SWIFT-დან რუსეთის გათიშვა საქართველოს ფულად გზავნილებს შეუმცირებს

SWIFT-დან რუსეთის გათიშვა საქართველოს ფულად გზავნილებს შეუმცირებს

access_time2021-12-08 11:00:00

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეიძლება შემცირდეს, ხოლო მომსახურების საკომისო გაძვირდეს. ასეთი საფრთხე საერთაშორისო საგადახდო სისტემა SWIFT-დან რუსული ბანკების სავარაუდო გათიშვას უკავშირდება, რაზეც სამშაბათს CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ასეთი პუნქტი შესაძლოა შევიდეს სანქციების იმ პაკეტში, რომელსაც ვაშინგტონი მოსკოვს უკრაინაში შესაძლო შეჭრის გამო უმზადებს. 



ცხადია, სანქციის ამოქმედება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის რუსეთიდან ფულად გზავნილებს. საქართველო წლების განმავლობაში ყველაზე მეტ ფულად გზავნილებს, ქვეყნების მიხედვით, სწორედ რუსეთიდან იღებს.



ფინანსური ბაზრის მკვლევარი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ვარაუდობს, რომ სანქციების დაკისრების შემთხვევაში რუსული ახალი საგადახდო სისტემა ინტეგრირებას მოახდენს რამდენიმე დიდ ჩინურ და ევროპულ ბანკებთანაც, რის შესაძლებლობასაც მას მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსი აძლევს.



,,სანქციების დაწესებაზე აშშ-ის მხრიდან საუბარი იყო 2014 წელსაც და ეს საკითხი წელსაც გააქტიურდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,  Mir-ის გადარიცხვის სისტემა მალე ჩინეთის ბანკებთანაც სინქრონიზირდება. ანუ, თუ გაითიშება SWIFT-ის სისტემა, ყველა შემთხვევაში რუსული ახალი საგადასახდელო სისტემა ინტეგრირებული იქნება რამდენიმე დიდ ჩინურ და ევროპულ ბანკებთანაც, რადგანაც ენერგომატარებლების - გაზისა და ნავთობის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია მსოფლიოში. თუკი მას დაუწესებენ სანქციებს, მაშინ გადაუკეტავს გაზს ევროპას, რაც ზამთრის პირობებში არავის უნდა. სიახლე  არ არის, რომ თავად ამერიკული კომპანიები ყიდულობენ ურალ ნეფტის პროდუქციას  - მძიმე ნავთობპროდუქტებს  და თუკი  მყიდველის მხრიდან არ განხორციელდება ფულადი ტრანზაქციები,  ისე ამ შესყიდვებს ვერ განახორციელებენ“, - განმარტავს ნიკა შენგელია ,,კომერსანტთან“.




რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ემიგრანტებს, შენგელიას თქმით, გარკვეული პრობლემა შეექმნებათ გადმორიცხვასთან დაკავშირებით, კერძოდ, ფულადი ტრანზაქციები რუსეთიდან შემცირდება და მომსახურების საკომისიოებიც, სავარაუდოდ, გადაიხედება.



„პირველ რიგში, დაზარალდება რუსეთი, რადგან ნედლეული და სხვა სახის შესყიდვები რომ დასჭირდეს ევროპიდან, თანხის გადარიცხვას ვერ შეძლებს. თუმცა ეს დროებითია, ალტერნატიული შესაძლებლობა გამოჩნდება, თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, SWIFT-ის სისტემა საბანკო ან სხვა სისტემით ჩანაცვდება, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოჩნდება. როგორც არ უნდა მოხდეს, შემცირდება გადარიცხვები მოცულობა, მაგრამ საშუალოვადიან პერიოდში პრობლემა მოგვარდება. საკომისიოები ამ ეტაპზე თუ 1-1,50 %-ის ფარგლებშია რუბლში, შეიძლება 2%-მდე გაიზარდოს, რითაც კომერციულ ბანკებს შემოსავალი გაეზრდება“, - აცხადებს ნიკა შენგელია.  



ფინანსური ბაზრის მკვლევარი ფიქრობს, რომ გავრცელებული  განცხადება უფრო გამაფრთხილებელი ხასიათისაა და, სავარაუდოდ, არ ამოქმედდება. მით უმეტეს, როგორც შენგელია აცხადებს, ამით ევროპა დგება რეალური საშიშროების წინაშე  ცისფერი ნაკადის გარეშე დარჩეს.



როგორც CNN-ის  მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის საკითხზე ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ქმედებების კოორდინირების იმედი აქვს.



ერთ-ერთი ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, მის წინააღმდეგ ისეთი მკაცრი სანქციები დაწესდა, როგორც ჯერ არც ერთი ქვეყნის  მიმართ - ირანის და ჩრდილოეთ კორეის გარდა.



მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up