სვანეთში 12 სოფლის მცხოვრებლებმა მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს

სვანეთში 12 სოფლის მცხოვრებლებმა მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს

access_time2019-08-25 11:41:05

მულახის თემის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების თხოვნით, სვანეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემის 12 სოფლის მცხოვრებლებმა მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს.

მათი თქმით არ არსებობს საავტომობილო გზა, ავარიულია ელექტროგადამცემი ხაზები, არ არსებობს თემის განვითარების გენერალური გეგმა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი გზის გახსნას არ აპირებენ ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეხვდებიან.

აქციის მონაწილეებს რეგიონის პირველი პირები გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეები, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი შეხვდნენ.

imedinews-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით გზა გადაკეტილია. გუბერნატორი აქციის რამდენიმე მონაწილეთა ერთად მულახის თემში გაემგზავრა. გზის ჩაკეტვის გამო ათეულობით ტურისტი და მგზავრი გზაში რჩება.

Imedinews 

თეგები:
სვანეთი



ყოფილი გენ.პროკურორი ორი ინსტანციის მოსამართლეებს უპრეცედენტოდ არასამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს

ყოფილი გენ.პროკურორი ორი ინსტანციის მოსამართლეებს უპრეცედენტოდ არასამართლიანი  გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს
access_time2020-06-03 13:00:40
2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც თავის მხრივ, კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის ადვოკატ არჩილ კბილაშვილის მიერ 29 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციას მოჰყვა, ადვოკატი საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა. კბილაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ჩემს მიერ 29 მაისს ჩატარებულ პრეს-კონფერენციას გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მოწინააღმდეგე მხარის, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან. უწინარეს ყოვლისა,...

BAG თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერს

BAG თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერს
access_time2020-06-03 12:13:46
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარს უჭერს თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს - ამის შესახებ  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე საუბრობს.  მისი ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ არაერთხელ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია იმ მანკიერი პრაქტიკის შესახებ, რომელიც თან ახლავს თხევადი გაზის...

8 ივნისს მხოლოდ ის სასტუმროები იხსნებიან, ვინც საქართველოს ხელისუფლებასთან საერთო ენა გამონახა

8 ივნისს მხოლოდ ის სასტუმროები იხსნებიან, ვინც საქართველოს ხელისუფლებასთან საერთო ენა გამონახა
access_time2020-06-03 14:00:55
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარია განცხადებით, 8 ივნისიდან გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების შემოწმება და ამაზე კონკრეტული ნებართვა ექნება. სასტუმრო „კოლხიდას“ მფლობელი ხათუნა ლაგაზიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ორი კვირის განმავლობაში, უშედეგოდ ელოდებიან შემოწმებას, რათა გახსნის ლიცენზია მიიღონ....

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ
access_time2020-06-03 10:53:08
საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან. ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები.ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას.

რა გავლენა იქონია საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირების გადაწყვეტილებასა და ქცევაზე პანდემიამ

რა გავლენა იქონია საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირების გადაწყვეტილებასა და ქცევაზე პანდემიამ
access_time2020-06-03 09:50:46
 უძრავი ქონების სერვისებისა და მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია „არეა ჯგუფი“ კვლევას აქვეყნებს „უძრავი ქონების მომხმარებელთა მოლოდინებისა და ქცევის შესახებ COVID 19-ის გავრცელებამდე და მის შემდგომ“, რომლის მიხედვითაც მომხმარებლების 78%-ისთვის პანდემია შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა.   რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა უძრავი ქონების შეძენით...


მსგავსი სიახლეები

up