თაფლის წარმოების და ფუტკრის ოჯახის მოვლის შესახებ  ტრენინგები იმერეთის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა

თაფლის წარმოების და ფუტკრის ოჯახის მოვლის შესახებ ტრენინგები იმერეთის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა

access_time2020-10-28 12:16:18

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.


პროექტი ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.


„ეკოგრანტების პროგრამის” ფარგლებში, იმერეთის რვა მუნიციპალიტეტში (ზესტაფონი, წყალტუბო, ჭიათურა, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხარაგაული) ადგილობრივი მეფუტკრეებისთვის ტრენინგები თაფლის წარმოების და ფუტკრის ოჯახის მოვლის შესახებ ჩატარდა.


სამინისტროს ექსპერტმა, გიორგი ბერუჩაშვილმა მეფუტკრეებს დარგში არსებული სიახლეები, ფუტკრის დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები, თაფლის წარმოებისა და ფუტკრის ოჯახის მოვლის ტექნოლოგიური რუკა და მეურნეობის დაგეგმვის მნიშვნელობა გააცნო.


ტრენინგები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და ფერმერებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ტრენერისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იმ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მათ მუნიციპალიტეტებშია პრიორიტეტული.



ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილებაზე, მისგან გამოწვეულ რისკებსა და კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაზე, რომელიც მსმენელებს, „ეკოგრანტების პროგრამის” ფარგლებში, მარი ბენდელიანმა გააცნო.


თაფლის წარმოების და ფუტკრის ოჯახის მოვლის შესახებ ტრენინგების ფარგლებში, სულ, 160-მდე ფერმერი გადამზადდა.


„ეკოგრანტების პროგრამის" ფარგლებში, ტრენინგები ასევე ჩატარადა სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში. ტრენინგი თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ გაიმართა და მასში მონაწილეობა 230-მდე ფერმერმა მიიღო.


„ეკო-გრანტების პროგრამა" ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ისა და მისი პარტნიორების მიერ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში და ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი” (CTC).



თეგები:
ტრენინგი



1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-12-01 18:10:14
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3185 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-01 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან პენსიები იზრდება 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან. ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის...

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან
access_time2020-12-01 15:00:07
თიბისი ფეის თავისი  მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. მთელი დეკემბრის მანძილზე კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით ნებისმიერი სერვისის გადახდა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.   თიბისი ფეის ონლაინ პლატფორმა არის ერთიანი სივრცე, სადაც უამრავი საჭირო და სასარგებლო სერვისია თავმოყრილი. კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით, შეგიძლიათ შეავსოთ მობილური ბალანსი,  გადაიხადოთ სახელმწიფო, ფინანსური და...

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია
access_time2020-12-01 15:15:51
„განმუხურში 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია“, ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, 2022 წელს დასრულდება.   „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, ანაკლიასთან ახლოს მიმდინარეობს მარიოტის საერთაშორისო ქსელის, Tribute Collection-ის ბრენდის სასტუმროს...

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა
access_time2020-12-01 16:15:51
Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ის, Topshop-ს, Wallis-ის, Dorothy Perkins-ს, Evans-ს და Burton-ს ფლობს, ბრიტანეთის შესაბამის უწყებაში გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გავლენას ვერ გაუმკლავდნენ.   „ეს ძალიან სამწუხარო დღეა ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის“, - განაცხადა Arcadia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან გრაბინერმა.   მისივე თქმით, კორონავირუსული პანდემია და...


მსგავსი სიახლეები

up