სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1400 კილოგრამი საკვებად უვარგისი ხორცი და ხორცპროდუქტები გაანადგურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1400 კილოგრამი საკვებად უვარგისი ხორცი და ხორცპროდუქტები გაანადგურა

access_time2022-11-25 15:13:12

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ქოჩ ჰოლდინგს" სავაჭრო დასახელებით „ჩვენი ყასაბი" (მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. N198, ს/კ 406221501) კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ობიექტის შემოწმებისას, გამოავლინეს 1400 კილოგრამი ვადაგასული ხორცი, ხორცპროდუქტები (ფარში, სუბპროდუქტები) და ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე (სასაკლაოს გვერდის ავლით). აღნიშნული სურსათი სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა. ობიექტზე ასევე დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა. ბიზნესოპერატორი 5000 ლარით დაჯარიმდა. ობიექტი საწარმოო პროცესის განახლებას გამოვლენილი  კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ შეძლებს.



თეგები:
ხორცი



საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა
access_time2022-12-05 12:25:03
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, ამჯერად ასოციაციას კომპანია „ტრანსპორტერი“ შემოუერთდა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკის, სამებაღეო-სატყეო და აგრო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად...

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში
access_time2022-12-05 13:30:55
ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ორშაბათს დილის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 645 მილიონ 284 ათას 347 მიაღწია. მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 6 მილიონ 640 ათას 939 ადამიანი გარდაიცვალა. 30 მილიონზე მეტი ინფექციის მქონე ქვეყნებში შედის აშშ, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრაზილია და გერმანია. ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა...

საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა 2013 წლის შემდეგ პირველად, $1 მლრდ-ზე მეტია

საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა 2013 წლის შემდეგ პირველად, $1 მლრდ-ზე მეტია
access_time2022-12-05 12:30:51
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების თურქეთის, რუსეთის და ჩინეთის შემდეგ TOP-10-ეულში მეოთხე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს. მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარზე მეტი იყო. რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 18.1%-ით არის გაზრდილი. ისე კი უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელ აზერბაიჯანთან საქართველოს ბოლოს სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარს 2013 წელს აღემატებოდა.   აზერბაიჯანთან სავაჭრო სალდო დადებითია და ექსპორტის მაჩვენებელი...

წლევანდელი ექსპორტი გასული წლის მონაცემებს ჩამორჩება - რა ფასად ყიდის საქართველო თხილს უცხოეთში

წლევანდელი ექსპორტი გასული წლის მონაცემებს ჩამორჩება - რა ფასად ყიდის საქართველო თხილს უცხოეთში
access_time2022-12-05 11:48:20
EastFruit-ის ანალიტიკოსები ქართული თხილის ექსპორტს სწავლობენ. ნოემბერში ქვეყანამ 13,3 მილიონი დოლარის პროდუქტი გაიტანა ექსპორტზე, რაც ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ნოემბრის მონაცემები. თუმცა არის მცირე პოზიტიური ცვლილებაც: თუ 2022 წლის აგვისტო-ოქტომბერში ექსპორტის ღირებულება 2021 წლის ღირებულებებს 30-70%-ით ჩამორჩებოდა, ახლა სხვაობა 17%-მდე შემცირდა. ადგილობრივი ბაზრის ზოგიერთი მონაწილე უფრო აქტიურ მოთხოვნაზე საუბრობს.   გასულ სეზონებთან შედარებით, ნაჭუჭიანი თხილის...

თბილისის აეროპორტს პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადი 8%-ით გაეზარდა

თბილისის აეროპორტს პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადი 8%-ით გაეზარდა
access_time2022-12-05 13:15:31
2022 წლის ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 232 092 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობაზე 8%-ით მეტია, ხოლო 2021 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 42%-იანი ზრდაა, — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის ნოემბერში 34 153 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს...


მსგავსი სიახლეები

up