გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობას ვიღებ ახალ ჯანდაცვის მინისტრის საქმიანობაზე, პირად პასუხისმგებლობას კი ვერ ავიღებ“ - დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის სისტემის პრობლემებზე

გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობას ვიღებ ახალ ჯანდაცვის მინისტრის საქმიანობაზე, პირად პასუხისმგებლობას კი ვერ ავიღებ“ - დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის სისტემის პრობლემებზე

access_time2019-07-02 11:00:01


ცოტა ხნის წინ  დავით სერგეენკო  ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა. საკადრო ცვლილების რეალური მიზეზები , ფაქტობრივად, არ დასახელებულა, თუმცა რამდენიმე პრობლემა მაინც გაჟღერდა, მათ შორის სოციალური მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსების თემა.



რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჯანდაცვის სფერო? საყოველთაო ჯანდაცვის, მედიკამენტების დაფინანსების, დაავადებათა პრევენციის და სოციალური მომსახურების კუთხით რა ცვლილებებია საჭირო — ამ თემაზე  „კომერსანტი“ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს დიმიტრი ხუნდაძეს ესაუბრა.  

 

 ბატონო დიმიტრი, ჯანდაცვის  მინისტრების ცვლილების დროს ერთ-ერთ მიზეზად, არაოფიციალურად, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის  მედიკამენტებზე ხელმიუწვდომობა დასახელდა. ამისთვის  2017 წელს სპეციალური პროგრამაც შეიქმნა, რომელიც  არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. მასში წინასწარ გაცხადებულზე ბევრად ნაკლები ადამიანი ჩაერთო  2017 წელს მედიკამენტების პროგრამით 13 010 ადამიანმა ისარგებლა, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ 150,000 - 200,000 ადამიანს მისცემდა მედიკამენტების შესყიდვის   შესაძლებლობას.  რატომ ვერ იმუშავა პროგრამამ, როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ მედიკამენტების სიძვირეზე საუბრობს,  მაშინ როდესაც ბიუჯეტიდან მხოლოდ ამ მიმართულებით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი?


ვერ ვიტყოდი, რომ ამ პროგრამამ არ იმუშავა. რა თქმა უნდა დიდი პრობლემაა მედიკამენტების ხელმისაწვდომობა, სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს პროგრამა და ის ეტაპობრივად მოქმედების არეალს გააფართოვებს. ყველაფრის ერთიანად მოცვა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ უნდა გაიზარდოს და იზრდება მედიკამენტებით უზრუნველყოფა. მოსახლეობის რაღაც ნაწილი ღებულობს ამ მედიკამენტებს, მაგრამ ვთანხმდებით იმაზეც,  რომ ამ პროგრამით უნდა ისარგებლოს უფრო მეტმა. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2012 წელს 330 მილიონი იყო და დღეს უკვე მილიარდს აჭარბებს,  თუმცა რა თქმა უნდა სრული მოცვისათვის გაორმაგებული ბიუჯეტიც არ იქნებოდა ურიგო.



რაც შეეხება პროგრამის კრიტიკას, ეს ყოველთვის შეიძლება, კრიტიკის ზოგიერთი ნაწილიც მისაღებია, მაგრამ მხოლოდ ამით საქმე არ კეთდება. ჯანდაცვის ექსპერტებს თუ  შეუძლიათ რეკომენდაციების მოწოდება  ჩვენ მზად ვართ სასაუბროდ, მაგრამ მხოლოდ შემფასებლების როლში ნუ იქნებიან. 



2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამფინანსდება 754.0 მლნ ლარი- რამდენად ეფექტურია ეს პროგრამა და რამდენად ადეკვატურად იხარჯება ეს თანხები? ამასთან პრემიერმაც განაცხადა, რომ მაინც მაღალია მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაში საკუთარი ჯიბიდან გადახდილი თანხა. რატომ არ არის გათვალისწინებული პრევენციული მკურნალობა, როცა მთელი მსოფლიო ამ მიმართულებით ვითარდება?



საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მხოლოდ ერთი სიტყვით შეფასება - „ვარგა“ ან „არ ვარგა“ და „ჩავარდა“ ან  „არ ჩავარდა“ - არასწორია.



პრევენცია და პრევენციული მკურნალობა უნდა იყოს მეტად აქტიური, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ამ კუთხით რეალური ნაბიჯებიც იდგმება,  მაგრამ რეფორმას აქვს თავისი მიმდინარეობა და  საფეხურები. ის, რომ თანხები ეფექტურად არ იხარჯება, ამაში ვერ დაგეთანხმებით იმიტომ, რომ ჯანდაცვამ მთლიანი შიდა პროდუქტის დაბალი მაჩვენებლით მოახერხა ის, რომ ქვეყანაში სამედიცინო სერვისები არის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ჯანდაცვა ეს არის სწრაფად განვითარებადი და მუდმივად განახლებადი დარგი და ჩვენ ამას არ უნდა ჩამოვრჩეთ, მაგრამ მას სჭირდება ფიანანსური რესურსებიც.



გათვალისწინებულია, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი უნდა გააქტიურდეს, დიპლომის შემდგომი განათლების რეფორმირებაზეც ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობთ და რეალური ნაბიჯები მალე გადაიდგმება , ასევე სამედიცინო დოკუმენტების წარმოებისა და რეცეპტების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა უკვე დაწყებულია და ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა სწორად იმართებოდეს.




ზუსტი სტატისტიკა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველწლიურად იზრდება ამ ავადმყოფების რაოდენობა, რომლებიც უცხოეთში მიდიან სამკურნალოდ, ძირითადად მიზეზად არასწორ  მკურნალობას ასახელებენ, რატომ ვერ ხერხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება, ვგულისხმობთ ექიმების კვალიფიკაციას, აპარატურას და ა.შ?



ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველოში ექიმთა კვალიფიკაცია არის დაბალი,  არსებობს საექიმო შეცდომები და არსებობენ პაციენტები, რომლებიც არჩევენ საზღვარგარეთ მკურნალობას, ასევე არსებობს სერვისები, რომლებიც ჩვენთან ამ ეტაპზე ვერ ხორციელდება, მაგრამ ეს არ არის დიდი ჩამონათვალი. თუმცა ის, რომ ზოგჯერ არის ცდომა დიაგნოზში და ექიმის შეცდომებს აქვს ადგილი, ეს ნამდვილად არის ჩვენთან, ისევე როგორც სხვაგან.  სამედიცინო შეცდომების მზარდი დინამიკა მსოფლიოშიც შეინიშნება, ამას აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიც. რამ განაპირობა  შეცდომების ზრდა ყველგან? თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა მეტი ქირურგიული თუ არაქირურგიული ჩარევების საშუალებას, გაიზარდა სამედიცინო ჩარევების რიცხვი. ადრე თუ მედიცინა იყო ნაკლებად ეფექტური, მაგრამ ნაკლებად სახიფათო, დღეს მედიცინაში შეუძლებელიც კი შესაძლებელი გახდა, მაგრამ ამ ფონზე იზრდება სამედიცინო შეცდომებიც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მედიცინა არ ვითარდება. პირიქით, სწრაფად განვითარებადი და მუდმივად განახლებადი დარგი განაპირობებს ზოგჯერ  შეცდომების ზრდასაც.



ხომ არ არის პაციენტების მხრიდან ნდობის პრობლემა ქართული მედიცინისა და მედიცინის მუშაკების მიმართ?  მაშ რითი ახსნით უცხოეთში სამკურნალოდ წასულ პაციენტთა რაოდენობის მნიშვნელოვნად ზრდას? აშკარაა, ავადმყოფები კვალიფიციურ მომსახურებას ეძებენ, რასაც აქ ვერ იღებენ და ამაზე ხშირად უცხოელი ექიმებიც საუბრობენ.



ზოგჯერ ზედმეტად ხდება ექიმების დისკრედიტირება და საექიმო შეცდომის განაჩენი გამოდის იქვე, თითქოს პაციენტი მოკლა ექიმმა. მე ვფიქრობ, რომ არსებობს შეცდომები და გადაცდომები,  ამისთვის კი ფუნქციონირებს რეგულირების სააგენტო. გვქონდა  ფაქტები, როდესაც ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხი დადგა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მედიცინა არის წარუმატებელი.



როცა პაციენტი მიდის საზღვარგარეთ, ის უპირატესობას ანიჭებს საკუთარ არჩევანს.  თუმცა აქ უამისობაც არ არის, რომ ზოგიერთი სამედიცინო სერვისის განხორციელება საზღვარგარეთ უკეთ ხდება, მაგრამ ადრე თუ უფრო ხშირად იყო საჭირო სამედიცინო სერვისის მისაღებად საზღვარგარეთ წასვლა, დღეს ასე არ არის. ინსტრუმენტული ჩარევების რაოდენობის გაზრდა განაპირობა ახალმა ტექნოლოგიებმა, ანუ უფრო ახალი და ახალი შემოთავაზებები მოდის მედიცინაში, ამიტომ სამედიცინო ტურიზმიც მედიცინასთან ერთად კიდევ უფრო სწრაფად განვითარებადი გახდა.  რეგიონში ერთერთი საუკეთესო მიმწოდებელია საქართველო სამედიცინო სერვისების კუთხით, თუმცა ჩვენ უნდა გვქონდეს პრეტენზია რომ კიდევ უფრო მეტი გვინდა და ხარისხი უნდა ავწიოთ.

 


2015-2017 წლებში შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების  54% ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჯანდაცვის ესაბამისი სამსახურები ვერ აკონტროლებენ სამედიცინო დაწესებულებებს?



ვფიქრობ, ინფექციების პრევენცია და მისი მართვის მექანიზმები უფრო ეფექტური უნდა იყოს, რამეთუ ხარისხობრივი მაჩვენებლის გაზრდაზე და ხარჯთეფექტურობაზეც ვერ ვისაუბრებთ, თუკი ეს სეგმენტი დარჩა პრობლემური. სისტემა არის ძალიან რთული, პრობლემები რომ ჩნდება მას უნდა მოგვარება და თუ საკანონმდებლო ცვლილება იქნა საჭირო არც ამაზე დავხუჭავთ თვალს. მაგრამ ის, რომ სადღაც რაღაც პრობლემა ჩნდება და ამის გამო სისტემა არ ვარგა, ამაზე ნუ ვისაუბრებთ.



კლინიკებზე  შეტყობინების ვალდებულებაც კი არ არსებობდა, ანუ ასეთი ობიექტები ჩნდებოდა  და სისტემა მას ვერ ხედავდა. ახლა  მუშაობს ავტომატური შეტყობინების მექანიზმი - კლინიკა ვერ გაიხსნება ისე, თუ მან არ გააკეთა შეტყობინება და მისი არსებობა არ იქნა ფიქსირებული.



ეს საკითხი განხილული იყო საბიუჯეტი-საფინანსო კომიტეტში და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ჯანდაცვის კომიტეტში უნდა განვიხილოთ  ექსპერტებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად.



სოციალური მომსახურება რომ დღემდე პრობლემაა, აშკარად ჩანს იმ საპროტესტო აქციებიდანაც, რომელიც ცოტა ხნის წინ იმართებოდა, არადა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყნისთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამსახურია, ამ შვიდი წლის მანძილზე რატომ ვერ მოხერხდა სოციალური მომსახურების საკითხის ეფექტიანი სტრუქტურული ჩამოყალიბება?



სანამ ქვეყანაში იქნება საჭიროება იმის, რომ სოციალურად დაუცველთა პროგრამა არსებობდეს, მანამდე პრობლემები ამ კუთხით იქნება.  სისტემა, რომელიც მაღალი სიზუსტით და 100 პროცენტში ხედავს  ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მიღმა არ რჩება არცერთი მოქალაქე, ასეთი სისტემა არსად არ ფუნქციონირებს. ამ მიმართულებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუნიციპალიტეტებში გადავიატნოთ საკითხი და ადგილზე რწმუნებული, მერი თუ შესაბამისი სამსახური ხედავდეს ყველა ოჯახს და მათ ჰქონდეთ  ცდომილების გადაფარვის საშუალება.  

 


რას ურჩევდით ჯანდაცვის ახალ მინისტრს, თქვენი აზრით , რა მიმართულებების განვითარებაზე უნდა გააკეთოს მან  აქცენტი ?



აქამდე გაკეთებული უნდა შევინარჩუნოთ და რაც ხარვეზები არსებობს უნდა აღმოიფხვრას.



ეკატერინე ტიკარაძეს აქვს გამოცდილება, ის არის ჯანდაცვის მართვის სპეციალისტი. რატომღაც გაჟღერდა მოსაზრება , თითქოს მას არავინ  იცნობს. მე ვარ კონკრეტული ადამიანი, რომელიც მას პირადად იცნობს. მის საქმიანობას კი შევაფასებ სახელმწიფო მოღვაწის რანგში და ამას დრო დასჭირდება.



გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე მე პასუხისმგებლობას ვიღებ მის საქმიანობაზე, პირად პასუხისმგებლობას კი ვერ ავიღებ, რადგან ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება, ეს არის გუნდის გადაწყვეტილება.

 


მარიამ მორგოშია

 





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up