"სწრაფს ვერ დავარქმევდით, მაგრამ განვითარება იყო" - დეპუტატები 4 წლის წინანდელ დაპირებებზე

access_time2020-10-09 10:00:31

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინასაპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქციამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება დაპირდა. თუმცა, მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა, საქართველოში ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების - „კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების“ შესასრულებლად, რის გამოც ოთხი წლის წინ ამომრჩევლებს ხმას სთხოვდნენ. როგორ აფასებენ საკუთარ სიტყვას და საქმეს დეპუტატების სავარძლებიდან და რას ეუბნებიან ამომრჩევლებს.


„კომერსანტი“ აგრძელებს სტატიების ციკლს, სახელწოდებით — რა წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაში თითოეულმა დეპუტატმა ამ ოთხი წლის განმავლობაში.

 

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრს, ლევან ბეჟანიძეს მიაჩნია, რომ  ბოლო წლებში დაპირება „კეთილდღეობა და სწრაფ განვითარებას“ სიტყვა „სწრაფი“ დააკლდა, თუმცა სტაბილურობით კმაყოფილია.

 


„სტაბილურობა ხომ იყო ქვეყანაში? ხომ იყო განვითარება -  შეიძლება დაბალი, მაგრამ იყო. შემცირდა სიღარიბეც, დიდი წინსვლები არა, მაგრამ რაც არის ხომ მცირე ნაბიჯებით მივიღეთ. დემოკრატიის მხრივ არის დიდი და სერიოზული მიღწევები ქვეყანაში. მეც პარლამენტში ვმუშაობდი და ჩემი წვლილი შევიტანე ამ ყველაფერში.  ერთობ კარგი  კანონპროექტები იყო იყო, როგორიცაა შრომის კოდექსი, კანონები, რაც წარმოებას უწყობს ხელს, ბიზნესს უწყობს ხელს. ასე რომ, კმაყოფილი ვარ. სიღარიბე არ მომსპარა ქვეყანაში, მაგრამ შემცირდა. მთავარია სტაბილურობა, რომ მერე განვითარება გვქონდეს. სწრაფს ვერ დავარქმევდით, მაგრამ იყო განვითარება,“ - ამბობს დეპუტატი.

 

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი თავის კომპეტენციაში არსებული სფეროს მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების ქვეყნიდან გადინებას მიიჩნევს, თუმცა აღნიშნავს, რომ განათლებაში განხორციელებული ცვლილებები, რაც ჯერ კიდევ პროცესშია, მოგვიანებით გამოიღებს შედეგს.

 

„ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა კეთილდღეობისთვის და ბევრი რჩება გამოწვევაც, თავი არ უნდა მოვიტყუოთ. მაგრამ არც ის უნდა ვიძახოთ, რა გვეშველება. ნებისმიერ დროს, ამ გამოწვევებს სჭირდება ადეკვატური პასუხი. მე შემიძლია განათლების მიმართულებაზე ვისაუბრო, სადაც ბევრია გასაკეთებელი და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში გამოჩნდება.  ბავშვი სკოლაში არ უნდა მიდიოდეს იმისთვის, რომ ფაქტები დაიმახსოვროს, არამედ შემქმნელი გახდეს ამოცანის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას სამომავლოდ. როგორც ჩანს, ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და მოითხოვს დროს. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა -  პედაგოგების გადამზადება, ხელფასების ეტაპობრივი ზრდა და ასე შემდეგ. ადრე არავის უდოდა სკოლაში პედაგოგად წასვლა, ახლა ძალიან ბევრს უნდა. უნდა დაიხვეწოს პროგრამები, ინფრასტრუქტურა. მნიშვნელოვანი პრობლემა იყო მუდმივად ტვინების გადინება, როცა წარმატებული კადრები ჰარვარდის, პრინსტონის უნივერსიეტებს ირჩევდნენ. ახლა არის იმის შანსი, რომ ჩვენთან ქუთაისის უნივერსიტეტებში დასაქმდნენ გონიერი ახალგაზრდები.


რაც შეეხება ონლაინ სწავლებებს, ეროვნული სასწავლო გეგმის ერთერთი კომპონენტია მისი გაციფრულება. სამწუხაროა, რომ პედაგოგებზე უკეთ შეიძლება მოსწავლემ იცოდეს პროგრამები.  პანდემიიდან გამომდინარე ვალდებული ვართ, რომ ასეთ რეჟიმში ვიყოთ. ვიცი ყველას მონატრებული აქვს აუდიტორიები და კლასები, პრაქტიკული სამუშაოები. დარწმუნებული ვარ მსოფლიო ამ გამოწვევას გაუმკლავდება. ეს პერიოდი გაციფრულების თვალსაზრისით გარკვეულწილად დაგვეხმარება, ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ,“ - ამბობს გენადი მარგველაშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up