„სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპის მისაღებად ერთ-ერთი მიმართულება შეიძლება ელექტროსადგურების მშენებლობა იყოს“

„სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპის მისაღებად ერთ-ერთი მიმართულება შეიძლება ელექტროსადგურების მშენებლობა იყოს“

access_time2020-04-10 17:00:30

„თუ კი ჩვენ პოსტ პანდემიურ სიტუაციაში სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიღება გვინდა, ერთ-ერთი მიმართულება შეიძლება ელექტროსადგურების მშენებლობა იყოს, რადგან დიდი ხანია მომზადებულია ათეულობით პროექტი, შესაბმისად გვაქვს შესაძლებლობა, რომ სწრაფ ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს“, ამის შესახებ „კომერსანტს“  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა. მისი თქმით, ელექტროსადგურების მშენებლობის დაწყება - განახლებით ეკონომიკა გაცოცხლდება, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ბაზარზე დამატებითი მოთხოვნა გაჩნდება.

 

„ელექტროსადგურების მშენებლობის არის დამატებითი ინვესტიციები, რომელსაც გარედან შემოვიტანთ. შესაბამისად, თითოეულ ლარს და დოლარს, რომელიც ამ პროექტებზე დაიხარჯება მულტიფლიკატორის ეფექტი ექნება და ორ-სამ დოლარს შექმნის სხვა ინდუსტრიებშიც, ასევე  დაასაქმებს ადამიანებს. ეს ის პირდაპირი ეფექტებია,რომელიც შეიძლება პროექტების დაწყებას ჰქონდეს. გრძელვადიანი ეფექტი კი უკავშირდება იმას, რომ ჩვენ ვართ ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყანა და ამით გავზრდით ჩვენი ელექტრო უსაფრთხოების ხარისხს ანუ საკუთარ წარმოებაზე ვიქნებით დამოკიდებულები“, - განმარტავს ლევან ვეფხვაძე.

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაში ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას აფერხებს. ლევან ვეფხვაძის თქმით, ახალი ინვესტიციების მოსაზიდად საჭიროა საქართველოს მთავრობამ  მოაგვაროს ის პრობლემები რომელიც გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს უკავშირდება.

 


„ბოლო 3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი გაჩერდა. აქ არის ორი პრობლემა: პირველი არის ის, რომ ნაწილ პროექტებს თავის დროზე  PPA (გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები) რაც ჰქონდათ მიღებული,  5-7 წლის წინ მემორანდუმებით გარანტირებული ეს PPA- ის ფინანსური პირობები  ახალ რეალობაში აღარ მუშობს, შესაბამისად მათ დაფინანსება ვერ მოიძიეს იმიტომ, რომ წარმოდგენილი ტარიფები ვერ უზრუნველყოფს შესაბამის უკუგებას ინვესტორებისთვის. მეორე პრობლემა არის ის, პროექტები რომლებიც ვერ იღებენ გარანტირებული შესყიდვის გარკვეულ შეთანხმებას და შესაბამისად ტარიფი საერთოდ არ აქვთ, რა დროსაც ინვესტორები ბაზრის რისკის იმედად არიან დატოვებულები იმ შემთხვევაში თუ განახორციელებენ პროექტს.  ბუნებრივია ინვესტორი არ შედის ამ რისკში და არ ღებულობს პროექტში მონაწილეობას. ჩვენ გვჭირდება ის რომ არსებულ მემორანდუმებს გადავხედოთ და ვნახოთ რა არ მუშაობს, რატომ არ მუშაობს და გავარკვიოთ ეს ფინანსური მიზეზები. თუ გადასახედია ტარიფებს უნდა გადავხედოთ. ამ პანდემიამ აჩვენა მთავარი, თუ კი ქვეყანა გარკვეულ წილად, საკუთარ რესურსებით ვერ დააკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნებს, შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი საფრთხის წინაშე აღმოაჩნეს. კორონავირუსის შემდეგ სრულიად ახალი უსაფრთხოების კონცეფცია გაჩნდა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

 

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ქვეყანაში ელექტროსადგურების მშენებლობას აფერხებს, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტია. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ამ კუთხით საჭიროა საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობა.

 

„არსებობს პროექტები სადაც ფინანსური შესაძლებლობები არსებობს, PPA არის, ტარიფიც ნორმალურია, მაგრამ ვერ შენდება იმიტომ, რომ არის წინააღმდეგობა ადგილობრივ მოსახლეობის მხრიდან. აქაც საჭიროა სახელმწიფოს აქტიურ ჩარევა, ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა დაინახოს გრძელვადიანი ინტერესი ჰესისგან. დეველოპერი ეუბნება, რომ 2 წელი მშნებლობის დროს დასაქმდება, მაგრამ შემდეგ თვითონ მოსახლეობა ვეღარ ხედავს გრძელვადიან სარგებელს ჰესებისგან. თუ სახელმწიფო ჩაერევა და შეასრულებს შუამავლის ფუნქციას, თუ საჭირო შემთხვევაში PPA-ს გადახედავს და ტარიფს აწევს იმისათვის, რომ უკვე მომატებული ტარიფი ადგილობრივ მოსახლეობას მოხმარდეს ამაში  ცუდი არაფერი იქნება.  თუკი ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ფონდები, სადაც თუნდაც ქონების გადასახადის ნახევარი პირდაპირ მოხვდება და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით პროექტები დაფინანსდება, მოსახლეობას საწინააღმდეგო აღარ ექნება. არ ვამბობ, რომ მოწინააღმდეგეების 100 პროცენტი შეიცვლის აზრს, მაგრამ დიდი ნაწილი ასეთი პროექტების მხარდამჭერები იქნებიან“, - განმარტავს ლევან ვეფხვაძე.


ბაჩო ადამია 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up