„ბაუ სტარი“: რომან ფიფიას ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ  კორპუსის 2 სართული აჩუქა, ალბათ ჩვენგანაც იგივეს ელის

„ბაუ სტარი“: რომან ფიფიას ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ კორპუსის 2 სართული აჩუქა, ალბათ ჩვენგანაც იგივეს ელის

access_time2018-07-12 16:12:52

უკვე წლებია ერთის მხრივ,  საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისსა“ და მეორეს მხრივ, სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარსა“ და შპს „გიკო და კომპანია“-ს შორის სამეზობლო დავა ვერ სრულდება. დავის მიზეზი ყველასათვის ცნობილი კლუბის ბაზასთან ახლოს მიმდინარე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაა.

 

აქამდე მედიაში მუდმივად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „თბილისი დინამო“ უჩიოდა სამშენებლო კომპანიებს არაკანონიერი მშენებლობის გამო,  თუმცა ამჯერად თავად სამშენებლო კომპანიები ერთვებიან „სამეზობლო ბრძოლაში“ და კომერსანტთან ღიად საუბრობენ, მათი თქმით, კლუბის ხელმძღვანელის რომან ფიფიას თაღლითურ სქემებზე.  

 

„ბაუ სტარის“ დამფუძნებლის მალხაზ სოლომონიშვილის თქმით, კლუბს, უფრო ზუსტად კი რომან ფიფიას 2011 წლიდან უკანონოდ აქვს მითვისებული მისი ტერიტორია. ამ ტერიტორიაზე არაკანონიერი მშენებლობის გამო კი თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საფეხბურთო კლუბი 8 ათასი ლარის ჯარიმაც დააკისრა. აღნიშნულ საქმეზე სარჩელი სასამართლოში 2017 წლის ნოემბერში შევიდა და საბოლოო გადაწყვეტილება ამ დღეებსი გახდება ცნობილი.





მალხაზ სოლომონიშივილი: „აქამდე ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობდით, რადგან ვაცნობიერებთ „დინამო თბილისის“ ისტორიასა და მისდამი ხალხის სიყვარულს. არ გვინდოდა ამის გამო ჩვენს მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა შექმნილიყო. მაგრამ ახლა, ფიფიამ არჩევანი არ დაგვიტოვა. გვებრძვის სრულიად არაკანონიერი გზებით. შესაბამისად, ჩვენც გადავწყვიტეთ უკიდურეს ფორმებს მივმართოთ და გამოვავლინოთ მისი ნამდვილი სახე. ჩვენს 1515 კვ. მეტრი ფართობის ტერიტორიაზე, საჩოგბურთო კორტების გარდა, რომან ფიფიას დარგული აქვს, ხეხილი, მწვანილი, კიტრი; ასევე გაშენებული აქვს საქათმე და ეს ყველაფერი თავად შეგიძლიათ ნახოთ. მერიამ დაადასტურა რომ ტერიტორია ჩვენია და იქ უკანონოდ განხორციელდა მშენებლობა. ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ტერიტორიის დაბრუნებაზე, სადაც მომავალში ჩვენი მაცხოვრბელებისთვის ავაშენებთ კომერციულ ფართს“.

 

              


კიდევ ერთი საქმე, რის საფუძველზეც კომპანია „ბაუ სტარი“ და შპს „გიკო და კომპანია“ აპირებს 10 დღეში „დინამო თბილისს“ უჩივლოს, ეს მორალური და ფინანსური ზარალია.


 

როგორც ირკვევა, თავის დროზე საფეხბურთო კლუბმა სასამართლოში უჩივლა ორივე სამშნებლო კომპანიას არაკანონიერი მშენებლობის გამო. სანამ დამტკიცდებოდა, რომ სარჩელი იყო არაკანონიერი,  5 თვის განმავლობაში კომპანიებს მშენებლობის შეჩერება მოუწიაათ. ამ პერიოდში კი „ბაუ სტარის“ ზარალმა 4 მლნ. ლარამდე მიაღწია. მალხაზ სოლომინიშვილის თქმით, დროა „დინამო თბილისმა“ ეს თანხა აანაზღაუროს (აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მილიონს სცდება ცალკე კომპანია შპს „გიკო და კომპანია“-ს ზარალიც. შესაბამისად, ეს უკანასკნელიც ცალკე აპირებს საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ სარჩელის სასამაღლოში შეტანას).

 

„საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი მივიღეთ და კანონის ძალით ვაპირებთ ეს თანხა დავიბრუნოთ. ამასთან სარჩელი შეგვაქვს მორალურ ზიანზეც, რადგან რამდენიმე დღის წინ „თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობამ გაავრცელა სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ეწერა, რომ უნდა გახორციელებულიყო ჩვენი კორპუსების  დემონტაჟი. ადამიანები, ვისაც ბინები აქვთ აქ ნაყიდი, პანიკაში ჩავარნენ, ჩვენც ვინერვიულეთ. არადა, აღმოჩნდა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილების ბოლო ორი მთავარი გვერდი საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობას არ გაუვრცელებია. სწორედ იქ წერია, რომ დემონტაჟი იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ ჩვენი მხარე არ გაასაჩივრებდა. მოკლედ აღარ ვაპირებთ რეპუტაციის შელახვის ატანას“,- აღნიშნავს სოლომონიშვილი.

 

                         


მისივე თქმით, სულ თავიდან, სანამ საფეხბურთო კლუბის ბაზასთან ახლოს კორპუსების მშენებლობა დაიწყებოდა, „ბაუ სტარისა“ და შპს „გიკო და კომპანია“-ს წარმომადგენლობამ არაერთხელ გამოხატა ინიციატივა რომან ფიფიასთან შეხვედრის, რათა მომავალში რაიმე გაურკვევლობა არ მომხდარიყო. თუმცა ამ უკანასკნელისგან რეაგირება არცერთ შემთხვევაზე არ ყოფილა და მშენებლობაც კანონის გზით დაიწყო.

 

კითხვაზე რატომ აქვს „თბილისის დინამოს“ არაკნონიერი მოთხოვნები? რატომ არ ჯდება რომან ფიფია მოლაპარაკების მაგიდასთან? და რატომ გრძელდება სამეზობლო დავა უსასრულოდ“, მალხაზ სოლომონიშვილი ასე პასუხობს:

 

„მან იცის, რომ ყველა არსებულ სასამართლო დავას წააგებს და ახლა პროცესებზე არ გამოცხადებით, მედიაში არასწორი ინფორმაციების გავრცელებით და ა.შ. ის ცდილობს დროის გაწელვას. არ მინდა ჭორაობაში ჩამეთვალოს, მაგრამ ალბათ ამ ყველაფერში ფიფიას თაღლითობა კარგად ჩანს და ამას საზოგადოებაც მალე გაიგებს.


კიდევ ერთი, ჩვენს გარდა ბაზასთან ახლოს კიდევ ერთი კომპანია აშენებდა კორპუსს, ვისთანაც რომან ფიფიას რატომღაც არ ჰქონია პრობლემა. მერე გავარკვიეთ, რომ ამ კომპანიას თავისი აშენებული საცხოვრებელი კორუსის ბოლო ორი, საუკეთესო სართული უჩუქებია. დღეს ის ბოლო ორი სართული იყიდება. ალბათ ჩვენგანაც იგივე უნდოდა და რომ არ მიიღო, ამიტომაც არ ჩერდება“, აღნიშნავს სოლომონიშვილი. 


 

 


კომერსანტი  დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა საფეხბურთო  კლუბ დინამო თბილისის ხელმძღვანელობას. როგორც კლუბში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე მალხაზ სოლომონიშვილის ყველა ბრალდებაზე კომენტარის გაკეთებისგან ხელმძღვანლობა თავს იკავებს. დინამო თბილისიდაელოდება სასამართლო გადაწყვეტილებას ყველა აღნიშნულ სარჩელზე და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს ოფიციალური განცხადებას. 

 

 სალომე ლემონჯავა

 

 






„m2 უძრავი ქონება“ და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ

„m2 უძრავი ქონება“  და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ
person access_time2018-07-23 15:23:00
m2 უძრავ ქონებასა“...

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს ითხოვს

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს  ითხოვს
person access_time2018-07-23 12:05:00
,,თბილისის განვითარების ფონდი“ ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დამატებით, 11 მილიონ ლარს ითხოვს გამარტივებული შესყიდვის უფლებით. როგორც ფონდში აცხადებენ გასულ წელს გამოყოფილი თანხის ოდენობა (52 მლნ. ლარი) საკმარისი არ აღმოჩნდა.   ფონდში ასევე აცხადებენ, თავის დროზე გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის, რადგან შენობების მდგომარეობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წინასწარი შეფასებით...

აქციზის გაძვირებამ საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა

აქციზის გაძვირებამ  საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა
person access_time2018-07-23 13:33:00
„კომერსანტს“ კომპანია „ლუკოილ ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ განუცხადა, რომ ბოლო ერთ თვეში მათ საცალო ქსელში საწვავი 3 თეთრით გაძვირდა. ნავთობიმპორტიორი საწვავზე ფასის ზრდის სამ მიზეზს...

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან რეგიონები შეურთდებიან

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან  რეგიონები შეურთდებიან
person access_time2018-07-23 13:32:05
ტყიბულელი მეშახტეების აქცია დღეს დასრულდა, თუმცა მათი თქმით ხვალიდან პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და აქციას შეურთდებიან გაერთიანებული პროფკავშირები, ჭიათურელი მაღაროელები,ზესტაფონის ფეროს, ქსნის და რუსთავის ქარხნების თანამშრომლები.   ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე და მთავარი ინჟინერი გიზო...

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება
person access_time2018-07-23 12:03:44
• „მწვანე ზრდის ფონდის“ (GGF) მიერ პირველი ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის გაცემული კრედიტი 1.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც სოფლის მოსახლეობასა და ფერმერებს ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი სიახლეების დანერგვაში უნდა დაეხმაროს. • პროგნოზის მიხედვით, GGF-ის კრედიტით დაფინანსებული ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი ღონისძიებები წელიწადში 2,620 მვტ.სთ-ზე მეტ ენერგიას დაზოგავს და ნახშირორჟანგის ემისიას...


მსგავსი სიახლეები

up