სვანეთის ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ – „კომერსანტის“ რეპორტაჟი

სვანეთის ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ – „კომერსანტის“ რეპორტაჟი

person access_time2016-06-19 10:18:31

ზაფხულის დადგომასთან ერთად საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კუთხეში ტურისტული სეზონი დაიწყო. ტურისტების ნაკადები, ადგილობრივების თქმით, სვანეთს სექტემბრის ბოლომდე აწყდება.

 

კომერსანტი სვანეთის მდგომარეობით დაინტერესდა და გადაწყვიტა, თავად ასულიყო და გაცნობოდა ადგილობრივ გარემოს. თბილისიდან სვანეთამდე ჩასვლა საჰაერო და საავტომობილო გზით არის შესაძლებელი. დროის განაწილება და ფასები ინფოგრაფიკზეა აღნიშნული. 

 


ფრენის შესაძლებლობა დიდი კომფორტია, თუმცა თუკი საავტომობილო გზას აირჩევთ, გზაზე არანაირი დაბრკოლება არ შეგხვდებათ: ზუგდიდიდან მესტიამდე ბეტონის გზაა დაგებული და ამ ეტაპზე გზად მხოლოდ რამდენიმე უსწორმასწორობა შეგხვდებათ. გასულ წლებში ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ მესტიაში საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ბოლო ხანებში მთავრობის მხრიდან უყურადღებობაზე ადგილობრივების საკმაოდ დიდი ნაწილი საუბრობს. 


თამარი, საოჯახო სასტუმროს მფლობელი: „გასულ წლებში მშენებლობები იყო და ყველა მუშაობდა. ახლა სამუშაოს ვერ პოულობს ხალხი. სეზონის დადგომა, ტურიზმი და ტურების მოწყობა - ეგ არის აქ ერთადერთი შემოსავალი.“ 


სვანეთში მოსახლეობას ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება. 



„ამ შეღავათით ძალიან დიდი ხანია ვსარგებლობთ, თუმცა რეგიონში ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის. ზამთარში ელექტროგამათბობელი სიცივეს ვერ ერევა, ამიტომაც ზამთარში მარტო სასტუმროები მუშაობენ. მზის ენერგიაზე იყო ადრე საუბარი, ახლა მას აღარავინ ახსენებს,“ – აღნიშნა მან. 


უფასო ელექტროენერგიით კერძო კომპანიები და სასტუმროები ვერ სარგებლობენ. ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერის, ქ-ნი ნინოს თქმით, „გადასახადები საკმაოდ მაღალია. ბიზნესს მეტი შეღავათი სჭირდება. ნათქვამია მადა ჭამაში მოდისო, მაგრამ თუკი უფრო მეტად განავითარებს მთავრობა ამ მხარეს და ბიზნესს მეტ შეღავათს მისცემს, ეს ქვეყნის ეკონომიკაზეც დადებითად იმოქმედებს.“


 ქალაქის ცენტრში არაერთი საკვები ობიექტია გახსნილი. აქვე დგას ავტომობილები, რომლებიც მსურველებს სხვადასხვა მიმართულებით ტურებს სთავაზობენ. რაც შეეხება მაღაზიებს, საკვებ პროდუქტებზე ფასები საკმაოდ მაღალია. მესტიის მკვიდრის, ბ-ნი ზურას თქმით, მაღალი ფასი როგორც უცხოელ ტურისტს, ასევე მასაც ეხება. 


მესტიიდან 8 კილომეტრში ჰაწვალი მდებარეობს, საიდანაც საბაგიროს დაახლოებით 15 წუთში 2340 მეტრზე, ზურულდის მთაზე აყავხართ. უკრაინელი ანატოლი თავის მეუღლესთან ერთად არის სვანეთში ამოსული: „ავტოსტოპით ვმგზავრობთ, შესანიშნავი ადგილია. ჩვენთვის შენობებზე მნიშვნელოვანი ბუნების პირველყოფილობაა, თუმცა ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც თუნდაც ეს საბაგიროა, ამ მხარეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.“


ზურულდის მთაზე სვანეთის ყველაზე მაღალ წერტილში რესტორანი მდებარეობს, რომლის ვერანდიდან სვანეთის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი, უშბა (4700მ) იდეალური რაკურსით ჩანს. მთაზე ზამთარში მოთხილამურეები ამოდიან. საბაგიროს ერთ-ერთი თანამშრომლის, ნუგზარის თქმით, „თეთნულდზეც უნდა გაიხსნას საბაგირო, თუმცა უკვე ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს მშენებლობა. როგორც ამბობენ, თეთნულდზე ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა უნდა იყოს და იმედია სამუშაო მალე დასრულდება.“ 


ხელისუფლების უყურადღებობის ფონზე სვანები რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობის გაფუჭების შედეგად იღებენ მოგებას - 

 

„ბევრად მეტი ტურისტი ამოდის, შედარება არაა. რუს ტურისტებს ჩემს საოჯახო სასტუმროში შემდეგ თვეში ველოდები,“ – ამბობს ბ-ნი ნუგზარი. 


რა მიზნები აქვთ სვანეთში ახალგაზრდებს? 


17 წლის თამარმა სკოლა წელს დაამთავრა და ეროვნული გამოცდებისათვის ემზადება. „ტურიზმზე ვაბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მერე ისევ აქ მინდა დაბრუნება. ჩემი კლასელების უმეტესობა ან ტურიზმზე აბარებს, ან სამართალზე. მხოლოდ ერთი ჩაიჭრა საატესტატო გამოცდაზე.“


 მესტიისა და ზოგადად, სვანეთის მზაობა, გახდეს საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრი, თვალშისაცემია. როგორ მიუდგება მთავრობა მოსახლეობის უკმაყოფილებას და გადაიდგმება თუ არა პრობლემების გამოსასწორებლად ნაბიჯები - ამ საკითხებს კომერსანტი მომავალში კვლავ დაუბრუნდება. 

 

 




მაია ცქიტიშვილი - ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ გვაქვს

მაია ცქიტიშვილი - ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ გვაქვს
access_time2020-11-24 13:00:41
დღეის მდგომარეობით, ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით არ გვაქვს მიღებული, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „როგორც მედიასაშუალებებით, ასევე მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გუშინაც, დღესაც, ჩვენ მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური ლოკდაუნების შესახებ. მინდა ვთქვა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება...

„ყოველი პაციენტის მკურნალობა კლინიკაში 250 ლარი, სასტუმროებში კი დაახლოებით 300 ლარი ჯდება“

„ყოველი პაციენტის მკურნალობა კლინიკაში 250 ლარი, სასტუმროებში კი დაახლოებით 300 ლარი ჯდება“
access_time2020-11-24 13:40:32
„ისეთ კრიტიკულ ზღვარს მივაღწიეთ, რომ თუ არ შევზღუდავთ წერტილოვნად, შეიძლება ეს მდგომარეობა ანუ ჯამურად „ლოკდაუნი“, ბუნებრივად დაგვიდგეს“. ამის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა. „ამ ეტაპზე აუცილებელია, გარკვეული რეგულაციების ამოქმედება, რომელიც შეზღუდავს ეკონომიკურ აქტივობას, იმიტომ, რომ დღევანდელი სტატისტიკით...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეხმაურება შემოსავლების სამსახურის მიერ ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეხმაურება შემოსავლების სამსახურის მიერ ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს
access_time2020-11-24 10:55:45
ბოლო პერიოდში, სახელმწიფოსა და ბიზნესის კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად, ნავთობპროდუქტებისა და გაზის იმპორტისა და დისტრიბუციის სექტორთან დაკავშირებულ რიგ საკანონმდებლო აქტებში შევიდა ცვლილებები, რომელთაც პოზიტიური გავლენა იქონიეს როგორც ინდუსტრიაზე, ასევე ამ სექტორიდან სახელმწიფო ბიუჯეტში აკუმულირებული თანხების დინამიკაზე. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება შემოსავლების სამსახურის მიერ აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს. ჩვენს...

სილქფესტი ერთ აქციაში სამ რჩეულ პაკეტს სთავაზობს მომხმარებელს

სილქფესტი ერთ აქციაში სამ რჩეულ პაკეტს სთავაზობს მომხმარებელს
access_time2020-11-24 09:55:58
24 ნოემბერს, სილქფესტის აქციით მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5 ლარად 700 ლოკალურ წუთს - 9 ლარად 40 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 18 ლარად პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია კომბინაციით *202# - ერთად და ცალ-ცალკე. აქცია ხელმისაწვდომია ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს...

ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 45 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 45 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
access_time2020-11-24 12:00:57
კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები გამოირჩევა, ამ სესხებზე მიღებული პროცენტები კი ბანკების შემოსავლის ძირითადი წყაროა. საქართველოს ბანკი „საქართველოს ბანკის“ საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან 2020 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 873,767,422 ლარს შეადგენს. საპროცენტო შემოსავლებში ყველაზე...


მსგავსი სიახლეები

up