„ბაუ სტარი“: რომან ფიფიას ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ  კორპუსის 2 სართული აჩუქა, ალბათ ჩვენგანაც იგივეს ელის

„ბაუ სტარი“: რომან ფიფიას ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ კორპუსის 2 სართული აჩუქა, ალბათ ჩვენგანაც იგივეს ელის

access_time2018-07-12 16:12:52

უკვე წლებია ერთის მხრივ,  საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისსა“ და მეორეს მხრივ, სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარსა“ და შპს „გიკო და კომპანია“-ს შორის სამეზობლო დავა ვერ სრულდება. დავის მიზეზი ყველასათვის ცნობილი კლუბის ბაზასთან ახლოს მიმდინარე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაა.

 

აქამდე მედიაში მუდმივად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „თბილისი დინამო“ უჩიოდა სამშენებლო კომპანიებს არაკანონიერი მშენებლობის გამო,  თუმცა ამჯერად თავად სამშენებლო კომპანიები ერთვებიან „სამეზობლო ბრძოლაში“ და კომერსანტთან ღიად საუბრობენ, მათი თქმით, კლუბის ხელმძღვანელის რომან ფიფიას თაღლითურ სქემებზე.  

 

„ბაუ სტარის“ დამფუძნებლის მალხაზ სოლომონიშვილის თქმით, კლუბს, უფრო ზუსტად კი რომან ფიფიას 2011 წლიდან უკანონოდ აქვს მითვისებული მისი ტერიტორია. ამ ტერიტორიაზე არაკანონიერი მშენებლობის გამო კი თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საფეხბურთო კლუბი 8 ათასი ლარის ჯარიმაც დააკისრა. აღნიშნულ საქმეზე სარჩელი სასამართლოში 2017 წლის ნოემბერში შევიდა და საბოლოო გადაწყვეტილება ამ დღეებსი გახდება ცნობილი.





მალხაზ სოლომონიშივილი: „აქამდე ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობდით, რადგან ვაცნობიერებთ „დინამო თბილისის“ ისტორიასა და მისდამი ხალხის სიყვარულს. არ გვინდოდა ამის გამო ჩვენს მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა შექმნილიყო. მაგრამ ახლა, ფიფიამ არჩევანი არ დაგვიტოვა. გვებრძვის სრულიად არაკანონიერი გზებით. შესაბამისად, ჩვენც გადავწყვიტეთ უკიდურეს ფორმებს მივმართოთ და გამოვავლინოთ მისი ნამდვილი სახე. ჩვენს 1515 კვ. მეტრი ფართობის ტერიტორიაზე, საჩოგბურთო კორტების გარდა, რომან ფიფიას დარგული აქვს, ხეხილი, მწვანილი, კიტრი; ასევე გაშენებული აქვს საქათმე და ეს ყველაფერი თავად შეგიძლიათ ნახოთ. მერიამ დაადასტურა რომ ტერიტორია ჩვენია და იქ უკანონოდ განხორციელდა მშენებლობა. ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ტერიტორიის დაბრუნებაზე, სადაც მომავალში ჩვენი მაცხოვრბელებისთვის ავაშენებთ კომერციულ ფართს“.

 

              


კიდევ ერთი საქმე, რის საფუძველზეც კომპანია „ბაუ სტარი“ და შპს „გიკო და კომპანია“ აპირებს 10 დღეში „დინამო თბილისს“ უჩივლოს, ეს მორალური და ფინანსური ზარალია.


 

როგორც ირკვევა, თავის დროზე საფეხბურთო კლუბმა სასამართლოში უჩივლა ორივე სამშნებლო კომპანიას არაკანონიერი მშენებლობის გამო. სანამ დამტკიცდებოდა, რომ სარჩელი იყო არაკანონიერი,  5 თვის განმავლობაში კომპანიებს მშენებლობის შეჩერება მოუწიაათ. ამ პერიოდში კი „ბაუ სტარის“ ზარალმა 4 მლნ. ლარამდე მიაღწია. მალხაზ სოლომინიშვილის თქმით, დროა „დინამო თბილისმა“ ეს თანხა აანაზღაუროს (აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მილიონს სცდება ცალკე კომპანია შპს „გიკო და კომპანია“-ს ზარალიც. შესაბამისად, ეს უკანასკნელიც ცალკე აპირებს საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ სარჩელის სასამაღლოში შეტანას).

 

„საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი მივიღეთ და კანონის ძალით ვაპირებთ ეს თანხა დავიბრუნოთ. ამასთან სარჩელი შეგვაქვს მორალურ ზიანზეც, რადგან რამდენიმე დღის წინ „თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობამ გაავრცელა სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ეწერა, რომ უნდა გახორციელებულიყო ჩვენი კორპუსების  დემონტაჟი. ადამიანები, ვისაც ბინები აქვთ აქ ნაყიდი, პანიკაში ჩავარნენ, ჩვენც ვინერვიულეთ. არადა, აღმოჩნდა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილების ბოლო ორი მთავარი გვერდი საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობას არ გაუვრცელებია. სწორედ იქ წერია, რომ დემონტაჟი იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ ჩვენი მხარე არ გაასაჩივრებდა. მოკლედ აღარ ვაპირებთ რეპუტაციის შელახვის ატანას“,- აღნიშნავს სოლომონიშვილი.

 

                         


მისივე თქმით, სულ თავიდან, სანამ საფეხბურთო კლუბის ბაზასთან ახლოს კორპუსების მშენებლობა დაიწყებოდა, „ბაუ სტარისა“ და შპს „გიკო და კომპანია“-ს წარმომადგენლობამ არაერთხელ გამოხატა ინიციატივა რომან ფიფიასთან შეხვედრის, რათა მომავალში რაიმე გაურკვევლობა არ მომხდარიყო. თუმცა ამ უკანასკნელისგან რეაგირება არცერთ შემთხვევაზე არ ყოფილა და მშენებლობაც კანონის გზით დაიწყო.

 

კითხვაზე რატომ აქვს „თბილისის დინამოს“ არაკნონიერი მოთხოვნები? რატომ არ ჯდება რომან ფიფია მოლაპარაკების მაგიდასთან? და რატომ გრძელდება სამეზობლო დავა უსასრულოდ“, მალხაზ სოლომონიშვილი ასე პასუხობს:

 

„მან იცის, რომ ყველა არსებულ სასამართლო დავას წააგებს და ახლა პროცესებზე არ გამოცხადებით, მედიაში არასწორი ინფორმაციების გავრცელებით და ა.შ. ის ცდილობს დროის გაწელვას. არ მინდა ჭორაობაში ჩამეთვალოს, მაგრამ ალბათ ამ ყველაფერში ფიფიას თაღლითობა კარგად ჩანს და ამას საზოგადოებაც მალე გაიგებს.


კიდევ ერთი, ჩვენს გარდა ბაზასთან ახლოს კიდევ ერთი კომპანია აშენებდა კორპუსს, ვისთანაც რომან ფიფიას რატომღაც არ ჰქონია პრობლემა. მერე გავარკვიეთ, რომ ამ კომპანიას თავისი აშენებული საცხოვრებელი კორუსის ბოლო ორი, საუკეთესო სართული უჩუქებია. დღეს ის ბოლო ორი სართული იყიდება. ალბათ ჩვენგანაც იგივე უნდოდა და რომ არ მიიღო, ამიტომაც არ ჩერდება“, აღნიშნავს სოლომონიშვილი. 


 

 


კომერსანტი  დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა საფეხბურთო  კლუბ დინამო თბილისის ხელმძღვანელობას. როგორც კლუბში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე მალხაზ სოლომონიშვილის ყველა ბრალდებაზე კომენტარის გაკეთებისგან ხელმძღვანლობა თავს იკავებს. დინამო თბილისიდაელოდება სასამართლო გადაწყვეტილებას ყველა აღნიშნულ სარჩელზე და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს ოფიციალური განცხადებას. 

 

 სალომე ლემონჯავა

 

 






ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
access_time2018-11-14 18:55:47
ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია 528 ხმით მიიღო. წინააღმდეგ 97 ევროპარლამენტარი წავიდა, ხოლო 34-მა თავი შეიკავა. რეზოლუციაში დადებითადაა შეფასებული ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების პროცესი. ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს განაგრძოს სტაბილურობის, შემდგომი დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური და სოციალური გაუმჯობესების...

ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია

ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია
access_time2018-11-14 19:11:19
იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტს ეხმიანება და სრულად ეთანხმება დოკუმენტში ხაზგასმულ ყველა პრობლემასა თუ რეკომედანციას. დოლიძე დარწმუნებულია, რომ ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება და ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად არ პასუხობს. ქვეყანაში არსებული მწვავე მდგომარეობის ერთ-ერთ სათავეს კი ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოში ხედავს. მეტიც, იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი...

რუსული ნავთობის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები ამოქმედდეს

 რუსული ნავთობის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები ამოქმედდეს
access_time2018-11-14 20:00:00
„აშშ-მ შესაძლებელია რუსულ ნავთობზე სანქციები დააწესოს“ — ბრიტანული კომპანია  Facts Global Energy (FGE), რომელიც ნავთობისა და გაზის ბაზარს შეისწავლის, თავის მომხმარებელს აფრთხილებს. ექსპერტები რუსული ნავთობის წინაამღდეგ  სანქციების ამოქმედებას პროგნოზირებენ. უფრო ზუსტად,  კომპანიაში მიაჩნიათ, რომ  შეზღუდვების ახალი პაკეტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს აშშ-ში ნებისმიერი რუსული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას, მათ შორის...

ლაშა ქორიძე: საქართველო გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა

ლაშა ქორიძე: საქართველო  გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა
access_time2018-11-14 18:00:04
 ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლის სუფსის პეტროქიმიური კომპლექსის სრულფასოვან მუშაობას, - ასეთია ვარლეი პარსონს/ადვიზიანის და არგუს მედია ლიმითედის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2050 წლამდე სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმური კომპლექსის პროდუქციაზე უწყვეტი მოთხოვნა იქნება. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნის საფუძველზე კომპანია „ სუფსის ნავთობგადამამუშავებელი პეტროქიმიური კომპლექსი” (SRPC) 3 მილიარდიანი...

ნავთობის ფასი 7%-ით შემცირდა - ყველაზე დიდი ვარდნა გასული 3 წლის განმავლობაში

ნავთობის ფასი 7%-ით შემცირდა - ყველაზე დიდი ვარდნა გასული 3 წლის განმავლობაში
access_time2018-11-14 15:46:18
ნავთობის ღირებულება 7%-ით, $55.69-მდე შემცირდა, რაც 2015 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად მოხდა. ასევე ნიშანდობლივია, რომ 1983 წლის შემდეგ პირველად, როდესაც შავი ოქროს ფასი ზედიზედ 12 დღის განმავლობაში უფასურდება. ოქტომბრის დასაწყისში 1 ბარელი ნავთობის ფასმა $76-ს მიაღწია, რასაც ვარდნა მოჰყვა. ანალიტიკოსების შეფასებით, ვარდნის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი მიზეზი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებია, რომელიც 4 ნოემბრიდან...


მსგავსი სიახლეები

up