

access_time2020-07-07 10:00:03

„ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია  და სამწუხაროდ, ამაზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც საუბრობენ. ამ ხელიფსუფლების პირობებში ეს პორტი არათუ არ აშენდება, არამედ მეეჭვება, რომ დაიწყოს კიდეც,“ - საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ ანაკლიის პორტის კონკურენტად მოაზრებულ ტამანის პორტის მშენებლობის დასრულებას გამოეხმაურა.


ქერჩის სრუტეში მდებარე ტამანის პორტში ღრმა წყლოვანი სამუშაოების დასრულების შემდეგ,  პორტი 220,000 ტონამდე სატვირთო გემებს უკვე იღებს. ამჟამად ექსპლუატაციაში შეყვანილია ტამანის პორტის ოთხივე ნავმისადგომი, სადაც ღრმა წყლოვანი სამუშაოები პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ფარგლებში ჩატარდა. როგორც ცნობილია, ეს არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირების უმსხვილესი პერპექტივა, რომელიც ანაკლიის პორტს და შესაბამისად საქართველოს შეიძლებოდა თავად ჰქონოდა, რომ არა გაჭიანურებული პროცესები.


ბათუ ქუთელია წარსული ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ტამანის პორტი საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობას ვერ ჩაახშობს, რადგან საქართველოს უპირატესობა აქვს ის, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო პოლიტიკის მქონეა. ხოლო  პუტინის მმართველობაში მყოფ რუსეთის ფედერაციას შელახული საერთაშორისო იმიჯი აქვს.


„ის, რომ რუსეთი ცდილობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრანზიტზე მთავარი გამტარი ქვეყანა გახდეს ეს ახალი ამბავი არ არის და ამაში ძალიან ბევრ ფულსაც დებს. ერთი უპირატესობა, რაც საქართველოს გააჩნია არის ის , რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, თავისუფალი გამჭვირვალე საზღვრებითა და საბაზრო პოლიტიკით. ამის გამოცდილება დასავლურ სამყაროს აქვს, როდესაც საწყის ეტაპზე ავღანეთის ოპერაციისთვის ტრანზიტი გადიოდა რუსეთზე, პოლიტიკური მიზეზების გამო, რუსეთმა ეს ტრანზიტი ნატოს ჩაუკეტა. შემდეგ, უკვე ჩრდილოეთ განაწილების ქსელის სამხრეთმა შტომ საქართველოს გავლით იმუშავა, როგორც უფრო ეფექტურმა ალტერნატივამ. ჩემი აზრით რუსეთი ამას ვერ წაგვართმევს, მაგრამ ცუდი არის ის, რომ რეგიონალურ სატრანზპორტო ჰაბად ქცევის შეჯიბრში ვაგვიანებთ.


სამწუხაროდ, ექსპერტულ წრეებში მოხშირდა მოსაზრება, რომ თითქოს იმდენი უნდა გავაკეთოთ, რამდენზეც საბანი გაგვწვდება -  ეს არის წამგებიანი სტრატეგია. პირიქით, ლოგისტიკაში თუ არ გაქვს ამბიციური გეგმები, ვერაფერს მიაღწევ. თუ ჩვენ ავაშენებთ ამ პორტს და გავმართავთ არა მარტო პორტის ინფრასტრუქტურას, არამედ მასთან მიბმულ ყველა სხვა პროცესებს - ყველაფერი ერთობლიობაში გაცილებით უფრო ეფექტურად იმუშავებს, ვიდრე 36 წლამდე პუტინზე გაფორმებულ რუსეთში.


 

დღევანდელი მთავრობის  საკმაოდ უმსგავსო პოლიტიკურმა პროცესებმა უკან დაგვხია და ეს აისახება ჩვენს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, საქართველოს მოქალაქეების შემოსავლებზე, ჩვენს პარტნიორებთან სანდოობაზე. მაგრამ,  მიმაჩნია, რომ რუსეთი გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი კონკურენტი ვერ გახდება,“ -განმარტა ბათუ ქუთელიამ.


ტამანის ნავსადგური სტრატეგიულად მდებარეობს ქერჩის სრუტის რუსულ მხარეს, რომელიც შავ ზღვას აკავშირებს აზოვის ზღვასთან, რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მოპირდაპირე მხარეს.


2024 წლისთვის პორტს ექნება შვიდი მოქმედი ტერმინალი: ნახშირის, რომელიც KuzbassRazrezUgol-ს მოემსახურება -20 მლნ ტ, ასევე ნახშირის ტერმინალი SUEK-ისთვის -12 მლნ. ტ, მეტალურგიული ტერმინალი მეტალოინვესტირებსთვის -9 მლნ ტ, ხორბლის EFCO-ს ტვირთისთვის -20მლნ ტ, ასევე ნახშირის ტერმინალი SDS Ugol - 5 მლნ ტ სიმძლავრით, საბუნკერე Rosneft-ს 0,9 მლნ ტ და ბოლოს სპეციალიზირებული ტვირთის ტერმინალი Ros Tec (სამხედრო ტექნიკა).


ტამანის პორტების განვითარების მეორე ეტაპზე 2027-2030 წლებში, დაგეგმილია საკონტეინერო და სასუქების ტერმინალების მშენებლობა,  37 მლნ ტ სიმძლავრით. ტამანი ასევე მიიღებს ტვირთს, რომელსაც ახლომდებარე ნოვოროსიისკის რუსული ღრმაწყლოვანი ნავსადგური ვერ გაუმკლავდება. ტამანის ნავსადგურის სიღრმე 20-25 მ-ია, რაც საშუალებას იძლევა მოემსახუროს 220 000 ტონამდე გემებს.


ტამანში სამრეწველო ინდუსტრიული პარკის პროექტის განხორციელებით, დაგეგმილია რუსეთის სამხრეთ ნაწილში ნაყარი ტვირთის გადაზიდვის უნარის დეფიციტის აღმოფხვრა. პარკი ასევე ნავთობქიმიური და აგრარული პროდუქტების რუსეთის ბაზარზე წარმოების შესაძლებლობას შექმნის, და ხელს შეუწყობს ქვეყნის ექსპორტს.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up