კომერსანტის ექსკლუზივი: მთავრობა შს სამინისტროსთვის ქართულ თაფლს სავარაუდოდ “კულასგან“ შეიძენს

კომერსანტის ექსკლუზივი: მთავრობა შს სამინისტროსთვის ქართულ თაფლს სავარაუდოდ “კულასგან“ შეიძენს

access_time2019-01-31 18:00:00


შს სამინისტროსთვის  მთვარობა ქართულ თაფლს სავარაუდოდ ქართული კომპანია კულასგან შეიძენს. კომპანია „ვ.ტ“ -ს დისკვალიფიკაციის შემდეგ, რომელსაც საქართველოში რუსული თაფლი უნდა შემოეტანა,  ტენდერში მონაწილეობას ახალი კომპანია შ.პ.ს “გსქ კულა“ მიიღებს.  როგორც კომპანიის დირექტორმა ივანე გოგლიძემ “კომერსანტს“ განუცხადა, მის მიერ შეთავაზებული თაფლი ქართული იქნება.  “კულა“-ს  თაფლის შესყიდვის გამოცდილება აქვს და შესყიდვების სააგენტოს უახლოეს დღეებში თაფლის ნიმუშებს წარუდგენს. როგორც კომპანიის დირექტორმა განაცხადა, საქართველოში რუსული თაფლის იმპორტი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა განხორციელებულიყო.

 

 „ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული ქართული თაფლის მწარმოებლებთან კახეთში, ასევე ნაწილ თაფლს ავიღებთ თბილისიდან და ნაწილს იმერეთიდან. თაფლი 100 პროცენტით ქართული იქნება.  ჩემი ქარხანა ქართველი მეფუტკრეებისგან ჩაიბარებს თაფლს, გადაამუშავებს, გაასუფთავებს და მიაწვდის სახელმწიფო უწყებებს. ჩემი აზრით, სახელმწიფოს რუსული თაფლი არ უნდა ეყიდა, ეს იქნებოდა ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა ქვეყნისთვის გაკეთებულიყო. სახელმწიფო სახსრები რუსეთში უნდა გასულიყო? ეს მარტო თაფლს არ ეხება, რისი წარმოებაც ხდება ჩვენს ქვეყანაში რუსეთიდან რატომ უნდა შემოვიტანოთ?“ , - განმარტავს ივანე გოგლიძე.

 

“გსქ კულა“ -ს მიერ შეთავაზებული თანხა 14.44  ლარია, ხოლო კომპანია „ვ.ტ“  სახელმწიფოს რუსულ თაფლს 14 ლარად სთავაზობდა.


ქართული თაფლი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გევრდზე განთავსდა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ   საქართველოს მთავრობას 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კგ რუსული თაფლი შეესყიდა. აქედან 25 ათას კგ-ს შსს, 14 600 კგ-ს სასაზღვრო პოლიცია, 3000 კგ-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, 600 კგ-ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 30 ათას კგ-ს კი სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა შეიძენდა.



სატენდერო დოკუმენტაციით ირკვეოდა, რომ შპს „ვ.ტ“ რომელმაც ყველაზე დაბალი თანხა 14 ლარი დააფიქსირა თაფლის იმპორტს რუსეთიდან განახორციელებდა. ამ თემაზე კომერსანტი აქტიურად მუშაობდა. სწორედ ჩვენს გამოცემას განუცხადეს პირველად ქართველმა მეფუტკრეებმა, რომ თუ სახელმწიფო რუსულ თაფლს შეისყიდიდა, ისინი საპროტესტო აქციებს გამართავდნენ. 

 

 

 

 ბაჩო ადამია


 






3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა
access_time2020-01-27 18:45:28
2019 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Microsoft ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ...

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის
access_time2020-01-27 17:30:14
 „კარდინალი“ 30-მდე გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისგან დაკომპლექტებული იურიდიული კომპანიაა. მათი დამოუკიდებელი სამუშაო გამოცდილება საქართველოში 5-10 წლამდე ითვლის. „კარდინალის“ იურიდიული მომსახურების სფეროებს წარმოადგენს: საკონსულტაციო, სარეკომენდაციო (ზეპირსიტყვიერი) მომსახურება, იურიდიული აუდიტი, სასამართლო საარბიტრაჟო დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა, კლიენტის ინტერესების შესაბამისად სახელმწიფო, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება,...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა
access_time2020-01-27 17:35:38
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის...

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-27 21:00:13
„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა 1.„ჩვენი სახელმწიფოს მიმზიდველობა, რის გამოც მსოფლიოში „დემოკრატიის შუქურად“ ვიწოდებოდით,ჩაქრა“ 2. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაქრობა მცირე ზომის ბანკებისთვის დადებითი...

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს
access_time2020-01-27 19:50:01
2019 წელს საქართველოში ჩინეთიდან 858,6 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - სულ 30,8 მლნ დოლარის...


მსგავსი სიახლეები

up