მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი „ბიზნესპარტნიორთან“ სვანეთის საინვესტიციო მიმზიდველობაზე და მის პერსპექტივაზე საუბრობს.
მისი განცხადებით, სვანეთის ჰიდრო რესურსები საკმაოდ მიმზიდველია ინვესტორებისთვის. 12 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე ნებართვა გაცემულია, აქედან 6 უკვე ექსპლუატაციაშია შესული, 2 ჰესზე მოკვლევა მიმდინარეობს,მუშაობა მიმდინარეობს 4 ჰესზეც.
როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, ჯამში, 2017 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით რეგიონში 200 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. საუბარია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ინვესტიციებზე.
business-partner.ge