„სვეტის“ ობიექტებზე სამშენებლო პროცესის გაგრძელება 2020 წლის თებერვლიდან იგეგმება

„სვეტის“ ობიექტებზე სამშენებლო პროცესის გაგრძელება 2020 წლის თებერვლიდან იგეგმება

access_time2019-12-25 12:10:47

კომპანია „სვეტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების გაგრძელება 2020 წლის თებერვლიდან იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



კახა კალაძის თქმით, დაზუსტდა და განისაზღვრა მერიის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებიც ამ პროექტების დასასრულებლად უნდა განხორციელდეს.



„იცით, რომ კომპანია „სვეტის“ მშენებლობებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, გავაფორმეთ ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია „M2“-თან და 2500 დაზარალებულ ოჯახს აუცილებლად მოვუგვარებთ პრობლემას. მათი ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის საკრებულომ „სვეტის“ სამშენებლო ობიექტებს ნუცუბიძის, მირცხულავას და ჭყონდიდელის ქუჩებზე მიანიჭა დაუმთავრებელი მშენებლობების სტატუსი, რის საფუძველზეც საფუძველზე, დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხების განმხილველი კომისიის ინტენსიური მუშაობის შედეგად უკვე დასრულდა სამშენებლო ობიექტებთან მიმართებაში არსებული არქიტექტურული, ურბანული, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი საკითხების განხილვა; დაზუსტდა და განისაზღვრა ის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებიც ამ პროექტის დასასრულებლად უნდა განხორციელდეს, რომ დროულად და რაც შეიძლება სწრაფად დავაკმაყოფილოთ დაზარალებულები“, - განაცხადა კახა კალაძემ.



მისივე თქმით, მომავალი წლის დასაწყისში კომპანია „M2“ სამშენებლო ნებართვებს მიიღებს.



„დღეს, კომისიის დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის მთავრობა განიხილავს და საკრებულოს შესათანხმებლად გადაუგზავნის „სვეტის“ ყოფილი მშენებლობების დასრულების მიზნით, მერიის ხელშემწყობი ღონისძიებების ნუსხას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სამშენებლო კომპანიასთან და ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით, 2020 წლის იანვრის ბოლოს ან თებერვალში მიიღებენ სამშენებლო ნებართვებს. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი სამსახურები, როგორც სატრანსპორტო, ურბანული, არქიტექტურა, გარემოს დაცვითი სამსახური. ამ მჭიდრო თანამშრომლობით, თებერვალში უკვე შესაძლებელი იქნება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.








6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა
access_time2020-04-06 17:30:46
ბაზისბანკი შექმნილი ვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თავის მომხმარებლებს ინტერნეტ და სმს ბანკინგს 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწოდებს. ბანკის ელექტრონული სერვისების საშუალებით საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში შეძლებთ. ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ: უფასოდ...

„სახელმწიფო, როგორც გარანტორი ბევრი ბიზნესისთვის მაშველი რგოლი იქნება, თუმცა, საკითხავია, რამდენს გაწვდება ბიუჯეტი“ - ბიზნესი მთავრობის ინიციატივაზე

„სახელმწიფო, როგორც გარანტორი ბევრი ბიზნესისთვის მაშველი რგოლი იქნება, თუმცა, საკითხავია, რამდენს გაწვდება ბიუჯეტი“ - ბიზნესი მთავრობის ინიციატივაზე
access_time2020-04-07 10:00:59
„ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ერთმნიშვნელოვნად დაეხმარება ბიზნესს და ეკონომიკას იმიტომ, რომ პოსტკრიზისულ სიტუაციაში, როგორც წესი ნაღდი ფულის ნაკლებობაა.  ბაზრები შემცირებულია და დიდი ალბათობით რეცესია იქნება. იმედია, რომ დიდი ეკონომიკური კრიზისი არ გველოდება.“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „კომერსანტთან“  სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესებისთვის სესხის გადაზღვევის ინიციატივის შეფასებისას...

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა
access_time2020-04-06 18:00:27
გასული კვირის ბოლოს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, კორონოვირუსისგან სულ ახლახანს გამოჯანმრთელებულმა ნიკოლოზ გამყრელიძემ, საჯაროდ უსაყვედურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს სიტლანქისა და მოუქნელობის გამო. მედიასთან საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ, ანუ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური გაერთიანების პირველი პირის მიერ მიწერილ წერილზე, რომელიც პრაქტიკულად ბოქსირებული პალატიდან გაუგზავნა გვენეტაძეს და სადაც ოპერატიულ...

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე
access_time2020-04-06 17:00:04
„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა, სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. როგორ ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიები მთავრობის ახალ...


მსგავსი სიახლეები

up