ავღანური მოძრაობა „თალიბანი“ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ქვეყნის მოქმედ მეთაურს, დონალდ ტრამპს უჭერს. ამის შესახებ CBS News-ი იტყობინება.
გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ამ თემაზე „თალიბანის“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ისაუბრა.
„იმედი გვაქვს ის არჩევნებს მოიგებს და ბოლოს მოუღებს აშშ-ის სამხედრო ძალების ავღანეთში ყოფნას“, - განაცხადა მან.
მუჯაჰიდმა ტრამპის კოვიდინფიცირებაზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ „თალიბანი“ მისი დიაგნოზის გამო ღელავდა.
ტრამპის საარჩევნო კამპანიაში „თალიბანის“ მხარდაჭერას გაემიჯნენ. პრესსპიკერმა ტიმ მურტაგმა განაცხადა, რომ ტრამპისთვის პირველ ადგილზე ყოველთვის აშშ-ის ინტერესები იდგება.
„თალიბანმა“ უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი ყოველთვის დაიცავს ამერიკულ ინტერესებს, ნებისმიერ ფასად“, - განაცხადა მან.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.
imedinews.ge