Swatch-ის პირველი სათვალე ქართულ ბაზარზეც გამოჩნდება

Swatch-ის პირველი სათვალე ქართულ ბაზარზეც გამოჩნდება

person access_time2016-03-01 17:30:25

Swatch-ის პირველი სათვალე, რომლის გამოშვებაც საათების შვეიცარიულმა კომპანიამ მსოფლიო მედიის საშუალებით უკვე დააანონსა, ქართულ ბაზარზეც გამოჩნდება.


როგორც ცნობილია, შვეიცარიული საათების მწარმოებელი, Swatch Group AG, Safilo Group-თან დაგეგმილი 5 წლიანი თანამშრომლობის საფუძველზე, მზის სათვალის გამოშვებას გეგმავს.


შეეძლება თუ არა მომხმარებელს Swatch-ის მზის სათვალის საქართველოში შეძენა და რა იქნება მისი ფასი?


Swatch-ის ქართული წარმომადგენლობის მარკეტინგის მენეჯერი ნინო თალაკვაძე აცხადებს, რომ სათაო ოფისი სათვალეებს ბაზარზე აპრილიდან გამოიტანს. თუმცა, მისთვის უცნობია, უშუალოდ საქართველოში როდიდან დაიწყება გაყიდვები. თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ბაზარი Swatch-ისთვის არ არის დიდი ბაზარი, ამიტომ უპირატესობა ჩვენს ქვეყანას არ მიენიჭება იმ თვალსაზრისით, რომ წარმოებული პროდუქცია პირდაპირ აქ გამოუშვას.



თალაკვაძე აცხადებს, რომ სათაო ოფისმა საქართველოში უკვე გამოგზავნა სათვალეების კატალოგი, შესაბამისად, პროდუქციასაც სავარაუდოდ მალე გამოუშვებენ. მისი თქმით, მზის სათვალეების საშუალო ფასი 100 ევროს ეკვივალენტი იქნება.


„სათვალეები ძალიან პოპულარული იქნება, რადგან Swatch-ის ბრენდი ზოგადად, ძალიან პოპულარულია საქართველოში. ამ ბრენდის პროდუქციას აქვს მისაღები ფასი. ვისაც უყვარს Swatch-ი, ის მის მიერ გამოშვებულ საათსაც იყიდის,"-აცხადებს თალაკვაძე.


CNNmoney-ის ინფორმაციით, Swatch-ი სათვალის დიზაინის შექმნაზე იმუშავებს. პროდუქციის შეძენა გაზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.


Swatch-ის გაფართოება გამოწვეულია იმით, რომ შვეიცარიული წარმოების საათების გაყიდვები შემცირებულია. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ჩინეთში, Swatch-ის მთავარ ბაზარზე, ეკონომიკური ზრდის ტემპი ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად არის დაცემული. ამას ემატება გამძაფრებული კონკურენცია ბაზარზე, რაც Apple Watch-ის გამოჩენას მოჰყვა




სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან
access_time2021-10-24 20:00:45
რუსეთის მთავრობამ მორიგი ამბიციური გეგმის თაობაზე განაცხადა: 2030 წლისთვის ქვეყანაში 500 000 ემიგრანტი უნდა დააბრუნოს. დიდი ალბათობით, ეს გეგმა ევროპაში და ამერიკაში გადახვეწილ რუსებს უკან დაბრუნების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნებს, სამაგიეროდ, უკიდურესად კორუმპირებული ელიტისთვი სსაბიუჯეტო თანხების მითვისების კიდევ ერთი და ძალიან სარფიანი შესაძლებლობა იქნება.   ზოგადად, ბევრი პროექტი, რომელიც, ერთი შეხედვით, ქვეყნის საკეთილდღეოდ ხორციელდება, საბოლოოდ, გრანდიოზულ კორუფციულ...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება
access_time2021-10-23 19:00:43
ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის...


მსგავსი სიახლეები

up