ტაივანზე კორონავირუსით ტაქსის მძღოლი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ამ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა კუნძულზე და მეხუთე მსოფლიოში ჩინეთს ფარგლებს გარეთ. ტაივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო
ტაილანდში კორონავირუსით 20 ადამიანია დაავადებული.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1665-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფიცირების 2009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 68 500-მდე გაიზარდა. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 9419 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა საფრანგეთშიც. ეს ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა. კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეშიც.
კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა. მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2002-2003 წლებში მწვავე რესპირატორული სინდრომის მსხვერპლთა რიცხვს გადააჭარბა.
Imedinews