ტაივანური Taiwan Semiconductor Manufacturing Co (TSMC), რომელიც მიკროჩიპებს აწარმოებს, აზიის უმსხვილესი კომპანია გახდა, მას შემდეგ, რაც მისმა კაპიტალიზაციამ 600 მლრდ დოლარს მიაღწია.
TSMC-მ ლიდერი პოზიციიდან ჩამოაქვეითა აზიური გიგანტი Tencent Holdings Ltd., რომლის საბაზრო ღირებულება 33%-ით შემცირდა ბოლო წლის განმავლობაში ჩინეთში ტექნოლოგიურ კომპანიებში გამკაცრებული რეგულაციების ფონზე - წერს გაზეთი The Wall Street Journal.
სამშაბათის ვაჭრობის დასრულებისას Tencent-ის კაპიტალიზაციამ 569 მლრდ დოლარი შეადგინა. TSMC კი Tencent-ს კაპიტალიზაციის კუთხით 15 დეკემბრიდან მოყოლებული უსწრებს.
აღსანიშნავია, რომ TSMC-ის მიერ წარმოებული მიკროსქემები საჭიროა მილიარდობით მოწყობილობაში, მათ შორის, ეს არის iPhone, კომპიუტერები და ავტომობილები. კომპანიაზე მოდის ყველაზე რთულად საწარმოებელი მიკროჩიპების 90%.
რაც შეეხება მის გლობალურ მაჩვენებელს კაპიტალიზაციის კუთხით, ის მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს შორის მეცხრე ადგილზეა Berkshire Hathaway Inc.-ის შემდეგ. 2021 წელს ამ კომპანიის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა.
bpn.ge