სვანეთის უძველესი კოშკების რეაბილიტაცია ფონდ „ქართუსთან“ ერთად ხორციელდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

სვანეთის უძველესი კოშკების რეაბილიტაცია ფონდ „ქართუსთან“ ერთად ხორციელდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

access_time2019-08-14 15:25:26

სვანეთის უძველესი კოშკების რეაბილიტაცია ფონდ „ქართუსთან“ ერთად ხორციელდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის გეგმის ფარგლებში, სააგენტომ განვლილ წლებში მესტიის რამდენიმე ათეულ სოფელში 80 – მდე სვანური კოშკი, ტრადიციული საცხოვრისი და საკულტო ნაგებობა აღადგინა, მიმდინარე წლიდან სარეაბილიტაციო პროცესი გაცილებით ფართო მასშტაბს მიიღებს და წლის ბოლომდე ის სათემო სოფლების 10 საგვარეულო მაჩუბის, რვა კოშკის, ორი არქიტექტურული კომპლექსის და იფარის მთავარანგელოზის ეკლესიის რესტავრაციას მოიცავს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილის ყავარის და ფიქალის ქვის გადახურვა სრულად განახლდება.


ნაგებობების დაზიანებული ფრაგმენტები დაიშლება და კირ-დუღაბით ხელახლა აღდგება. მშრალი ქვის წყობის კრიტიკული ბზარები შეივსება და ფარული რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით გამაგრდება. შეიცვლება გადახურვის ხის კონსტრუქციები და ჰიდროსაიზოლაციო მასალით დაიფარება. გაძლიერდება მაჩუბებისა და ციხე-კოშკების კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი საძირკვლები. აღდგება მაჩუბების და კოშკების სართულშუა ხის კონსტრუქციები.


სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წელსვე დაიწყება მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსების გზით განსახორციელებელი კომპლექსური პროგრამა, რაც უშგულის 2 უბნის – ჩვიბიანის და ჩვიბიანის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციას ითვალისწინებს. რესტავრაცია მოიცავს სოფლების კოშკებს, მაჩუბებსა და საცხოვრებელ სახლებს. გაგრძელდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაციის პროგრამაც, რომელსაც სააგენტო ფონდ „ქართუსთან“ ერთად ახორციელებს.


ამავდროულად გაგრძელედება სოფელ ჩვიბიანში 2018 წელს ჩარკვიანების შამოშლილი საგვარეულო კოშკის აღდგენის პროცესი, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. 2019 წელს გათვალისწინებული ფიზიკური სამუშაოები კოშკის ორი სართულის რესტავრაციას გულისხმობს. სარესტავრაციო მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, მისი დარჩენილი არქიტექტურული წყობა 2020 წელს აღდგება. ანალოგიურად, სააგენტო უზრუნველყოფს სოფელ მურყმელში ორი კვირის წინ ჩამოშლილი კოშკის გაწმენდა-რეაბილიტაციის სამუშაოებსაც.


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, წელსვე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2020 წლისთვის უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო-საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, რაც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების 33 კოშკთან და მაჩუბთან ერთად ორი ეკლესიის (უშგულის ლამარიას ეკლესიისა და წმ კვირიკეს სახელობის ეკლესია) რესტავრაციას ითვალისწინებს. არსებული მონაცემებით, სვანეთში იდენტიფიცირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.


XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, როდესაც სვანურმა კოშკებმა თავისი თავდაცვითი ფუნქცია დაკარგეს, დაიწყო მათი ნელ-ნელა ნგრევა და რაოდენობრივი კლება. გასაბჭოების შემდეგ ტრადიციული ცხოვრების წესის შეცვლამ, კოშკები და საცხოვრებელი სახლი-მაჩუბის ფუნქციები მნიშვნელოვნად დააკნინა და მათი იერსახეც მნიშვნელოვნად შეცვალა. ზემო სვანეთში რამდენიმე ასეული კოშკი აღირიცხება, რომელთა უმეტესობა აღდგენილია და დანგრევა არ ემუქრება.





„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე

„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...


მსგავსი სიახლეები

up