სწორი ფინანსური მენეჯმენტი, ანუ კომპანიის გადარჩენა

სწორი ფინანსური მენეჯმენტი, ანუ კომპანიის გადარჩენა

access_time2021-04-07 10:30:48

საქართველოში ხშირად ვხვდებით კომპანიებს და, მით უმეტეს, კოვიდ პანდემიის პერიოდში, რომლებიც ფინანსური კრიზისის წინაშე დგანან. კრიზისი, ზოგ შემთხვევაში, იმდენად რთულია, რომ თითქმის შეუძლებელი ხდება მისი მართვა.


როგორც ფინანსური მომსახურების საერთაშორისო კომპანია „ქუდოს ჯორჯიაში“ აღნიშნავენ, ფინანსური კრიზისის დროს კომპანიას ჯანსაღად ფუნქციონირების უნარი აღარ შესწევს, უგროვდება გადაუხდელი დავალიანება, იძულებულია შეამციროს ხარჯები და ამ მიზნით პირველი გადაწყვეტილება - ხელფასების შემცირებაა, ეს უკანასკნელი კი კომპეტენტური კადრების გადინებას იწვევს, საბოლოო ჯამში კი კომპანია უფრო დიდ კრიზისში აღმოჩნდება ხოლმე. ფინანსური კრიზისის გამომწვევი ძირითადი ფაქტორი რესურსების არასწორი გადანაწილებაა.


რა შემთხვევაში დგება კომპანია კრიზისის წინაშე?


„დღევანდელ რეალობაში, საქართველოში არსებული კომპანიების უმეტესობა მომგებიანი არ არის, ისინი ცდილობენ ნულოვანი მოგების წერტილს მიუახლოვდნენ, ანუ არ იზარალონ და დააფინანსონ მხოლოდ მიმდინარე ხარჯები. პრაქტიკულად, კომპანიები უარყოფით ან მინიმალურ წმინდა მოგების მარჟაზე მუშაობენ, რაც ძალიან სახიფათოა, მცირე მაკრო თუ მიკროეკონომიკური რყევების შემთხვევაშიც კი, მათ არ რჩებათ რეზერვი, რათა გაუმკლავდნენ კრიზისებს. გარდა ამისა, კრიზისის დროს, მსხვილი კომპანიებისგან განსხვავებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საბანკო სესხზე წვდომა ნაკლებად აქვთ და ვერც სესხით აფინანსებენ მიღებულ ზარალს. ძალიან ხშირ შემთხვევაში, ფინანსური კრიზისის გამომწვევი მიზეზი რესურსების არასწორი გადანაწილებაა, კომპანიები წინასწარ არ ან ვერ აკეთებენ ფინანსურ პროგნოზებს და ფაქტის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე. შედარების სახით, კომპანია, რომელიც წინასწარ აკეთებს ფინანსურ ბიუჯეტირებასა და პროგნოზირებას, ჰგავს ადამიანს, რომელიც გარკვეული პერიოდულობით, პროფილაქტიკის მიზნით დადის ექიმთან და თავიდან ირიდებს სხვადასხვა დაავადებას ან ამცირებს დაავადების გართულების ალბათობას, ხოლო კომპანია, რომელიც არ უზრუნველყოფს სწორ ფინანსურ მენეჯმენტს, ემსგავსება ადამიანს, რომელიც უკვე დაავადებული მიდის ექიმთან, ამ შემთხვევაში კი გამოჯანმრთელება უფრო რთულ ამოცანას წარმოადგენს“, - განმარტავს გიორგი ბალესიაშვილი, „ქუდოს ჯორჯიას“ პარტნიორი.


როგორ უნდა მოიქცნენ კომპანიები კრიზისის დროს?



„როგორც წესი, კრიზისის დროს კომპანიები ამცირებენ წარმოებას, საწარმოო ხაზებს, კონცენტრირებას ახდენენ უფრო მოთხოვნად პროდუქტზე, ამცირებენ ხარჯებს და როგორც ზევით ვახსენეთ, შესამცირებელი ხარჯების პირველ სამიზნედ სახელფასო ხარჯს იღებენ, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში გაუმართლებელია. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას საქონელსა თუ მომსახურებაზე აქვს საკმარისი მარჟა, შესაძლოა შეამციროს ფასი და მასშტაბის ეფექტზე იმუშავოს.
კრიზისის დროს უმნიშვნელოვანესია თავდაცვა, ამიტომაც კომპანიას, რომელსაც რესურსების ნაკლებობა აღენიშნება, უნდა შეარჩიოს ბაზრის, პროდუქტის, მიმართულების ის მცირე სეგმენტი, რომლის დაცვასაც კარგად შეძლებს. მარტივი მაგალითისთვის, თუ საწარმო ისეთი ტიპის პროდუქტს აწარმოებს და ყიდის, რომელსაც კრიზისის ეტაპზე მოგება არ მოაქვს და უფრო მეტიც, დიდ დროით თუ მატერიალურ რესურსს მოითხოვს, თუმცა, შესაძლოა, თავის დროზე გრძელვადიანი გათვლა ჰქონდა გაკეთებული და ფიქრობდა რომ გარკვეული ინვესტიციის შემდეგ ეს პროდუქტი გაამართლებდა, თავდაცვითი სტრატეგიის შემთხვევაში, უმჯობესი იქნება (სხვა თანაბარ პირობებში) შეაჩეროს, ან ამ მიმართულების მასშტაბი შეამციროს და ის ფულადი თუ დროითი რესურსები ძირითადი პროდუქტის/მომსახურების დაცვაში გამოიყენოს“
, - მოგვითხრობს გიორგი ბალესიაშვილი.


როგორ ეხმარება „ქუდოს ჯორჯია“ კომპანიებს ფინანსური კრიზისის მართვასა და დაძლევაში?


„ჩვენი კომპანია დამკვეთებს სთავაზობს სწორ ფინანსურ მენეჯმენტს, რაც თავის მხრივ ფირმას ეხმარება მნიშვნელოვანი პერიოდით ადრე ივარაუდოს სამომავლო კრიზისი და დროზე ადრე დაიწყოს კრიზისის მართვაზე ფიქრი. უფრო კონკრეტულად, „ქუდოს ჯორჯია“ კომპანიებს უქმნის გამართულ ფინანსურ დეპარტამენტს, ნერგავს სააღრიცხვო პოლიტიკებს, ამზადებს კომპანიისთვის მორგებულ სხვადასხვა სახის ფინანსურ მოდელს, შეიმუშავებს განხვავებულ სცენარებსა და სამოქმედო გეგმებს. საშუალოდ, 6 თვის განმავლობაში ჩვენი ფინანსისტები ჩართულები არიან კომპანიის ფუნქციონირებაში და ამის შემდგომ, უმრავლეს შემთხვევაში, დამკვეთი თავად აგრძელებს სწორ ფინანსურ მენეჯმენტს. კომპანიებს ვეხმარებით ფინანსური დეპარტამენტის დაკომპლექტებაშიც, ჩვენვე ვურჩევთ შესაფერის თანამშრომლებს. მეამაყება, როდესაც ქუდოსის მომსახურებით დამკვეთი კმაყოფილია და რეალურად გრძნობს შედეგს და მახარებს ის ფაქტი, რომ ხელმძღვანელებს უკვე გაცნობიერებული აქვთ სწორი ფინანსური მენეჯმენტის აუცილებლობა, სწორი ფინანსური მენეჯმენტი კომპანიის წარმატებას გულისხმობს“, - აცხადებს გიორგი ბალესიაშვილი.


„ქუდოს ჯორჯიას“ შესახებ


ფინანსური მომსახურების კომპანია „ქუდოს ჯორჯია“ წარმოადგენს აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ქსელის „Kudos International Network“-ის სრულუფლებიან წევრს, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.


„ქუდოს ჯორჯია“ პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს.


კომპანია „Forum of Firms“-ის წევრია. ფორუმის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ფირმებისათვის, რომლებმაც დანერგეს გლობალურად კოორდინირებული შიდა ხარისხის უზრუნველყოფის გადახედვის პროგრამა, საქმიანობის პროცესში იყენებენ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISAs) და აკმაყოფილებენ სხვა შესაბამის ეთიკურ მოთხოვნებს


(NS)






Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი
access_time2021-04-23 09:55:25
Galaxy A სერია წლების განმავლობაში ინარჩუნებს ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი სმარტფონის სტატუსს სამსუნგის ბიუჯეტური მოდელების კატეგორიაში; დღეს მინდა დეტალურად გაგაცნოთ Galaxy A52, რომელიც სამსუნგმა 2021 წლის მარტში წარუდგინა მსოფლიოს;   Galaxy A52 აღჭურვილია თანამედროვე უსაზღვრო O ტიპის 6.5’’ ინჩიანი, FHD+ რეზოლუციის Super  AMOLED ეკრანით. A52-ის ეკრანის ყველაზე შთამბეჭდავი პარამეტრი მისი განახლების სიხშირეა. A52-ს 90 ჰერციანი ეკრანი აქვს და გადმოსცემს დინამიურ და გლუვ...

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს
access_time2021-04-23 10:00:58
დიდი ვარდნის შემდეგ საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვებში ზრდა ფიქსირდება. 2021 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით 2.917 მლნ ტონა ტვირთი გადაიზადა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3%-ით მეტია. კიდევ უფრო მეტად, 14%-ით 86.9 მლნ-მდე გაიზარდა სატვირთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი. 2012 წელს რკინიზის ტვირთბრუნვა 20.1 მლნ ტონას შეადგენდა. 2018 წელს ის 10 მლნ ტონამდე შემცირდა. 2019 წელს 8 წლიანი მუდმივი კლების შემდეგ ბრუნვა 8%-ით 10.8 მლნ ტონამდე...

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა
access_time2021-04-22 20:00:21
გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა 2050 წლისთვის მსოფლიოს შემოსავლების მეხუთედი დაკარგოს, თუ კლიმატის ცვლილების შესწავლის პროგრამამ კრახი განიცადა. განსაკუთრებული რისკის ქვეშ აზია იმყოფება - კვლევა  Swiss Re-მ გამოაქვეყნა.   მოხსენება, რომელიც ინსტიტუტმა გაავრცელა, ხაზს უსვამს, რომ შემოსავალი შესაძლოა 18 პროცენტით დაბალი იყოს ვიდრე მსოფლიოში, სადაც კლიმატის ცვლილება არაა მოსალოდნელი.   აღმოჩნდა, რომ თუ პარიზის შეთანხმების...

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!
access_time2021-04-22 19:00:26
რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის „ფხიზელი რუსეთის“ წევრმა სულთან ჰამზაევმა რუსული რადიოსადგურის ეთერში ჩეხური ლუდის აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა, ეს ყველაფერი კი ჩეხეთის ქმედებების პასუხად.   მისი აზრით ასეთ შემხთევვაში ჩეხეთის პოლიტიკური ჯგუფები გაიაზრებენ, რომ მათი განცხადებები შეიძლება ეკონომიკური შედეგების მომტანი იყოს მთელი ქვეყნისთვის. ჰამზაევის თქმით, რუსები შეძლებენ სასმლის გარეშე არსებობას , ხოლო აკრძალვა კი მოსახლეობაში ალკოჰოლის პოპულარობას...

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა
access_time2021-04-22 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 22 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 22 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 23 აპრილისთვისაა) ეროვნული...


მსგავსი სიახლეები

up