წისქვილკომბინატების წარმოებული ერთი ტომარა ფქვილი იმპორტირებულზე 3-5 ლარით ძვირია

წისქვილკომბინატების წარმოებული ერთი ტომარა ფქვილი იმპორტირებულზე 3-5 ლარით ძვირია

access_time2022-05-18 18:30:08

„გასული წლის ივნისიდან რუსეთმა  შემოიღო  მცურავი ბაჟი ხორბლის  ექსპორტზე, რაც ფორმულით რეგულირდება. ეს არის ბაჟი, რომელიც 25  დოლარი  იყო თავიდან და ყოველკვირეული ზრდის  შემთხვევაში  დღეს  1 ტონა ხორბალზე გახდა 120 დოლარი“ - ამის შესახებ რადიო “კომერსანტის“ ეთერში გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნესინსაიდერი“„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორმა ლევან სილაგავამ აღნიშნა, რითაც ხორბლის მარაგებზე არსებულ პრობლემას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, ვიდრე  რუსეთი მცურავ ბაჟს შემოიღებდა, ფქვილის და ხორბლის გამოტანაზე იყო ნულოვანი რეჟიმი და იმ სიტუაციაში  სწორი  კონკურენციის პირობებში საქართველოს ბაზარზე 97%  შემთხვევაში პურის ქარხნებისადმი ხდებოდა  ადგილობრივი ფქვილის მიწოდება, ხოლო 3% იმპორტირებული იყო.

 

„სწორი კონკურენციის პირობებში  შეჯიბრებითობის ფარგლებში  ადგილობრივი  წისქვილკომბინატების მიერ გამოშვებული ფქვილი არის  კონკურენტუნარიანი  და  წარმოდგენილია ბაზარზე  ძალიან დიდი  ოდენობით,  შესაბამისად პრობლემის  არსი თვეების  განმავლობაში  იყო  ის, რომ ამ  პრობლემის ნიველირება მომხდარიყო, რომ იგივე  კონკურენციის  პირობები დაბრუნებულიყო ფქვილისა და ხორბლის  იმპორტს  შორის და  ეს  იყო  იმის  წინაპირობა, რომ წისქვილკომბინატებს მუშაობა გაეგრძელებინათ.

 

„ეს საკითხები  გადასაწყვეტია კომპლექსურად, გამომდინარე იქიდან, რომ მთლიანობაში ბალანსი უნდა იყოს დაცული, როგორც წისქვილის მუშაობის მხრივ, როგორც მარაგების მხრივ, ისე  პურის  ფასის  და  წარმოების მხრივ,  იქიდან გამომდინარე, რომ ეს  ბალანსი საჭიროა  იმისთვის, რომ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური  მდგომარეობა  სენსიტიურია პლუს  ფასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, იმ რეჟიმით, თავისთავად  ცხადია, ფქვილის  იმპორტი  ფასით  უფრო  მომგებიანია, ვიდრე  ხორბლის  იმპორტი და  ადგილობრივი წისქვილკომბინატის მიერ გადამუშავებული  ფქვილის  ფასი. სხვაობა იმპორტირებული ფქვილის გასაყიდ ფასს და ადგილობრივი  წისქვილკომბინატის მიერ გასაყიდ  ფასს შორის არის ტომარაზე 3-5 ლარამდე“,  -  აღნიშნა ლევან სილაგავამ.


 

სილაგავას თქმით, პურის ქარხნებისთვის ბიზნესურად ეს არის ის, რომ ისინი უფრო ორიენტირებული არიან იმპორტზე და ისინი პურის  ფასის  შენარჩუნების რეზერვს აქ  ხედავენ.

 

„როდესაც იმპორტი ხორციელდება და ეს წინა წლის ივნისიდან დაიწყო, შესაბამისად, ფასი სულ მატებაში მიდიოდა, ამან გარკვეულწილად პურის  ფასი მაინც ვერ დააზღვია, ჩვენმა კოლეგებმაც განაცხადეს, რომ  მიუხედავად ამისა პური შარშანაც გაძვირდა, წელსაც სამწუხროდ  მათ  დააანონსეს რომ კიდევ გაუძვირდათ, მათ შორის  იმპორტირებული ფქვილიც, აქაც  დაზღვევაც  ვერ  მოხდა მიუხედავად იმპორტისა“, -  აღნიშნა  ლევან  სილაგავამ. 

 

მისივე განმარტებით, მთლიანობაში ადგილობრივი წისქვილკომბინატის ფასს იმპორტირებული ფქვილის ფასი დაახლოებით თვენახევარში ეწევა.

 

 თაკო კვაჭანტირაძე 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up