„ტაიმერმა დარეკა“ - გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა

„ტაიმერმა დარეკა“ - გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა

access_time2018-06-13 18:43:40

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. კვირიკაშვილი ამ პოზიციაზ 2015 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა.

 

„ბოლო თვეების განმავლობაში პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები მქონდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

„გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. ჯერ კიდევ 2012 წლის შემდეგ პერიოდში არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას და ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

„ჩემი გადადგომის ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს, ყველაფერი კარგად იქნება, - თქვა მარტის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, როდესაც სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მორიგი კულუარული ინფორმაციები ვრცელდებოდა.

 


ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამბობდნენ, რომ კვირიკაშვილი „ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატადაც განიხილებოდა.

 

ეს საუბრები კიდევ უფრო გააქტიურდა, როცა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე შეცვალა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც 2 წელი ხელმძღვანელობდა „ქართულ ოცნებას.

 

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები მაისში დაიწყებოდა.

 

ახალი ცნობები კი, „პირველმა რადიომ ორი დღის წინ გამოაქვეყნა. ინტერნეტგამოცემა წერდა, რომ თანამდებობა შესაძლოა პრემიერ მინისტრს დაეტოვებინა. გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, საუბარი იყო იმაზეც, რომ მინისტრთა კაბინეტს დატოვებდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის მოვალეობა ვიცეპრემიერი და შს მინისტრი გიორგი გახარიას უნდა შეესრულებინა. პირველი ვიცე პრემიერის თანამდებობას კი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დაიკავებდა.

 

გუშინ მთელი დღის განმავლობაში, მმართველ გუნდის წევრები მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს არც ადასტურებდნენ, თუმცა დღის წესრიგში ამ საკითხის არსებობასაც არ უარყოფდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრმა ცვლილებების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

 

 „ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში 3 საათიანი შეხვედრის შემდეგ კი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა თქვეს, რომ საქართველოს მთავრობაში ამ ეტაპზე ცვლილებები მოსალოდნელი არ არის და სხდომაზე მიმდინარე საკითხები, მათ შორის „უნისეფის კვლევა განიხილეს. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც დაესწრნენ.

 




მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ

მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ
person access_time2018-06-22 19:40:13
 მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ. „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციები შეჯერებული არ არის, თუმცა, თუ სახელმწიფო მდივანი დამტკიცდება, ეს იქნება არა პოლიტიკური თანამდებობა, არამედ კონკრეტული დარგის მენეჯერი.  დეპუტატები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო მდივანი, პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, კონკრეტული დარგის...

კახა კალაძე სვეტის დაზარალებულებთან შეხვედრას ამ ეტაპზე არ განიხილავს (ვიდეო)

კახა კალაძე სვეტის დაზარალებულებთან შეხვედრას ამ ეტაპზე არ განიხილავს (ვიდეო)
person access_time2018-06-22 18:33:02
დეველოპერული კომპანია სვეტის დაზარალებული მენაშენეები თბილისის მერთან  შეხვედრას მოითხოვენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ კახი კალაძეს სამშენებლო კომპანიებთან შუამდგომლობა სთხოვეს რადგან, აქციის მონაწილეები სვეტის მენეჯმენტს უნდობლობას უცხადებენ. „მივმართავთ ქალაქის მერს, ბატონ კახი კალაძეს, შეხვდეს სვეტის მიერ დაზარალებული მენაშენეების საინიციატივო ჯგუფს. ერთად განვიხილოთ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის და მოგვარების გზები. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ცენტრ პოინტის...

რომან კაკულია: ბიზნესის განვითარების 10 ბალიანი სისტემით ჩვენ მთავრობას 7-ს დავუწერდი

რომან კაკულია: ბიზნესის განვითარების 10 ბალიანი სისტემით ჩვენ მთავრობას 7-ს დავუწერდი
person access_time2018-06-22 17:08:00
„ბიზნესის განვითარების მიმართულებით 10 ბალიანი სისტემით ჩვენ მთავრობას  7-ს დავუწერდი“, - ამის შესახებ...

რა თანხას ხარჯავენ თბილისელები დასვენებაში

რა თანხას ხარჯავენ თბილისელები დასვენებაში
person access_time2018-06-22 20:25:00
როგორც ACT-ის კვლევის შედეგებმა აჩვენა, გამოკითხულთა ყველაზე მეტი 43% წელიწადში ერთხელ ახერხებს დასვენებას. აქვე უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა 20% საერთოდ ვერ ახერხებს დასვენებას, აქედან ყველაზე მეტი (46%) არის 65 წელს ზევით რესპოდენტები. საქართველოს ფარგლებში დასასვენებლად ვერ წასვლის მიზეზებს შორის ყველაზე აქტუალური ფულის უქონლობა აღმოჩნდა (63%), მას მოსდევს დროის უქონლობა 37%-ით. დროის უქონლობა ამის განმაპირობებელი ყველაზე მეტად 35-44 წლის გამოკითხულთათვის აღმოჩნდა 73%, ხოლო...

მთავრობის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში იმდენი ადამიანი არის გაფორმებული შტატგარეშედ რა ზომისაც საქართველოს შეიარაღებული ძალებია

მთავრობის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში იმდენი ადამიანი არის გაფორმებული შტატგარეშედ რა ზომისაც საქართველოს შეიარაღებული ძალებია
person access_time2018-06-22 17:00:58
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური მთავრობის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში 38,470 ადამიანი შტატგარეშედ არის გაფორმებული. ეს პირები იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად შტატში არ ზიან, ანაზღაურებას მაინც იღებენ. ამ საჯარო უწყებებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 150,305-ია.   შედარებისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების ზომაც დაახლოებით 40 ათასია, ანუ გამოდის, რომ საქართველოს ბიუროკრატიულ აპარატში შტატგარეშეთა არმიაა....


მსგავსი სიახლეები

up