ტალინის მიკკელის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა გაიხსნა

ტალინის მიკკელის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა გაიხსნა

access_time2019-03-23 17:47:28

ტალინის მიკკელის მუზეუმში გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა – „ფიროსმანი – მარტოხელა გენიოსის სამყარო” გაიხსნა.

გამოფენა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და დახმარებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ესტონეთის ხელოვნების მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა ეკუთვნის მირზაანის მუზეუმის მუდმივ კოლექციას და ისინი ერთიან კოლექციად პირველად იქნა გამოფენილი საზღვარგარეთ. გარდა ამისა, ტალინში ასევე გამოფენილია 1972 წელს პარიზში პაბლო პიკასოს მიერ შექმნილი ფიროსმანის გრაფიკული პორტრეტი და ფიროსმანის 3 ფერწერული ტილო საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან.

ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, ამავე სააგენტოს სამუზეუმო მიმართულების კურატორმა, ირმა დოლიძემ, ესტონეთის ხელოვნების მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, სირიე ჰელმემ და მიკკელის მუზეუმის დირექტორმა, ალექსანდრა მურრემ.

დამსწრე საზოგადოებისადმი მიმართვისას თეა ახვლედიანმა მოკლედ მიმოიხილა გასული 5 წლის მანძილზე ქართულ-ესტონური პარტნიორობის შედეგად მიღწეული შედეგები და გაღრმავებული ურთიერთობები თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, რასაც ამ წლების განმავლობაში, თან სდევდა ესტონეთში საქართველოს ისტორიის, მდიდარი კულტურისა და ტრადიციების ინტენსიური წარმოჩენის პროცესი. ამ კონტექსტში მან აქვე აღნიშნა სხვადასხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, საელჩოს მიერ გაწეული ძალისხმევა და მრავალი შინაარსობრივი დატვირთვით განხორციელებული მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები. ელჩი მიესალმა იმ ფაქტს, რომ მხატვრობის დარგში, ეს პირველი ფართომასშტაბიანი და ამბიციური პროექტი წარმატებით განხორციელდა.

ელჩმა ასევე ისაუბრა ქართული ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და ხაზი გაუსვა გენიალური ქართველი მხატვრის მოღვაწეობის მნიშვნელოვან ასპექტებს. თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა ტალინში ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენის ინიციატივაზე მუშაობის 2-წლიან პროცესზე, ესტონეთში მისი ორგანიზების მნიშვნელობაზე და იმედი გამოხატა, რომ ფიროსმანის გამოფენა ხელს შეუწყობს ხალხთა შორის მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას და საქართველო-ესტონეთის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. მან განაცხადა, რომ ესტონელი ხალხის ერთგული მეგობრობა, გულწრფელი სოლიდარობა და მტკიცე მხარდაჭერა, მათ შორის გამოხატული საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმეს დღეებში, მუდმივად დარჩება ქართველთა მეხსიერებაში.


ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის ხელისუფლების, პარლამენტისა და სამთავრობო ინსტიტუტების მაღალი დონის თანამდებობის პირები, ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურული და ბიზნეს წრეების, ესტონეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის, ასევე ესტონეთში მცხოვრები ქართული დიასპორის  წარმომადგენლები.

გარდა ამისა, გამოფენის ფარგლებში, 23 და 24 მარტს მიკკელის მუზეუმში გაიმართება ნიკო ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი შენეცნებით-საგანმანათლებლო გაკვეთილები ბავშვებისა და მოზარდებისთვის. გაკვეთილებს ინგლისურ (ესტონური თარგმანით) და რუსულ ენებზე ჩაატარებენ საგანგებოდ ამ ღონისძიებისათვის საქართველოდან მოწვეული პედაგოგები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან.

ასევე, 23 მარტს სააგენტოს იუნესკოსთან და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის წამყვანი ექსპერტი თამარ მელივა წაიკითხავს საჯარო ლექციას ქართული კულტურისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ თემაზე – „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“.

გამოფენა მიკკელის მუზეუმში  23 მარტიდან 2019 წლის 11 აგვისტომდე იქნება წარმოდგენილი.​

ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

Ipress 

თეგები:
ფიროსმანი



27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up