სწრაფი ტესტების მუშაობის პრინციპი და ვის გაუკეთებენ ტესტს - ტიკარაძის განმარტება

სწრაფი ტესტების მუშაობის პრინციპი და ვის გაუკეთებენ ტესტს - ტიკარაძის განმარტება

access_time2020-03-21 15:00:26

20 მარტს ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში საუბრისას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, თუ რა სახის ტესტებს მიიღებს საქართველო ჩინეთისა და სამხრეთ კორეისგან.

როგორც ტიკარაძემ განაცხადა, ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტით, თუ პირი კორონავირუსითაა დაავადებული, ეს ვირუსით დაინფიცირებიდან მე-7 დღიდან ვლინდება. ასევე, ჩინური სწრაფი ტესტებით, რომელიც ანტისხეულებზე დაყრდნობილი ტესტირებაა, ვირუსი დაინფიცირებიდან მე-7 დღეს ვლინდება. განსხვავება კი ისაა, რომ სწრაფი ტესტი უფრო სწრაფად ადგენს პაციენტი დაინფიცირებულია თუ არა - "თუ ლუგარის ლაბორატორიაში საჭირო იყო 5-დან 6 საათამდე, აქ ჩვენ პასუხები გვექნება 1 საათში, ეს სხვაობაა".

მინისტრის თქმით, ეპიდემოიოლოგები სწორედ ამიტომ მიუთითებენ და რისკჯგუფებს თვითიზოლაციისკენ და ამონიტორინგებდნენ მათ, მათი ტესტირება კი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ხდება, რადგან ეს ერთადერთი ეფექტური გზა იყო და არა ტესტის გაკეთების სურვილის მქონე პაციენტებისგან თავის არიდება - "ეს იყო ზუსტად მიზნობრივი და საჭირო დრო იმისთვის, რომ ჩვენ დაგვედგინა, იყო და არის თუ არა პაციენტი ინფიცირებული".

ტიკარაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის საქართველო ამ ტიპის 1000 ტესტს ელოდება. 

ამას გარდა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, შემდეგი კვირის ბოლოდან ელოდებიან ტესტის კორეულ ვერსიას, რომელიც ანტიგენზე დამყარებულია - "ანტიგენზე დამყარებული ტესტი არის სწორედ ის მეთოდი, რომელიც ეფექტურად გამოიყენა კორეამ და რომლის დროსაც ვირუსის იდენტიფიცირება ხდება 1-ელ, მე-2 დღეს, რაც მნიშვნელოვან ეფექტს მოგვცემს."

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ იგეგმება მოსახლეობის მასიური და საყოველთაო ტესტირება. როგორც მინისტრი განმარტავს, აქ მნიშვნელოვანი არის ეპიდემოიოლოგების ჩართულობა იმისათვის, რომ ზუსტად მოხდეს იდენტიფიცირება და საერთოდ საჭიროებს თუ არა პაციენტი ამ ტესტის ჩატარებას:


"ჩვენი სპეციალისტების მხრიდან ხდება პაციენტის დეტალური ანამნეზის შეკრება და [ამის] შემდეგ სპეციალური ალგორითმით, რომელიც საკმაოდ რთული ალგორითმია, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, საჭიროებს თუ არა პაციენტი ამ ტესტს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ პაციენტს უნდა აღენიშნებოდეს ხველა და სიცხე და ასევე, გააჩნდეს გარკვეული ისტორია, რომლის მიხედვითაც ხდება შეჯამება და ეჭვის მიტანა, შეიძლება თუ არა, პაციენტი კორონავირუსით დაავადებული იყოს".

მინისტრმა განაცხადა, რომ ამის დასადგენად არის "გარკვეული მკაცრი ჩარჩო", ვინაიდან მისი თქმით, დღესდღეობით საქართველოში მყოფი ძირითადი პაციენტები, რომლებიც რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ თვითიზოლაციაში ან საკარანტინო ზონებში არიან:

"იმის ალბათობა და იმის დაშვება, რომ დღესდღეობით ჩვენ საქართველოში გვყავს პაციენტები, რომლებიც არ არიან იდენტიფიცირებული, მათი რიცხვი არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენენ აფეთქების წყაროს და ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ მოხდეს ამ ადამიანებზე მონიტორინგი და ეს კვლევები არის ყოველდღიური, 24 საათის განმვალობაში არიან ჩვენი სპეციალისტები ჩართულები და ეს გვაძლევს იმის მტკიცებულებით საფუძველს, რომ გვაქვს გარკვეული გადაზღვევის ბერკეტები და არ არის იმის საჭიროება, რომ მოხდეს მოსახლეობის ასეთი მასიური ტესტირება, სადაც შეიძლება ცდომილებაც იყოს გაცილებით დიდი ვიდრე მიზნობრივი ტესტირების შემთხვევაში".

11 მარტს ჩინეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ჩინურმა მხარემ საქართველოს $420 000-ის ღირებულების კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა. განცხადების მიხედვით, ქართულმა მხარემ ჩინეთისგან ასევე უსასყიდლოდ მიიღო სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი 1 000 ცალი სწრაფი ტესტი. 

ამ დროისთვის, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 47 შემთხვევაა გამოვლენილი.


Tabula




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up