სწორედ ახლა არის დრო სავალუტო რეზერვების შევსების - გიორგი აბაშიშვილი სებ-ის გადაწყვეტილებაზე

სწორედ ახლა არის დრო სავალუტო რეზერვების შევსების - გიორგი აბაშიშვილი სებ-ის გადაწყვეტილებაზე

access_time2022-08-10 20:00:01

სებ-ის პოლიტიკა აშშ დოლარის შესყიდვასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ არის სწორი, - აცხადებს „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი და „ჯეოქეისის“ მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი, რითაც ის  საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–ის მიერ 40 000 000 აშშ დოლარი შესყიდვის ფაქტს გამოეხმაურა, რომლის  საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7096  შეადგინა. 


აბაშიშვილი ამბობს, რომ სწორედ დღეს არის დრო რეზერვების შევსების.


ზოგადად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ როგორც ბიზნესისთვის ისე მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის, როგორც ეროვნული ვალუტის კურსის სწრაფი გამყარება, ისე სწრაფი გაუფასურება პრობლემურია, ანუ არაპროგნოზირებადია. შესაბამისად, დღეისათვის, საჭიროა სიტუაციის დასტაბილურება. ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ დღევანდელი და დღემდე დაფიქსირებული კურსი ასახავს იმ რეალურ წონასწორობას, რომელიც უნდა იყოს და რომელიც უნდა არსებობდეს ბაზარზე. 



სწორედ ამიტომ ვფიქრობ რომ სებ-მა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ ახლა არის დრო სავალუტო რეზერვების შევსების და ამ პერიოდში, ამ დროის  გამოყენება არის აუცილებელი. ყოველთვის ვისმენთხოლმე რატომ არ ხარჯავს სებ-ი რეზერვებს და ახლა სამწუხაროდ არავისგან არ გვესმის ინფორმაცია, ან მოწოდება თუ რატომ არ აგროვებს სებ-ი რეზერვებს. მინდა ღიად ვთქვა, რომ ახლა არის დრო და აუცილებლობა, რომ რეზერვების დაგროვების და ალბათ სებ-ს უფრო ზუსტი გათვლა აქვს ახალ წონასწორობასთან  დაკავშირებით. მაგრამ მე მგონია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სებ-მა უნდა გააგრძელოს უცხოური ვალუტის შესყიდვა, აცხადებს აბაშიშვილი.


აღსანიშნავია, რომ 24 მაისიდან დღემდე სებ-მა ბაზრიდან 80 მლნ დოლარი ამოიღო.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up