„სუს-ი აქტიურად ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში და ახდენს ზეწოლას ჩემზე და ჩემი ოლქის წევრებზე,“ - ლანა გალდავა

„სუს-ი აქტიურად ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში და ახდენს ზეწოლას ჩემზე და ჩემი ოლქის წევრებზე,“ - ლანა გალდავა

access_time2020-10-09 16:38:54

,,ლელოს“ ისნის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანა გალდავამ წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და წინასაარჩევნო ზეწოლაში სუს-ის აქტიურ ჩარევაზე ისაუბრა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



მისი განცხადებით, ისნის ოლქში, მის საარჩევნო კამპანიაში, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, ხელშემშლელმა ფაქტებმა გახშირებული სახე მიიღო.



„გუშინ მეტრომშენის დასახლებაში მე და ჩემი ოფისის წევრებს ხელი შეგვიშალეს წინასაარჩევნო პროცესში. კერძოდ, ჩემს მხარდამჭერებს საოლქო კომისიაში, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა საარჩევნო პლაკატების გაკვრისას მოსთხოვეს პერსონალური მონაცემები. დააშინეს ისინი, რომ ამ მონაცემებით მათი იდენტიფიცირება მოხდებოდა და მათზე ზეწოლას განახორციელებდნენ. გამოიძახეს სამი ეკიპაჟი, რის შემდეგაც პირადად მივედი და დავაფიქსირე არა მხოლოდ პატრულ-ინსპექტორები, არამედ პირები დაბურულ შუშებიანი მანქანებით, რომლებიც შემდეგ ლოკაციაზე გამომყვნენ. ერთ-ერთს ხელკეტიც კი ჰქონდა მანქანაში. ეს არის პირდაპირი ზეწოლა ჩემზე და ჩემს თანამშრომლებზე. ყველა ეს პირი იდენტიფიცირებულია, ისინი იყვნენ გამგეობის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და მეტრომშენის ზონის კოორდინატორი „ქართული ოცნებიდან“. გარდა ამისა, ქუჩის კლასტერი, რომლებიც, ე.წ ავტორიტეტით სარგებლობენ თავიანთ უბანში და ისინი ამას იყენებენ ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის,“ - აცხადებს გალდავა.


NS 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up