კორონავირუსით ინფიცირებული თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ თავს ძალიან სუსტად გრძნობს.
ის, ცოტა ხნის წინ, Facebook-ის საკუთარ გვერდზე პირდაპირ ეთერში ჩაერთო.
„უარესად არ ვარ, მაგრამ საშინელი სისუსტე მაქვს. ექიმები ძალიან ყურადღებით არიან; ქალბატონი მარინა... აბსოლუტურად ყველა, უკლებლივ, ექთნებიდან დაწყებული...ყველაფერს აკეთებენ. დანარჩენი, როგორც იტყვიან, ღვთის ნებაა. არაფერზე არ ვღელავ, მარტო დედაჩემზე. ახლა მითხრეს, რომ შედარებით მის ასაკთან, არ ჩანს ჯერჯერობით გართულება. ვნახოთ... ისეთი ჯოჯოხეთური ვირუსია, ხალხო. არავითარი „არ არსებობს“ - ეს გამორიცხეთ. არსებობს და ძალიან მძიმეა, მაგრამ ხასიათი უნდა მივაშველოთ“ - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.