სვერის სათავგადასავლო ბანაკი ჭიათურაში - ადგილი საქართველოში ჩარჩენილი ტურისტებისა და ფრილანსერებისთვის

სვერის სათავგადასავლო ბანაკი ჭიათურაში - ადგილი საქართველოში ჩარჩენილი ტურისტებისა და ფრილანსერებისთვის

access_time2020-08-27 13:30:05

ჭიათურის რაიონში, სოფელ სვერში არსებული სათავგადასავლო ბანაკი საქართველოში ჩარჩენილი ტურისტებისა და ფრილანსერებისთვის ერთერთ მიმზიდველ ადგილად იქცა. ბანაკის გახსნის იდეა ექსტრემალური სპორტისა და მეკლდეურების ჯგუფს გაუჩნდა. ეს არის პიონერული იდეა, რომელიც თავდაპირველად მოგზაურებისთვის იყო გათვლილი, თუმცა ამჟამად პანდემიისა და ფასების რეგულირებამ ადგილობრივების დაინტერესებაც გამოიწვია. კლდეზე ცოცვა, კარვების გაშლა , ველოტურები, ტბაზე გასეირნება - ჭიათურაში ეს ყველაფერი ლევან გოგოლაძემ ბიზნესად ერთი წლის წინ აქცია.



„სვერის სათავგადასავლო ბანაკის კონცეფცია არის ის, რომ სთავაზობს ადამიანებს  არა მარტო სანახაობას და დათვალიერებას არამედ აქტიური ჩართულობით თავგადასავლების ძიებას და ამ კუთხით საინტერესო დასვენებას, რაც დაკავშირებულია ფიზიკურ აქტიოვბასთან . ჭიათურა იძლევა იმის საშუალებას, რომ მსგავსი წამოწყება განავითარო. ტურისტებს სისტემურ სერვისს  ვთავაზობთ - აქ არის ხელმისაწვდომი სხვადასხვა აქტივობა, ტბის ტურები, კანიონინგის ტურები, კლდეზე ცოცვის ტურები, ისტორიული ადგილების მონახულება, ველოტურები  და მღვიმის ტურები -  ყველაფერი ეს არის სვერის სათავგადასავლო ბანაკიდან უახლოეს მანძილზე და  არ გვიწევს ტურისტის შორს წაყვანა. აქამდე ბიზნესის გათვლა იყო აქტიური ცხოვრების მოყვარული ადამინების მოზიდვა, პირველ რიგში კი უცხოელების.  შემდეგ პანდემიამ დაგვანახა ის, რომ პოზიციონირება უნდა შეგვეცვალა და გადავერთეთ ქართველ მომხმარებელზე და დავამატეთ აქტივობები ბანაკშიც და არა მხოლოდ ექსტრემალურ ადგილებში. ფასები პანდემიის შემდეგ გავყავით სამზე და მოვარგეთ ქართულ ბაზარს. ჩვენ კომერციული ინტერესები გვერდზე გადავდეთ და ახლა ჩვენი სურვილია ამ ყველაფრის პოპულარიზაცია მოვახდინოთ. ჩამოდიან ოჯახები, უცხოელები, ადგილობრივი ან ჩარჩენილი ტურისტები. ყველას უკვირს რომ ჭიათურაში ეს პოტენციალი არსებობს,“- განმარტავს სვერის სათავგადასავლო ბანაკის დამფუძნებელი ლევან გოგოლაძე.





ბანაკმა რამდენიმე დღის წინ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ მედიატურს უმასპინძლა, სადაც ბანაკის დამფუძნებლებმა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მოახდინეს ყველა აქტივობის მედიისთვის გაცნობა.

 

 

მარიამ მორგოშია


თეგები:
სვერი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up