„სურსათსა და მედიკამენტებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა“- რამდენად მომზადებულები შეხვდნენ ახალ გამოწვევას ადგილზე მიტანის სერვისები

„სურსათსა და მედიკამენტებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა“- რამდენად მომზადებულები შეხვდნენ ახალ გამოწვევას ადგილზე მიტანის სერვისები

access_time2020-03-23 17:00:17

მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში არაერთი  გადაწყვეტილება მიიღო.მათ შორის კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს რეკომენდაცია ეძლევათ, დროებით შეზღუდონ მოქალაქეების უშუალო მომსახურება და აამოქმედონ მხოლოდ ე.წ. მიტანის სერვისები. „კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ გაიზარდა ბოლო პერიოდში მოთხოვნა ადგილზე მიტანის სერვისზე და რამდენად აქვთ კომპანიებს რესურსი გაუმკლავდნენ ახალ გამოწვევას.

 

გლოვოს“ მარკეტინგის ანალიტიკოსმა ნათია ლიპარტელიანმა „კომერსანტთან“ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მიწოდების სერვისზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით ხილ-ბოსტანსა და იმუნიტეტის გამაძლიერებელ მედიკამენტებზე.

 

მოცემულმა ვითარებამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი სამუშაო გარემო. მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. თუმცა, ამისთვის მზად აღმოვჩნდით. როგორც კურიერების თვალსაზრისით ასევე ტექნიკურად. კურიერების აყვანა ყოველდღიურად ხდება და მათი გადამზადება ონლაინ მიმდინარეობს. გაზრდილია მოთხოვნა სურსათზე, მათ შორის ხილ-ბოსტნეულზე და მედიკამენტებზე, ძირითადად, იმუნიტეტის გამაძლიერებლებსა და სადეზინფექციო საშუალებებზე. რაც შეეხება ჩვენს პარტნიორ კვების ობიექტებს, ვცდილობთ მათაც შევუწყოთ ხელი და ჩვენს სიაში უფრო მეტი რესტორანი დავამატოთ. გარდა ამისა, ვიყენებთ უკონტაქტო მიტანის სერვისს და ყველანაირად ვცდილობთ დავიცვათ კურიერების და მომხმარებლების უსაფრთხოება“, - განმარტა ნათია ლიპარტელიანმა.

 

ადგილზე მიტანის სერვისის სარგებლობის მსურველთა რაოდენობის ზრდაზე საუბრობს „კომერსანტთან“  ვოლტის“ გენერალური მენეჯერი ნატალია ხიზანიშვილიც. მისი ინფორმაციით, გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება კომპანიამ უპრობლემოდ მოახერხა და საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი მოცულობის შეკვეთების მომსახურებასაც შეძლებენ.


 

ადგილზე მიწოდების სერვისზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება უპრობლემოდ შევძელით და მზად ვართ კიდევ უფრო დიდი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ თუ ამის საჭიროება დადგა. ჩვენი მიმართულებით გვსურს, რომ მიტანის მომსახურება სუპერმარკეტებიდანაც დავამატოთ, ასევე ახალი რესტორნების მიმართულებითაც გვაქვს მოლაპარაკებები, რადგან ბევრი მათგანი იკეტება და აქედან გამომდინარე, გვინდა რომ ჩვენს სისტემაში მაქიმალურად ყველა ჩავრთოთ. გვსურს, ჩვენი მომხმარებლებს ახალი რესტორნებიდან მიტანის სერვისი აქტიურად შევთავაზოთ. გარდა ამისა, დავნერგეთ უკონტაქტო მიტანის სერვისი, რაც დამატებითი უსაფრთხოების გარანტიაა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე კურიერისთვის“, - განაცხადა  ნატალია ხიზანიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ადგილზე მიტანის სერვისის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

 

ნინო თამაზაშვილი

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up