საქსტატი თაფლის მზარდ ექსპორტზე, მეფუტკრეები კი დარგში ღრმა კრიზისზე საუბრობენ

საქსტატი თაფლის მზარდ ექსპორტზე, მეფუტკრეები კი დარგში ღრმა კრიზისზე საუბრობენ

access_time2021-09-14 16:00:29

წარმოების კრიზისის ფონზე, საქსტატი თაფლის ექსპორტის არნახული ზრდის შესახებ ავრცელებს მონაცემებს. მეფუტკრეების ინფორმაციით, მათთვის რეალურად არაფერი იცვლება და ისევე დიდ გასაჭირში არიან, როგორშიც გასულ წლებში იყვნენ. საუბარია იმაზეც, რომ მეფუტკრეების უმეტესობას არათუ ქვეყნის გარეთ პროდუქტის გატანა, ადგილობრივ ბაზარზეც უჭირს რეალიზაცია.



როგორც მეფუტკრეობის სფეროს სპეციალისტი და მეფუტკრე როლანდ ზირაქაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, ქართული თაფლის წარმოებაში დიდი კრიზისია და პრობლემის მოგვარების ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს.



ზირაქაშვილის თქმით, საქართველოში სულ რამდენიმე მსხვილი მწარმოებელია, რომელსაც ექსპორტის საშუალება და რესურსი აქვს, მცირე და საშუალო საწარმოები ამ შესაძლებლობას მოკლებული არიან.



,,მართალია, მეფუტკრეობა არ გაჩერებულა, კარანტინის პერიოდშიც ვმუშაობთ, მაგრამ რეალიზაციის დიდი პრობლემაა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ გაუყიდავი თაფლის მარაგი გვიწყვია - დაგროვილი პროდუქტი, რომლის შიდა ბაზარზე გაყიდვის შანსი მინიმალურია. ასეთ დროს მთავრობა აცხადებს, რომ არნახული ტემპით მატულობს ექსპორტი, ჩვენი ცხოვრება კი დღითიდღე უარესდება, ფაქტობრივად, უშემოსავლოდ დავრჩით. ექიმმა თუ არ გამოუწერა, ხალხი თაფლს იშვიათად ყიდულობს“, - აცხადებს ზირაქაშვილი.




მისი თქმით, მწარმოებლებს სერიოზული პრობლემა აქვთ სერტიფიკატთან დაკავშირებითაც, რადგან მომსახურების ხარჯი მაღალია.



მეწარმის ინფორმაციით, თითოეული ლაბორატორიული სინჯი შიდა ბაზრისათვის მეფუტკრეს უჯდება 400 ლარამდე, ექსპორტისთვის ეს ხარჯი 3 300 ლარს აჭარბებს, რის შესაძლებლობასაც მწარმოებლების უმეტესობა მოკლებულია.



როგორც როლანდ ზირაქაშვილი ამბობს, კრიზისის ფონზე პროდუქტის საექსპორტო მაჩვენებლები საეჭვოდ გამოიყურება.



,,2020 წელს თაფლის ექსპორტი ფაქტობრივად გაჩერებული იყო. უძრაობის პერიოდს ნუ ადარებენ, რეალურად უმძიმესი მდგომარეობაა, მეთაფლეების უმეტესობა გაკოტრებულია, ვერ ჰყიდიან პროდუქტს და ვერ ეწევიან ხარჯს. პრობლემა საგრძნობლად მოგვარდება, რეალიზაციის საშუალება რომ გვქონდეს. რაც შეეხება უცხოურ ბაზრებს, პროდუქტის გატანის საშუალება არ არის. ხარისხის სტანდარტიც კი არ გვაქვს, იმდენად მაღალ ხარჯთანაა დაკავშირებული, ვერ აუდის წარმოება. ლაბორატორიულ კვლევებში ვერ ვმონაწილეობთ, რაშიც ასევე დახმარებას ვითხოვთ, მაგრამ რეაგირება არ არის. ჩვენ ვაწარმოებთ ნატურალურ თაფლს, რომელიც უნდა გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე, ყველა სტანდარტი დაცულია, გარდა იმისა, რომ სერტიფიკატი არ გვაქვს. მთავრობის დახმარების გარეშე ამას ვერც მოვახერხებთ“, - უთხრა ,,კომერსანტს“ ზირაქაშვილმა.



გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის 10 ათასამდე მეფუტკრეა რეგისტრირებული.



რაც შეეხება ექსპორტს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოდან თაფლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 116.3 ტონა თაფლის ექსპორტიდან $397 ათასის შემოსავალი მიიღო, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში თაფლის ექსპორტი 3 ტონას ($25.7 ათასი) არ აღემატებოდა.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up