სურსათის მსოფლიო ფასებმა 2008 წლის შემდეგ ყველაზე დიდი კლება განიცადა ივლისში - Bloomberg

სურსათის მსოფლიო ფასებმა 2008 წლის შემდეგ ყველაზე დიდი კლება განიცადა ივლისში - Bloomberg

access_time2022-08-06 13:00:52

სურსათზე გლობალური ფასები ყველაზე მეტად დაეცა 2008 წლის შემდეგ. აღნიშნული მოხდა მას შემდეგ, რაც გაურკვევლობა შემცირდა მარცვლეულისა და მცენარეული ზეთების მიწოდებასთან დაკავშირებით. ზემოთქმული განპირობებული იყო იმით რომ უკრაინა ექსპორტის განახლების ეტაპზე გადავიდა.


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო სურსათის ხარჯების ინდექსი ივლისში თითქმის 9%-ით დაეცა. ინდექსი იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა, სანამ რუსეთის მიერ უკრაინაში პორტების ბლოკადა - სურსათის მთავარი ექსპორტიორი - სურსათის ღირებულებას რეკორდულად გაზრდიდა.


გაეროს ინდექსი (UN index) მეოთხე თვეა დაეცა, რაც გარკვეულ შვებას სთავაზობს მომხმარებლებს, რომლებიც განიცდიან ცხოვრების ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას. აღნიშნული მოიცავს ყველაფერს, ენერგიიდან დაწყებული ტრანსპორტით დამთავრებული.


ხორბლისა და სიმინდის ფასები გასულ თვეში შემცირდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა და კიევმა მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინის პორტების ხელახლა გახსნის შესახებ და პირველი გემი ოდესიდან გამოვიდა. მაგრამ გარიგებიდან ორი კვირის შემდეგ, უამრავი გამოწვევა რჩება გადასაჭრელი. პარასკევს ქვეყნის პორტები კიდევ სამმა მარცვლეულის გემმა დატოვა.



„სეზონური ხელმისაწვდომობის გაზრდამ არგენტინასა და ბრაზილიაში, ასევე ხელი შეუწყო ფასებზე ზეწოლის შემსუბუქებას“, - ნათქვამია FAO-ს განცხადებაში.


სურსათის გიგანტმა Nestle SA-მ მეორე კვარტალში მომხმარებლებზე ფასების ზრდა გააგრძელა რადგან საკუთარი ხარჯები გაეზარდა. Supermarket Ocado Group-მა განაცხადა, რომ მომხმარებლები ფულის დაზოგვის მიზნით გადადიან იაფ პროდუქტზე.


სურსათის ფასები გაიზარდა პანდემიის დროს, რადგან პრობლემებმა ლოგისტიკური აურზაური გამოიწვია და მოთხოვნამ გადააჭარბა მიწოდებას.


წყარო: bloomberg.com

თეგები:
FAO



ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება

ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება
access_time2022-08-12 23:55:40
ლიკუნა კოტეტიშვილს საქორწილო აქსესუარების დამზადების იდეა საკუთარი ქორწილის შემდეგ გაუჩნდა. დღეს კი კომპანია მომხმარებელს სხვადსხვა სახის საქორწილო მომსახურებასა და აქსესუარებს სთავაზობს.   როგორც "ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარების" დამფუძნებელი "ბიზნესპარტიორთან" ყვება, ქორწილში მის მიერ დამზადებულმა დეკორაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ აქედან წამოვიდა იდეა ეს ყველაფერი ბიზნესად ექცია.   "პირადად ჩემთვის, ეს არის სფერო,...

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას
access_time2022-08-12 23:00:51
Reuters-ის სააგენტოს ცნობით, რამდენიმე წყაროს თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უნდა გამოაცხადოს თავისი კანდიდატურის ხელახლა წამოყენების შესახებ უფრო ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ, ნოემბრის რბოლამდე კონგრესში, რათა გააქარწყლოს სპეკულაციები დემოკრატების გეგმების შესახებ 2024 წლის საარჩევნო კამპანიის წინ.   ბაიდენი, რომელიც 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ 80 წლის გახდება, სულ უფრო მეტი შეკითხვის წინაშე დგას თავისი პოლიტიკური მომავლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ...

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“
access_time2022-08-12 20:02:05
„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“ -  ამის შესახებ ინფორმაციას  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კომერსანტი“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.  მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ,...

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე
access_time2022-08-12 17:58:05
ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს, როგორ მილსადენიდან ასევე რკინიგზიდან, აცხადებს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში გია არაბიძე, რითაც ის ყაზახური ნავთობის, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაწყებას გამოეხმაურა. როგორც...

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2022-08-12 17:30:06
12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.73 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7880 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7916 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1508 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2829 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up