თაბორის ქედზე ივანიშვილის პანორამა თბილისის ფარგლებში 5-მლნ აშშ დოლარის ღირებულების გოლფის მოედნის მშენებლობა დასრულდა (ექსკლუზიური ფოტოები)

თაბორის ქედზე ივანიშვილის პანორამა თბილისის ფარგლებში 5-მლნ აშშ დოლარის ღირებულების გოლფის მოედნის მშენებლობა დასრულდა (ექსკლუზიური ფოტოები)

access_time2018-12-10 13:00:00

თაბორის ქედზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მასშტაბური რეკრეაციული ზონის მოსაწყობად, რომლის ფარგლებშიც პირველი ფაზის, კერძოდ,  გოლფის მოედნის მშენებლობა უკვე დასრულებულია და როგორც კომერსანტისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, 2019 წლის ბოლოს ოფიციალურად გაიხსნება. გოლფის მოედანი 11 ჰექტარზე განთავსდება, რომლის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 5 მლნ აშშ დოლარია.

 

პროექტი საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით ხორციელდება და მისი დაგეგმარება 2017 წელს დაიწყო. გოლფის მოედნის მშენებლობა რამდენიმე ფაზას მოიცავს, კერძოდ: დაგეგმარება და დიზაინი, ფორმირება,  დრენაჟის/ირიგაციის სისტემის დიზაინი და მონტაჟი, ბალახის დათესვა და ა.შ. თითოეული ფაზის განხორციელებაში ჩართულია მსოფლიოში წამყვანი კომპანიები, მათ შორის ბალახის თესლი სპეციალურად იქნა შერჩეული ჰოლანდიური კომპანიისგან  “ბანრენბურგი“ (Barenburg) ხოლო მოედნების მორწყვისა და მოვლა-პატრონობისთვის გამოყენებულია მსოფლიოში აღიარებული, ამერიკული კომპანია „ტოროს“ (TORO) ტექნიკა. 



 


შეგახსენებთ, რომ თაბორის ქედზე არსებული პროექტი გულისხმობს 402 009 კვ.მ რეკრეაციული სივრცის შექმნას, სადაც მთლიანი ტერიტორიის 95% იქნება სრულად გამწვანებული. რეკრეაციული სივრცე გააერთიანებს, ლანდშაფტთან შერწყმულ 9 ფოსოიან გოლფის მოედანს, ხელოვნური ტბას და ჩოგბურთის კორტებს. ამასთანავე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 160  ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც განთავსდება 2 საცურაო აუზი, სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, რესტორანი და ა.შ.




თაბორის პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 86 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტი დასრულდება 2019 წელს იგეგმება.



 


თაბორის რეკრეაცია მწვანე პროექტია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქალაქის ყველა მცხოვრებლისთვის. სწორედ ამ მიზნით 2017 წლიდან დღევანდელ დღემდე დარგულია 8000-მდე ხე-მცენარე, ხოლო ჯამში თაბორის ტერიტორიაზე 11 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება. ამასთანავე, ჯანსაღი გამწვანებული სივრცის მოწყობის მიზნით, ყველა ხესთან მოწყობილია სარწყავი სისტემა, რაც ხელს უწყობს მცენარის გაჯანსაღებას, სწორ კვებას და ახდენს მცენარის დაავადებების პრევენციას. 

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up