თაკო ჩარკვიანი - როგორც კი გააანალიზებენ, რომ სანქციები ნიშნავს მათ აქ ჩატოვებულ ქონებას და ვერგასვლას სხვა ქვეყნებში, იქ დამთავრდება მათი სისულელეები

თაკო ჩარკვიანი - როგორც კი გააანალიზებენ, რომ სანქციები ნიშნავს მათ აქ ჩატოვებულ ქონებას და ვერგასვლას სხვა ქვეყნებში, იქ დამთავრდება მათი სისულელეები

access_time2021-03-03 16:00:00

როგორც კი გააანალიზებენ, რომ სანქციები ნიშნავს მათ აქ ჩატოვებულ ქონებას და ვერგასვლას სხვა ქვეყნებში, იქ დამთავრდება მათი სისულელეები, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა მოლაპარაკებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აქციები გაგრძელდეს, თუმცა პროტესტის ფორმაში გარკვეული კორექტივები შევიდა, რათა პარტნიორებმა დაინახონ, რომ ოპოზიცია დესტრუქციული არ არის.


„ძალიან კარგია, რომ პროცესში მაღალი რანგის დიპლომატი ჩაერთო. გვიხარია, რომ საქართველოს დაკარგვა არ უნდა დასავლეთს. ეს არის დიდი ბედნიერება და დიდი იმედი ჩვენთვის.


არსებობს მოლაპარაკების პერსპექტივაც, როგორც კი გააანალიზებენ, რომ სანქციები ნიშნავს მათ აქ ჩატოვებულ ქონებას და ვერგასვლას სხვა ქვეყნებში. როდესაც აღიქვამენ, რომ ეს რეალურია, იქ დამთავრდება მათი სისულელეები. მთავარია არ შეწყდეს აქციები, თუმცა ჩასწორება შევიტანეთ იქიდან გამომდინარე, რათა იმ ღრმად პატივცემულმა ადამიანმა, რომელმაც ასეთი მედიაცია მოინდომა, დაინახოს, რომ ოპოზიცია არ არის დესტრუქციული, ხალხი არ არის დესტრუქციული, ხალხი ითხოვს განვითარებულ საქართველოს, სახელმწიფოებრიობის დაცვას, არა გავრილოვებს, გაზრდილ ეკონომიკას და ვაქცინაციას საქართველოში. ეს არის ხალხის მოთხოვნა და ჩვენ ამას ვაკეთებთ არა რადიკალური გზებით.



პოლიტპატიმრებს და ვადამდელ არჩევნებს მე ვერ გავაცალკევებ, ესენი მუდმივად სპეკულაციას ეწევიან პოლიტპატიმრებით. ეს ერთმანეთთან არის მიბმული. დავსხდეთ, დავილაპარაკოთ პოლიტპატიმრებზე, ვადამდელ არჩევნებზე ჯანმრთელი საარჩევნო სისტემით. ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.



1tv.ge








ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა
access_time2021-04-11 20:00:56
უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში დაბადებულმა ვალენტინ ფრეჩკამ ჩამოცვენილი ფოთლების გადამუშავების და მათგან ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჯერ კიდევ სკოლაში მოიფიქრა.დღეს მის მიერ დაარსებული სტარტაპი ხარკოვში და რივნოში ამ უჩვეულო მასალიდან ქაღალდის პაკეტებს აწარმოებს, რომლებიც 8 კგ. -ს წონას უძლებენ.კომპანიაში 7 ტონა ფოთლები გადაამუშავეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - ასეთი ქაღალდისგან კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება -...

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?
access_time2021-04-11 18:00:37
ადრე იყო ერთი მონადირის ისტორია ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც მაიმუნი მოკლა. შესაძლოა, მან ცხოველთან ბრძოლის დროს დაზიანება მიიღო, ან მაიმუნის სისხლის მის ორგანიზმში ხორცის დამუშავების დროს მოხვდა. ეს ზუსტად არავინ იცის.ასე იყო თუ ისე, ცხოველის ფიზიოლოგიურ სითხესთან ერთად მის ორგანიზმში ვირუსმა შეაღწია. ეს ისტორიული მოვლენა დაახლოებთ 100 წლის წინ მოხდა, და სრულიად შეუმჩნევლად ჩაირა, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ ამან უამრავი ადამიანის...

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია
access_time2021-04-11 18:06:12
“კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა ?” — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.“● პირველი ტალღა გვქონდა● მეორე ტალღაც გვქონდა ● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო ● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა. ● ერთი ლოქდაუნი გვქონდა● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა ● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია ● უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ...

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...


მსგავსი სიახლეები

up