თალაკვაძე – ამერიკული ბიზნესის „შევიწროვებად“ რას მიიჩნევთ? იმას, რომ ფოთის პორტში დიდი ამერიკული ინვესტიცია შემოვიდა?!

თალაკვაძე – ამერიკული ბიზნესის „შევიწროვებად“ რას მიიჩნევთ? იმას, რომ ფოთის პორტში დიდი ამერიკული ინვესტიცია შემოვიდა?!

access_time2020-02-04 14:31:26

ამერიკული ბიზნესის „შევიწროვებად“ რას მიიჩნევთ? იმას, რომ ფოთის პორტში დიდი ამერიკული ინვესტიცია შემოვიდა გასულ წელს?! თუ იმას, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკუთარ ბიზნესს და ქონებას სახელმწიფოს ღამღამობით აღარ „ჩუქნიან“?!, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რითაც საქართველოში ამერიკული ბიზნესის შევიწროების თაობაზე კონგრესმენების ნაწილის შეფასებებს გამოეხმაურა.


არჩილ თალაკვაძის განმარტებით, რომლის ხელმძღვანელობითაც ხვალ, 5 თებერვალს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი იგეგმება, კონგრესმენებთან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც კითხვები აქვთ, ამომწურავი საუბარი ექნებათ.


„ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ჩვენს N1 სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ჩვენი პრიორიტეტი. ახლა, როდესაც ჩვენს მეგობრებს სჭირდებათ ჩვენგან ინფორმაცია ჩვენი შემდგომი ნაბიჯების შესახებ და აინტერესებთ, როგორ ვაპირებთ გამოწვევებს ვუპასუხოთ, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია მათთან კომუნიკაცია და საუბარი, ამიტომ ჩავდივართ ვაშინგტონში და ვაძლიერებთ ურთიერთობებს. ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მაღალი დონის შეხვედრები კონგრესმენებთან, წარმომადგენელთა პალატის წევრებთან და სენატორებთან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. კონგრესმენებს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, ოკუპაციაზე და უსაფრთხოებაზე, ასევე 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენს ხედვას და დაგეგმილ გადაწყვეტილებებს გავაცნობთ. ვაპირებთ მათთან საუბარს როგორც საარჩევნო სისტემის, ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. აშშ-ში მომავალში კიდევ რამდენიმე ვიზიტი იგეგმება. რაშიც დარწმუნებული ვართ არის ის, რომ საქართველოს ამ წლებში აქვს რეალური პროგრესი, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხელისუფლებას კი ამ წლების განმავლობაში ერთხელაც არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენი საერთო ინტერესები და მისი დაცვა. ჩვენ გვაქვს რესურსი მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა და ამას შემდგომშიც საქმით დავამტკიცებთ…



ის, რომ პარტნიორებს კითხვები აქვთ გარკვეულ საკითხებზე, ამას მე პირადად აღვიქვამ შესაძლებლობად, რომ ჩვენი შედეგები, სიმართლე და პრობლემის მოგვარებისთვის მისაღები გადაწყვეტილებები უფრო ფართო საზოგადოებას გავაცნოთ, უფრო დეტალურად განვიხილოთ საკითხები კონგრესმენებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


მისივე განმარტებით, “ჩვენი საერთაშორისო მეგობრების სურვილი, რომ შემცირდეს პარტიებს შორის დაპირისპირების ხარისხი და საქართველოს უფრო სტაბილური, კონსტრუქციული პოლიტიკა ჰქონდეს, არ ნიშნავს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა „დაზარალებულია“.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up