სვენ მიქსერი - საქართველოს მთავრობამ დაიმსახურა საერთაშორისო და ქვეყნის შიდა შექება კრიზისის მართვის გამო, ეს დამსახურებული ქება იყო

სვენ მიქსერი - საქართველოს მთავრობამ დაიმსახურა საერთაშორისო და ქვეყნის შიდა შექება კრიზისის მართვის გამო, ეს დამსახურებული ქება იყო

access_time2020-05-19 22:20:05

საქართველოს მთავრობამ დაიმსახურა საერთაშორისო და ქვეყნის შიდა შექებაც კრიზისის მართვის გამო და ეს დამსახურებული ქება იყო, –  ამის შესახებ ესტონელმა ევროდეპუტატმა, საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის ავტორმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.

 

მან სხვა საკითხებთან ერთად პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

 

„საქართველოს მთავრობამ, ისევე როგორც ყველა პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ, მეტი ყურადღება, გადაიტანა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემებსა და მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე. საქართველოს მთავრობამ დაიმსახურა საერთაშორისო და ქვეყნის შიდა შექებაც ამ კრიზისის მართვის გამო და ეს დამსახურებული ქება იყო“, – განაცხადა ევროდეპუტატმა.

 

ამასთან, მან კრიზისის დროს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და ამას სამაგალითო უწოდა.

 

„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 250 მილიონი ევროს დახმარება ვირუსთან გასამკლავებლად და 150 მილიონი ევროს კრედიტები მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. შედეგად საქართველო ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე დიდ დახმარებას იღებს ევროკავშირისგან კორონავირუსის კრიზისის დროს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

 

საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე დღეს ევროპარლამენტში მსჯელობენ. ამ საკითხზე ესტონელი ევროდეპუტატის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ისმენენ.

 

პირველი არხი





ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...

"თვეში 200-ლარიან დახმარებას ვერ აიღებს პირი,ვისაც დამსაქმებელმა ანაზღაურება აპრილში ან მაისში ჩაურიცხა"-როგორ გაიცემა ფულადი დახმარებები

access_time2020-05-30 14:00:19
ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს - უმუშევრად დარჩენილებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის მიზერულმა (200-300 ლარიანი) თანხებმაც უსაშველოდ დაიგვიანაო. დავა გაგრძელდა 29 მაისსაც, როცა ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერი პარლამენტში მივიდა. სწორედ 29 მაისს დაანონსდა - თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყოო. ვინ მიიღო, ვინ არ მიიღო და ვინ საერთოდ ვერ მიიღებს? რა ეტაპზეა ფულადი დახმარებების...

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა
access_time2020-05-30 13:00:33
ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ამ საკითხზე არცერთ სხვა კვლევას, ან პუბლიკაციას, რომელიც...

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ
access_time2020-05-30 11:30:23
– „ტელევიზორი ან სხვა რამე ტექნიკა გაქვთ? – კი, პატარა ტელევიზორი გვაქვს, ძველებური… სახლი გვაქვს გადასახურავი. წყალი ჩამოდის. შედგმული გვაქვს ვედრო და რაღაცები“ – ამბობს ქალი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანიდან. „მე არ მეგონა, ამას თუ მომიტანდით. მადლობა“. – ამბობს სოფელ რიყეთში მცხოვრები კაცი და აცრემლებულ თვალებზე  ხელებს იფარებს. ამ და სხვა ვიდეობს Facebook-გვერდზე –...


მსგავსი სიახლეები

up