„სვეტის“ მშენებლობებს კომპანია m2 დაასრულებს

„სვეტის“ მშენებლობებს კომპანია m2 დაასრულებს

access_time2019-09-11 11:30:24

„სვეტის“ მშენებლობებს კომპანია m2 დაასრულებს. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დასრულებულ ბინას 2500-მდე ოჯახი მიიღებს.მშენებლობების დასრულების მიზნით m2 კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22).


როგორც ცნობილია, სამივე პროექტი ამ ეტაპზე 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, აღნიშნულ კომპლექსებში საცხოვრებელს 2500-მდე მობინადრე ელოდება. ამჟამად უკვე დასრულებულია თბილისის მერიისა და m2-ის მიერ ინიცირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები და გაფორმებულია ხელშეკრულებები „სვეტის“ კომპანიებთან და მიწების მესაკუთრეებთან. ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას m2-ის 26–წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია BK Construction განახორციელებს.


„სანამ გამოვაცხადებდე იმ მნიშვნელოვან შეთანხმებას და გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღწეული კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მანამდე, მინდა ერთი პატარა ისტორია მოგიყვეთ. ისტორია, რომელიც რეალური ამბავია. ახალი არჩეული ვიყავი დედაქალაქის მერად და რამდენიმე თვეში მივიღე ეს შეტყობინება, რომელიც უკავშირდება ერთ კონკრეტულ ოჯახს, ერთ პატარა გოგონას, რომელიც გახლავთ სტუდენტი, ცხოვრობს თბილისში. მამა სამწუხაროდ გარდაეცვალა და მისი სურვილი, რომ ოჯახს ჰქონოდა საკუთარი ბინა, მის სიცოცხლეში შეუსრულებელი დარჩა. დედას მოუწია საზღვარგარეთ გამგზავრება, კონკრეტულად იტალიაში და იქ დაიწყო მუშაობა მომვლელად, იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინა. ეს ოჯახი ცხოვრობდა ნაქირავებში და როგორც ხდება ხოლმე, გარდაცვლილი მამის მეგობრებმა შეაგროვეს გარკვეული თანხა, დედასაც, რომელიც წლების განმავლობაში იტალიაში მუშაობდა, ჰქონდა ხელფასიდან დანაზოგი და ამ ოჯახმა შეიძინა ბინა. თუმცა, ეს ამბავი, სამწუხაროდ, ასე კეთილად არ მთავრდება, რადგან ამის მერე დაიწყო პრობლემები და ეს პრობლემა გახლდათ სამშენებლო კომპანია „სვეტი“. ამ ოჯახის მსგავსად, დაზარალებული არის 2500-მდე ოჯახი. ამ ოჯახის მსგავსად არიან დაზარალებული ადამიანები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილნი და ელოდებიან გადაწყვეტილებას, რომელიც აქ იქნება გაჟღერებული.


ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ ადამიანურ პრობლემაზე, რომელიც გულისხმობს, რომ წლების ნაგროვები დანაზოგით, შრომით, ყიდულობ ბინას და შემდეგ, ფულიც გეკარგება და ბინაც. ვფიქრობ, ყველას შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამდენად მძიმეა ეს ამბავი.



ეს შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ დღევანდელი ამბავი განვიხილოთ არა როგორც მიმდინარე ახალი ამბავი, არამედ ამ ადამიანების თვალით, თითოეული დაზარალებულის თვალით დავინახოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პრობლემა.


 წარმატება არ არის საბოლოო, მარცხიც არ არის ტრაგედია, გაგრძელების სურვილია მთავარი“. შესაბამისად, ეს წარმატება არ არის საბოლოო, და ამ 2500 ოჯახის მსგავსად, არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ არიან დაზარალებულები. ამის ერთ-ერთი მაგალითია „ცენტრ პოინტის“ საკითხი, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და მჯერა, რომ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე და როგორც თქვენს შემთხვევაში დადებითად და წარმატებით განხორციელდა ეს მოლაპარაკებები, ანალოგიური მიდგომა იქნება „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების მიმართ.


მე მინდა, ჩემს თითოეულ თანამშრომელს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. როცა ვუყურებ მათ საქმიანობას, შეიძლება თამამად ითქვას, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შესაძლებლობებში ეძებენ პრობლემას, მაგრამ საბედნიეროდ, ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველა პრობლემაში ეძებენ შესაძლებლობას“-განაცხადა კალაძემ 


„კომერსანტი“






დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია
access_time2020-09-23 19:00:54
„დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან“, - ასე ეხმაურება „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია კომერსანტის სტატიას, სადაც თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტზეა საუბარი. მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია მშენებლობას დარღვევების გარეშე, კანონის სრული დაცვით ახორციელებს.   „მესმის რომ მეზობლებს არ სიამოვნებთ მშენებლობა, ერჩიათ როდესაც ​გადმოიხედავდნენ...

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს
access_time2020-09-23 18:13:22
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი საქართველოში დემოკრატიისა და ბიზნესგარემოს უკუსვლის შესახებ გამოცემა The National Interesrt-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ.   დიპლომატები აღნიშნავენ, რომ პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევები და საერთაშორისო ინვესტორთა შევიწროების...

23 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა უფასურდება

23 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა უფასურდება
access_time2020-09-23 18:05:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 23...

ქართული მოცვი ევროპაში ვერ გადის

ქართული მოცვი ევროპაში ვერ გადის
access_time2020-09-23 16:00:59
იმის მიუხედავად, რომ ლურჯ მოცვზე  ევროკავშირში საქართველოდან შესაძლო ექსპორტზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ამ პროდუქტმა ევროპის ბაზარზე ადგილი ჯერ ვერ დაიმკვიდრა.   2020 წლის განვლილ პერიოდში ექსპორტზე 650 ტ ლურჯი მოცვი გავიდა, თუმცა 99%  რუსეთში გაიყიდა.   კომპანია „ეფკოს“ დირექტორის იოანე მორჩილაძეს თქმით, ქართული ლურჯი მოცვი სრულფასოვნად ევროპაში ექსპორტზე არც გასულა.   „თუ ვსაუბრობთ მნიშვნელოვან რაოდენობაზე, ევროკავშირში...

პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის - კობა გვენეტაძე

პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის - კობა გვენეტაძე
access_time2020-09-23 15:30:13
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გაცვლითი კურსის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე პოსტს აქვეყნებს. კობა გვენეტაძის განცხადებით, პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძის პოსტს „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო დროს ხშირად ისმის განცხადებები: „ეროვნულმა ბანკმა XX მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც ვერ გაამყარა“. ეს...


მსგავსი სიახლეები

up