“თალაკვაძე, ისევე როგორც მისი თანაგუნდელები აგრძელებენ პოლიტიკურ „ბლეფს“ - სანამ არ იქნება შეთანხმება ხელახალ არჩევნებზე, სისტემაზე და პოლიტპატიმრებზე, მანამდე შესვლას არ ვაპირებთ”-სერფი კაპანაძე

“თალაკვაძე, ისევე როგორც მისი თანაგუნდელები აგრძელებენ პოლიტიკურ „ბლეფს“ - სანამ არ იქნება შეთანხმება ხელახალ არჩევნებზე, სისტემაზე და პოლიტპატიმრებზე, მანამდე შესვლას არ ვაპირებთ”-სერფი კაპანაძე

access_time2020-12-27 14:40:03

როგორც ჩანს, თალაკვაძე, ისევე როგორც მისი სხვა თანაგუნდელები ისევ აგრძელებენ პოლიტიკურ „ბლეფს“. ოპოზიციამ თავისი აზრი ძალიან მკაცრად და მკვეთრად დააფიქსირა - სანამ არ იქნება შეთანხმება ხელახალ არჩევნებზე, არჩევნების სისტემაზე და პოლიტპატიმრებზე მანამდე შესვლას არ ვაპირებთ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის თქმით, მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში.

როგორც სერგი კაპანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ერთი და ორი ცალკეული ადამიანი სურათს არ ცვლის და ამ ადამიანების პარლამენტში შესვლის შემთხვევაშიც, ვერავინ ვერ იტყვის, რომ პარლამენტში ოპოზიციაც არის.

"ისინიც ხვდებიან, რომ აზრი არ ექნება არც მათთვის, ერთი ან ორ ადამიანს თუ იყიდიან და შეაცდენენ. ეს რეალურად, არ ნიშნავს პარლამენტში ოპოზიციის ყოფნას. როგორც ჩანს, მიაჩნიათ, რომ ეს შანტაჟზე ორიენტირებული მიდგომა არის ის, რაც მუშაობს. მათ აქვთ ეს დავალება როგორმე ოპოზიციამ შეიყვანონ პარლამენტში, რადაც არ უნდა დაუჯდეთ და ამ დავალების შესრულებას ცდილობენ ბოლომდე. მთავარი იყო, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ შესულიყო და არ მოეხდინა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია. ერთი და ორი ცალკეული ადამიანი სურათს არ ცვლის, მაგ ადამიანების შესვლის შემთხვევაშიც ვერავინ ვერ იტყვის, რომ პარლამენტში ოპოზიცია არის. მათი ამოცანა იყო, რომ ოპოზიციური ძალები შესულიყვნენ პარლამენტში და ეს ამოცანა არის მიუღწეველი. რა თქმა უნდა, გამოსავალი შეთანხმებაშია, უნდა იქნეს მიღწეული ის მიზანი, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული ეს არის, რომ შევთანხმდეთ ახალ არჩევნებზე, საარჩევნო სისტემაზე და პოლიტიკურ პატიმრებზე“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.


ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძისგანცხადებით, უკვე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში. თალაკვაძე ამბობს, რომ სტატუს -კვო მალე შეიცვლება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up