სუსტი ლარის პოლიტიკა არ ამართლებს და ბიზნესს ძირს უთხრის

სუსტი ლარის პოლიტიკა არ ამართლებს და ბიზნესს ძირს უთხრის

access_time2020-11-19 15:00:02

სუსტი ლარის პოლიტიკა საქართველოსთვის მომგებიანი არ აღმოჩნდა. ამის შესახებ უკვე ბიზნესმენებიც ხმამაღლა ალაპარაკდნენ. ეროვნული ბანკის მიდგომას აკრიტიკებენ ანალიტიკოსებიც და აცხადებენ, რომ ამ მხრივ არსებული პოლიტიკა შესაცვლელია.


ბიზნესმენი, „რედიქს ჯგუფის“ მფლობელი ლაშა პაპაშვილი ლარის კურსის სტაბილურობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოლიტიკას კიდევ ერთხელ უპირისპირდება და აცხადებს, რომ სებ-ის ინტერვენციები მოჩვენებითია.


„ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების გაყიდვების პოლიტიკა რომ არაეფექტურია, ამას ადასტურებს მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა, რომელიც დღეს მძიმე სიტუაციაშია”, - განაცხადა ბიზნესმენმა და დასძინა, რომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა პანდემიის პერიოდი მაინც შედარებით მყარი ლარით გადავიაროთ.


„ბოლო 2 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ კურსთან მიმართებაში მათი პოლიტიკა აბსოლუტურად კოლაფსშია. სუსტი ლარის პოლიტიკამ არ გაამართლა და დაუშვებელია ამის ასე გაგრძელება. ყველა ღონე უნდა იხმაროს ხელისუფლებამ, მათ შორის უნდა ხარჯონ რეზერვები, რომ პანდემიის პერიოდი მაინც შედარებით მყარი ლარით გადავიაროთ.


სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის ინტერვენციები მოჩვენებითია, ერთი ხელიდან გამოდის ლარი ბაზარზე, ანუ იბეჭდება მეტი ლარი და მისი სტერილიზაცია არ ხდება, ანუ ადეკვატური დოლარი არ იყიდება. ეს მოჩვენებითია. არ ვიცი, რატომ უშვებს ამას მთავრობა, მაგრამ ეროვნული ბანკი რომ შეცდომაშია, ეს ფაქტია. ეს ეტყობა ბიზნესებს იმიტომ, რომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია მცირე და საშუალო ბიზნესი“, - აღნიშნა „საქმის კურსში“ ბიზნესმენმა.



ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ კრიზისულ ვითარებაში, როდესაც ყოველმხრივ პრობლემებია. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი გიორგი კაპანაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ მოსაზრებას იზიარებს და აცხადებს, რომ აუცილებელია, ქვეყნის ეროვნული ვალუტა მყარი იყოს, რაც როგორც ბიზნესსა და ეკონომიკას, ისე მოსახლეობასაც დაეხმარება.


„ზოგადად, ეროვნული ვალუტის სტაბილურობა რომ აუცილებელია და კურსის მსგავსი მერყეობა და გაუფასურება რომ არ უნდა იყოს ქვეყანაში, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ვეთანხმები. ბიზნესისთვის, ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გვქონდეს სტაბილური ეროვნული ვალუტა. რაც უფრო ხშირად იქნება რყევა და კურსის გაუფასურება, მით უფრო რთულ ვითარებაში იქნება ბიზნესი თუ წარმოება. ბიზნესმენები ყოველთვის საუბრობენ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მყარი ეროვნული ვალუტის არსებობა.


ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ინფლაცია ნორმის ფარგლებშია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში პროდუქციის, დაახლოებით, 60-70% იმპორტირებულია და, შესაბამისად, კურსის მერყეობა და გაუფასურება აისახება ფასებსა და იმ პროდუქტზე, რომელსაც მოსახლეობა ყიდულობს. სწორედ ამიტომ მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას და მიმაჩნია, რომ ქვეყანაში აუცილებლად გვჭირდება მყარი ეროვნული ვალუტა, რაზეც უნდა იზრუნოს სებ-მა.


მყარი ლარი არა მარტო პანდემიის პირობებში, არამედ ისედაც მნიშვნელოვანია, რადგან ეს გარემოება ბიზნესს სტაბილურობის გარანტიას აძლევს და უქმნის იმის საფუძველს, რომ თავიანთი საქმიანობა გააგრძელონ.


დღევანდელი ტიპის ინტერვენციები არ არის ეფექტური. აუცილებელია უფრო აქტიური მოქმედებები სავალუტო ბაზარზე. საჭიროების შემთხვევში მუდმივად უნდა ხდებოდეს დოლარის მასის მიწოდება, არ ვგლისხმობ, რომ მაინცდამაინც ძალიან ბევრი დოლარი იყოს მიწოდებული. ინტერვენციები უნდა ხორციელდებოდეს მუდმივ რეჟიმში, როგორიც სებ-ს ჰქონდა პანდემიის საწყის ეტაპზე”, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ „რეზონანსთან”.


2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად 22 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და 747.2 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. 17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება 3.3021 ლარია, ხოლო ევროსთან მიმართებით გაცვლითი კურსი 3.9209 ლარის ნიშნულზეა.


resonancedaily.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up