თაღლითობის მსხვერპლი სახელმწიფომ დამატებით 200 000 ლარით დააჯარიმა

თაღლითობის მსხვერპლი სახელმწიფომ დამატებით 200 000 ლარით დააჯარიმა

access_time2021-04-05 11:00:49

ეროვნებით ირანელმა ჯავად საათიანმა საქართველოში კომპანია S.M 4 Family 2012 წელს დააფუძნა. კომპანია სამშენებლო ინვენტარით დედაქალაქსა და რეგიონებში სხვადასხვა ობიექტებს წლებია ამარაგებს. თუმცა 2019 წელს ბუღალტრის მიერ თანხების მითვისების გამო კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა. რის შემდეგაც სახელმწიფოსთვის გადასახდელი ჯარიმებისა და საურავების თანხა კომპანიას 200 პროცენტით გაეზარდა.


ინვესტორი თითქმის ერთი წელია შემოსავლების სამსახურთან და პრემიერის აპარატთან ცდილობს მიაღწიოს საგადასახადო შეთანხმებას, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.


„კომერსანტი“ უცხოელი ინვესტორის წარმომადგენელსა და ადვოკატს ესაუბრა, რომლებიც განმარტავენ, რომ ჯავად საათიანს ამჟამად დაყადაღებული აქვს ყველა ქონება და მიუხედავად იმისა, რომ მან თანხის ნაწილი გადაიხადა, სახელმწიფო სტრუქტურები არავითარ დათმობაზე არ მიდიან და თანხის ერთიანად გადახდას სთხოვენ.




„ინვესტორს ჰყავდა ბუღალტერი , რომელიც კომპანიის დაარსების დღიდან მუშაობდა S.M 4 Family-ში. მას შემდეგ, რაც მან კომპანიის თანხები მიითვისა, ბუღალტერის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ბუღალტერი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული. ირანელი ინვესტორი აღმოჩნდა მისი დაქირავებული ბუღალტრის მიერ მოტყუებული.
მიუხედავად ბუღალტრის დანაშაულისა და მითვისებული თანხებისა, საგადასახადო შემოსავლების სამსახურმა ინვესტორის ორგანიზაციას ამ მითვისებული თანხების ბიუჯეტში გადაუხდელობის გამო დაარიცხა გადასახადის გადახდა. მათ შორის სანქცია-საურავები და ჯარიმები, რომელთა მოცულობამ 200 000 ლარს გადააჭარბა.
ირანელ ინვესტორს ჰქონდა მცდელობა მიეღწია საგადასახადო შეთანხმებისთვის. სახელმწიფო სტრუქტურებს სთხოვდა ჯარიმების შემცირებას, ხოლო ძირი თანხის გადახდაზე თანახმა იყო. შემოსავლების სამსახურმა შეთანხმების გაფორმებაზე უარი უთხრა რამოდენიმეჯერ და თანხების ერთიანად გადახდას მოსთხოვა. ინვესტორი იძულებული გახდა ცოტა ხნის წინ წერილი პრემიერ მინისტრისთვის მიეწერა, რათა დაკისრებული კატასტროფული ჯარიმები მოეხსნათ და იმედი აქვს გარკვეული რეაგირების. „მას არ დაუმალავს გადასახადი, მისმა ბუღალტერმა ფარულად მიითვისა თანხები და დანაშაული ჩაიდინა, გადავიხადეთ ძირითადი დავალიანება და ჯარიმები მაინც მოგვიხსნან„ - განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი ია ტრაპაიძე.



ამჟამად, ჯავად საათიანის კომპანიას სულ სამი ტიპის თანხა აქვს გადასახდელი -ძირი თანხა 5 000 ლარი, ამ ძირ თანხაზე დაკისრებულია 52 ათასი და 127 ათასი, ჯამურად 200 პროცენტიანი ჯარიმა. გარდა ამისა კომპანიას 27 ათასი ლარი უკვე გადახდილი აქვს, ითხოვს საგადასახადო შეთანხმებას ჯარიმების მოხსნაზე და ასევე ქონებაზე და ანგარიშებზე დადებული ყადაღის მოხსნას, რაც არ დაუკმაყოფილდა.



"მაშინ, როცა ინვესტორები სანთლითაა საძებნელი, იმის მაგივრად რომ ხელი შეუწყონ ასეთ ვითარებაში, უარს იღებს ყველა საშეღავათო მოთხოვნაზე.
ჯავად საათიანი რამდენიმე ქონებას ფლობს საქართველოში და აპირებდა დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას. თუმცა ამ ეტაპზე მიწაც დაყადაღებული აქვს სხვა ყველანაირ ქონებასთან ერთად. იმის ნაცვლად რომ საგადასახადო შეთანხმებას მიაღწიოს შემოსავლების სამსახურთან, ხელი შეუწყონ და არ გააქციონ ინვესტორი ქვეყნიდან, ყველაფერი პირიქით ხდება. ის ითხოვს საურავებისა და ჯარიმების მოხსნას, დარჩენილი ძირ თანხას კი გადაიხდის.
იმედი გვაქვს პრემიერი მაინც გაითვალისწინებს ამ სიტუაციას და დაავალებს შემოსავლების სამსახურს შესაბამისი ზომების მიღებას,“ - ამბობს ია ტრაპაიძე.


თეგები:
ინვესტორი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up