სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადა

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადა

access_time2020-10-26 00:21:40

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვა დაიწყება. ამის შესახებ Meduza წერს.

მისი თქმით, მმართველმა „რეჟიმმა ბელარუსებს კვლავ აჩვენა, რომ ერთადერთი, რაც მას შეუძლია ძალადობაა“

„26 ოქტომბერს საყოველთაო გაფიცვა დაიწყება. ბელარუსები ამ ნაბიჯს გადადგამენ, იმიტომ რომ მათ სიტყვა კანონია. კანონი, რომლის წართმევასაც ცდილობენ, მაგრამ ჩვენ მას აუცილებლად დავიბრუნებთ და ამაში ჩვენი მთავარი მშვიდობიანი იარაღი - სოლიდარობა დაგვეხმარება“, - წერს ტიხანოვსკაია სოციალურ ქსელში.

25 ოქტომბერს „სახალხო ულტიმატუმის“ ვადა ამოიწურა, რომელიც ტიხანოვსკაიამ ალექსანდრ ლუკაშენკოს წარუდგინა. ის მისგან პრეზიდენტის პოსტის დატოვებას და დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შეწყვეტას ითხოვდა. ლუკაშენკომ პირობები არ შეასრულა და 25 ოქტომბერს მინსკში საპროტესტო აქცია „სახალხო ულტიმატუმი“ გაიმართა.


სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სხვადასხვა სპეცსაშუალება გამოიყენეს. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულებსა და დაკავებულების შესახებ.

IMEDINEWS.GE

თეგები:
ბელარუსი



დაზღვევის განათლების ჰაბი – ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში

დაზღვევის განათლების ჰაბი – ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში
access_time2021-06-22 20:47:09
დაზღვევის განათლების...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-22 21:00:51
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 238 დღიანი ხანგრძლივობის კომენდანტის საათი 1-ლი ივლისიდან უქმდება კომენდანტის საათი 1-ლი იბლისიდან გაუქმდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბჭოსვე გადაწყვეტილებით 22 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება...

ლარი თურქული ლირის გარდა ყველა სხვა მეზობელი ქვეყნისა და საერთაშორისო ვალუტასთან მიმართ გამყარდა

ლარი თურქული ლირის გარდა ყველა სხვა მეზობელი ქვეყნისა და საერთაშორისო ვალუტასთან მიმართ გამყარდა
access_time2021-06-22 18:05:44
22 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.87 თეთრი 3.1566-მდე გამყარდა 3.1566-მდე გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კი კურსის ცვლილებამ მხოლოდ 0.007 თეთრი შეადგინა და კურსი 3.1550-ით განისაზღვრა. ლარი თურქული ლირის გარდა ყველა სხვა საერთაშორისო და მეზობელი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაშიც გამყარდა, კერძოდ: ევროსთან: 1.13 თეთრით 3.7545-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.37 თეთრით 4.3810-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.81 თეთრით 4.31-40-მდე, აზერბაიჯანულ...

ურეკი ზაფხულის სეზონს ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფონზე ხვდება

ურეკი ზაფხულის სეზონს ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფონზე ხვდება
access_time2021-06-22 17:00:53
გადათხრილი გზები, მტვერი, ბუღი, ტრაქტორები, 30 ტონიანი მანქანები, ჩაბნელებული ქუჩები - ურეკში მდებარე სასტუმროების ნაწილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ დაბაში ჩასულ სტუმარს ეს რეალობა დახვდება. კურორტზე არ არის გასართობი დაწესებულებები, კერძო სექტორი კი ამ მიმართულებით კვლავ არ...

თემურ ჭყონიამ პურ–ფუნთუშეულის ახალ საწარმოში ჟურნალისტებს უმასპინძლა

თემურ ჭყონიამ პურ–ფუნთუშეულის ახალ საწარმოში ჟურნალისტებს უმასპინძლა
access_time2021-06-22 16:20:32
„მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მედიის წარმომადგენლებს 26 მლნ ლარის ინვესტიციით აშენებული პურ–ფუნთუშეულის თანამედროვე საწარმო „ბრედფილდი“ დაათვალიერებინა და პურის ცხობის მთელი ციკლი გააცნო. საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების პურ–ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ ოფიციალურად მალე გაიხსნება და როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზარზე მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს. „იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ...


მსგავსი სიახლეები

up