სწორედ სხვისი წარმატება და საკთარი წარუმატებლობის მიმართ ფობია გაღიზიანებთ თქვენ და თქვენ თანამოაზრე ჰეითერებს -  თენგიზ ცერცვაძე სერგო  ჩიხლაძეს

სწორედ სხვისი წარმატება და საკთარი წარუმატებლობის მიმართ ფობია გაღიზიანებთ თქვენ და თქვენ თანამოაზრე ჰეითერებს - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს

access_time2021-01-17 10:13:42

სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ზოგიერთმა მედია საშუალებამ მოსახლეობას  არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რომ თითქოს მე მხარს ვუჭერ შეზღუდვების და რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას, რამაც ცალკეული პირების მხრიდან ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია , ხოლო ბ-ნმა სერგო ჩიხლაძემ ჩემს ამ „განცხადებას“ (რომელიც არ გამიკეთებია) ქვეყნისთვის მავნებლური უწოდა.-  ამის შესახებ განცხადებას ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს.

ცერცვაძე წერს, რომ მას მსგავსი არაფერი უთქვამს და ქუთაისში COVID კლინიკების  ექიმებთან შეხვედრის დროს მხოლოდ  ის აღნიშნა, რომ 1 თებერვლიდან  შეზღუდვების მოხსნა/შემსბუქებას მხარს იმ პირობით უჭერს, რომ პარალელურად უნდა გამკაცრდეს კონტროლი პირბადის  ტარებასა  და სოციალურ დისტანცირებაზე.


რაც შეეხება ბ-ნ სერგო ჩიხლაძის განცხადებას ჩემს „მავნებლობაზე“, ძალიან სამწუხაროა, რადგან მიმაჩნდა, რომ ბ-ნი სერგო განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, სერიოზული, კვალიფიციური და მეტ-ნაკლებად ობიექტური პიროვნება იყო, მაგრამ როგორც ჩანს, შევცდი. 

ბატონო სერგო! თქვენ შესანიშნავად იცით, რომ ჩემი „მავნებლობა“ მხოლოდ და მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე თავდაუზოგავად ვცდილობ და მაქსიმუმს ვაკეთებ იმისთვის (და არც თუ წარუმატებლად), რომ რაც შეიძლება მეტი COVID-19-ით ავადმყოფი გადარჩეს და ქვეყანა რაც შეიძლება უკეთესად და ნაკლები დანაკარგებით გაუმკლავდეს COVID-19-ის პანდემიას. 

სწორედ ეს გაღიზიანებთ თქვენ და თქვენს  თანამოაზრე „ჰეითერებს“ (სხვისი წარმატებისა და საკუთარი წარუმატებლობის მიმართ ფობია), რადგან ხელი გეშლებათ თქვენი მიზნების შესრულებაში.

თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს, მათ შორის ახლადშექმნილ ექიმთა ასოციაციიდან არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ გაგიკეთებიათ ქვეყნის და მოსახლეობის დასახმარებლად, სულ მცირედითაც კი არ შეგიწუხებიათ ამისთვის თავი და მოქმედებთ პრინციპით „რაც უარესი, მით უკეთესი“. თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რათა შემდეგ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ. დაარწმუნოთ ადამიანები, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა, ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური ჯგუფი არაფერს და ვერაფერს აკეთებს მათ დასაცავად და ამის გადაფარვას მხოლოდ მკაცრი შეზღუდვებით და ისევ მოსახლეობის ეკონომიკური შევიწროვებით ცდილობს, რომ ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია, ხოლო მთავრობამ თავისი მოქალაქეები ბედის ანაბარად მიატოვა.

ვინ ვინ და თქვენ ხომ შესანიშნავად იცით, თუ რა ხდება სქვა ქვეყნებში - რამდენად უარესი მდგომარეობაა იქ - რომ ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, ისრაელში, ბელგიაში და სხვა ქვეყნებში შეზღუდვები/ლოქდაუნები გაცილებით, შეუდარებლად უფრო მკაცრია ვიდრე საქართველოში და კიდევ უფრო მკაცრდება. 

ამ ქვეყნებში ადამიანებს უსაბუთოდ ბინიდან გამოსვლაც კი ეკრძალებათ და მხოლოდ სამსახურში, მარკეტსა და აფთიქაში შეუძლიათ წასვლა და ა.შ. ვინ დაიჯერებს, რომ თქვენ ქვეყნის ხელმძღვანელობაზე და ჩვენზე მეტად გადარდებთ ადამიანების ბედი ან ქვეყნის ეკონომიკის ბედი.

მართლა ასე რომ იყოს, თქვენი თანამოაზრეები არ უსაყვედურებდნენ  ქვეყნის ხელმძღვანელობას, თუ რატომ არ დაუშვეს გაზაფხულ/ზაფხულზე COVID-19-ის ე.წ. „დოზირებული“ გავრცელება?! (სრული ნონსენსი). არ გააპროტესტებდნენ პირბადეების ტარებას?! (იხ. ცნობილი პოსტი და მიმართვა მთავრობისადმი), არ ურჩევდნენ მოსახლეობას და COVID ავადმყოფებს (ბოლშევიკური პლაკატების გამოყენებით) უარი სთქვან თრომბოემბოლიზმის საპროფილაქტიკო გამოკვლევებსა და მკურნალობაზე?! არ გამოვიდოდნენ COVID-19-ის სამკურნალოდ რემდესივირის, კონვალესცენტების პლაზმის და ტოცილიზუმაბის გამოყენების წინააღმდეგ, არ გაილაშქრებდნენ COVID სასტუმროების წინააღმდეგ და ა.შ. და ა.შ. აი სწორედ ეს არის მავნებლობა და თქვენი ინტელექტის და გამოცდილების ადამიანი არ შეიძლება ამას ვერ ხვდებოდეს. 

ან ავიღოთ თუნდაც დიდი ქალაქების სკოლებში დისტანციური სწავლების გაგრძელების წინააღმდეგ კამპანია და ყველა სკოლის უპირობოდ გახსნის მოთხოვნა, იმ მოტივით, რომ ამის არგაკეთება ისეთ ზიანს მიაყენებს ბავშვებს, რომლის ანაზღურებაც ვერასდროს მოხერხდება.

ვინ დაიჯერებს,რომ ამ იაფფასიანი კამპანიების ავტორებს ქვეყნის ხელმძღვანელობაზე და განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებზე მეტად აღელვებთ ბავშვების ბედი. ან კიდევ ინგლისში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც სკოლებში უფრო მეტი შეზღუდვებია, ვერ ხვდებიან რა უფრო საზიანო იქნება ბავშვებისთვის და ქვეყნისთვის - სკოლების გახსნა, თუ არ გახსნა.

როცა ამ კამპანიის ავტორები ამბობენ, რომ COVID-19 ბავშვებს დიდ საფრთხეს არ უქმნის, ჯერ ერთი ეს ასე არ არის, რასაც მოწმობს თუნდაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში დაფიქსირებული ე.წ.მულტისისტემური ანთებითი სინდრომის ათეულობით შემთხვევა და გარდა ამისა, ამ ბავშვებს ხომ ჰყავთ მშობლები, ბებიები და ბაბუები, რომელთაც ისინი დაასნებოვნებენ და საბოლოო ჯამში COVID-19-ის ეპიდ. სიტუაცია ისევ მკვეთრად გაუარესდება, რაც ბუმერანგივით დაარტყამს, როგორც ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ისე მათი ცხოვრების დონეს და ეკონომიკას.  

აი, ასეთია სინამდვილე და სიმართლე, რისი აღიარებაც თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს ცოცხალი თავით არ გინდათ. -  ნათქვამია განცხადებაში








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up