სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

access_time2019-04-24 20:43:09


ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.


ამ თემასთან დაკავშირებით ადვოკატი  იმედა დვალიძე facebook-ში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ.



ეს კითხვები მაწუხებს და გაგიზიარდებით: სხვებმაც ასეთ დროს კახას რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ? სისხლის სამართლის კოდექსშიც რომ ჩავწეროთ შესაბამისი, 260 -ე მუხლის მე-3 ნაწილი - ხოლო თუ ეჭვმიტანილმა კახას დაუძახა....? ნარკოტიკებს განსაცდელი რომ დავარქვათ? განაჩენი უფალს რომ გადავუმისამართოთ? - ნარკოტიკები ცოდვაა და არა დანაშაული და მან განგვიკითხოს.... სხვა დროს, მავანთა ჩანთაში აღმოჩენილი ნარკოტიკი უსათუოდ გასასაღებლად რომ უნდათ და ჯიბღაშვილს საკუთარი მოხმარებისთვის უნდოდა, ეგ როგორ გამოირკვა? მსახიობობა თუ ინდულგენციაა, ყველა ქართველი ხომ ისედაც, დაბადებიდან მსახიობი და პოეტია? რა დაუვიწყარი როლი ჰქონია ქართულ კინოში თუ სცენაზე ჯიბღაშვილს? - ჩვენც ვითამაშებთ! სხვებმა რა დააშავეს?


მოკლედ - ასეთ დანაშაულზე ან ყველა ციხეში, რაც არასწორია, ან არავინ!!!


უსამართლობა კლავს!
შერჩევითი სამართალი კი უფრო მძიმე გადასატანი და მოსათმენია, ვიდრე საზოგადოდ უსამართლობა!






საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება

საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება
access_time2019-08-19 17:30:56
საირმის ტყეში სამონადირეო კომპლექსის მოწყობის მიზნით რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით 2...

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება
access_time2019-08-19 15:55:25
ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეს დაიწყო.  გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება.  ინფორმაცია “კომერსანტს“ თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორი იღებენ ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა ერთ-ერთ ყველაზე...

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს
access_time2019-08-19 20:00:34
სახელმწიფო კრედიტების პროგრამა, რომელსაც მოსკოვი  სხვა ქვეყნებს სთავაზობს გასაიდუმლოებულია, თუმცა რუსულმა სააგენტო  rbc.ru-მ აღმოაჩინა სულ ცოტა  17 სახელმწიფო, რომელთა ვალდებულება რუსეთის მიმართ ჯამში 27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რუსეთის ხელისუფლება ტრადიციულად საიდუმლოდ ინახავს სხვა სახელმწიფოებისთვის მიცემულ ფინანსურ და საექსპორტოო კრედიტებს. ინფორმაცია  საჯარო მაშინ ხდება, როდესაც რუსეთი ხელს მთავრობათ...

„Gulf Georgia“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს

„Gulf Georgia“  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს
access_time2019-08-19 14:30:32
“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელიც ამავდროულად  „Gulf Georgia“-ს  უმსხვილესი აქციონერია, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს. როგორც “კომერსანტს“ წყარომ განუცხადა მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „Gulf“-ი „ვისოლის“ რამდენიმე ავტოგასამართი სადგურების შეძენით იყო დაინტერესებული, ამჟამად კი მოლაპარაკებები მთლიანად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვაზე...

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება - ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება -  ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -
access_time2019-08-19 13:00:19
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წლის განმავლობაში 23 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა. ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა 2018 წელს არის აშენებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა გამართულია და მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო...


მსგავსი სიახლეები

up