სწრაფი კვების ობიექტი Degusto მეათე ფილიალს ხსნის

სწრაფი კვების ობიექტი Degusto მეათე ფილიალს ხსნის

access_time2018-03-28 13:00:00

სწრაფი კვების ობიექტი Degusto კიდევ ერთ სტანდარტული კონცეფციის მქონე რიგით მეათე ფილიალს 2 აპრილს მარჯანიშვილის #17-ში გახსნის. როგორც „კომერსანტს“ Degusto-ს გენერალურმა დირექტორმა სანდრო ნორაკიძემ განუცხადა, ბიზნესი სწრაფ განვითარებას განაგრძობს და ამაზე ფილიალების რაოდენობაც მეტყველებს. კომპანია 2018 წლის მეოთხე კვარტალში კიდევ სამ ობიექტს გახსნის.

 

მისივე თქმით, 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემით შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით Degusto-ს გაყიდვების 15%-იანი ზრდა აქვს.

 

„ჩვენ ძირითადად დედაქალაქის მასშტაბით ვვითარდებით და წელს რეგიონების საკითხს არ განვიხილავთ, თუმცა სამომავლოდ აჭარაში კერძოდ კი ბათუმში განვითარებას ვგეგმავთ. Degusto რეგიონებში გასასვლელად უნდა მოემზადოს“, - განაცხადა ნორაკიძემ.

 


რაც შეეხება ქვეყანაში პროფესიონალი კადრების არსებობას, სანდრო ნორაკიძის განცხადებით, ეს პრობლემა ბაზარზე დგას, თუმცა ამის მოგვარებას კადრების გადამზადებით ცდილობენ. ასევე გენერალური დირექტორის თქმით, აუცილებელია ქვეყანაში მეტი პროფესიული სასწავლებელი შეიქმნას და მეტი პროფესიონალი კადრის გამოშვება მოხდეს. როგორც ნორაკიძე აცხადებს, აღნიშნული პრობლემის მოგვარება მომსახურების სფეროს გააუმჯობესებს.  

 

„კადრების გადამზადება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გამოუცდელი კადრების მიღება და მათი გადამზადება თავად გვიწევს. ხარისხი და მომსახურების მაღალი სერვისის ქონა კვალიფიციური კადრების გარეშე შეუძლებელია“, - აღნიშნა ნორაკიძემ.

 

Degusto სწრაფი კვების ობიექტია, რომელიც 100%-ით ქართულია და ის 2015 წელს დაფუძნდა. ამჟამად დეგუსტოს ცხრა მოქმედი ფილიალი აქვს. ბრენდი ცენტრალურ წარმოებაზე დგას, სადაც ნახევარფაბრიკატები მზადდება, რომელთა შეზავება და დასრულება ადგილზე ობიექტებში ხდება. საკონდიტრო პროდუქცია ობიექტებს მზა სახით მიეწოდება. ცენტრალურ საწარმოში დაახლოებით 150 ადამიანია დასაქმებული. Degusto სწრაფი კვების სეგმენტში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ISO 22 000 აქვს.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე




საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up