"სურსათში აკრძალული საღებავების გამოვლენაზე დამატებითი კვლევები უნდა ჩატარდეს" - ინტერვიუ სააგენტოს უფროსის მოადგილესთან

access_time2019-08-20 15:00:00

„კულას“, მარნეულის სასურსათო ქარხნის, ფუდსერვისის, შპს „ესის“, Soledo-სა და „თეთნულდის“  პროდუქციაში  არასაკვები დანიშნულების საღებავების აღმოჩენამ, ( ეს ინფორმაცია  Momxmarebeli.ge-მ გაავრცელა)   კიდევ ერთხელ გაააქტიურა საკვების უვნებლობის საკითხი - რას ვჭამთ და ვინ ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე.


ამ თემაზე „კომერსანტთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე  საუბრობს: 


- საკვები პროდუქტების კონტროლის რა მექანიზმებია ქვეყანაში, კერძოდ სურსათის ეროვნულ სააგენტოში და რამდენად უვნებელია პროდუქტების ხარისხი დღეს საქართველოში?


- სურსათის ეროვნულ სააგენტოს სარეალიზაციო ბაზრის და ობიექტების შემოწმებისას ხელმძღვანელობს სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებით: ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება , მონიტორინგი, ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა, ზედამხედველობა.  ინსპექტირების ჯგუფები ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებენ სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებს. შემოწმება ხორციელდება როგორც გეგმურად, ასევე არაგეგმიურად, კერძოდ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია ბიზნესოპერატორებთან კონტროლის პერიოდულობა, თუმცა ხშირია არაგეგმური შემოწმების შემთხვევებიც, როცა შემოდის ინფორმაცია ან შეტყობინება მომხმარებლისგან  ცხელ ხაზზე 1501, რაზეც სააგენტო  ახდენს რეაგირებას. უნდა აღინიშნოს რომ ამ მიმართულებით საკმაოდ გააქტიურებულია მომხმარებელი.  ამის ინდიკატორი წინა წლებთან შედარებით შეტყობინებების რაოდენობის ზრდაა,  რაც მისასალმებელია.


რაც შეეხება რამდენად უვნებელია სურსათი ქართულ ბაზარზე, ობიექტურობისთვის აუცილებელია აღინიშნოს, რომ წინა წლებთან შედარებით, დღეს  აშკარაა პროგრესი, რომელსაც ყველა ჩვენთაგანი გრძნობს, მაქსიმალურად არის გააქტიურებული კონტროლი,  გაიზარდა საზოგადოების ინფორმირებულობა   და  ჩართულობა, თუმცა ცხადია არის გამოწვევები,  რაზეც სააგენტო ყოველდღიურად მუშაობს.  სურსათის უვნებლობის კონტროლი ეს მრავალმხრივი ,  მუდმივი და უწყვეტი პროცესია. მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც სურსათის უვნებლობა საკმაოდ მაღალ დონეზეა აყვანილი და  მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ხშირად ვლინდება სხვადასხვა დარღვევები და ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.


— როგორ განსაზღვრავთ შემოწმებისას პრიორიტეტებს? წელს რამდენ პროდუქტზე ჩატარდა შემოწმება, რა კრიტეტიუმით შეირჩა და რა შედეგებით დასრულდა? 


- პრიორიტეტები სეზონურობის და რისკის ანალიზით  განისაზღვრება. მაგალითად ივნისი- სექტემბრის პერიოდში გააქტიურებულია ბოსტნეულის, ბაღჩეულის და ხილის კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე-პესტიციდების, ნიტრატების ტყვიის და ა.შ. შემცველობაზე. ასზე  მეტი ნიმუშია აღებული და დარღვევებიც არ დაფიქსირებულა, თუმცა სააგენტო განაგრძობს შემოწმებას და წლის ბოლომდე ნიტრატების შემცველობაზე 200 ნიმუშია ასაღები აგრეთვე სააგენტომ შეამოწმა ბაზარზე განთავსებული სხვადასხვა სახეობის როგორც იმპორტირებული ისე ადგილობრივი წარმოების  ნაყინი.  უნდა აღინიშნოს, რომ დარღვევები არ გამოვლენილა. 100 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა აგრარულ ბაზრებში, 37 ჯარიმა და აქედან 7 კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა. 


მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ისეთი მაღალი რისკის სურსათის შემოწმება როგორც ხორცი და რძის ნაწარმია. ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეჟიმის, შენახვისა და რეალიზაციის წესების დაცვა. ჩვენ ხშირად მოვუწოდებთ მომხმარებელს, რომ არ შეიძინოს ხორცი და რძის ნაწარმი იქ, სადაც ზემოთხსენებული ნორმები არ არის დაცული. 



აგრეთვე ტურისტულ სეზონზე სააგენტო აქტიურად ამოწმებს საზოგადოებრივი კვების ობიექტებს  საკურორტო ზონებში და იმ ადგილებში სადაც მომხმარებლის და ტურისტების ნაკადი დიდია. სააგენტოს აქტიური კონტროლის, გაცემული რეკომენდაციების შედეგად გასულ წლებთან შედარებით ვითარება გაუმჯობესებულია და ბევრი ობიექტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს. 


გარდა კონტროლისა სააგენტო ინტენსიურად მუშაობს ბიზნესსექტორთან, პერიოდულად იმართება შეხვედრები სხვადასხვა სიახლესა   და რეგულაციასთან დაკავშირებით. სააგენტოს  პრიორიტეტია სამართლიანობასა და ნდობაზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის განხორციელება და მომხმარებლის ინტერესების დაცვა.


—  ბოლო დღეებში აქტუალურია საკვებ პროდუქტში საღებავის შემცველობის თემა, ამ ფაქტების გარდა სააგენტოს თუ აქვს სხვა ანალოგიური ქეისები გამოვლენილი. (რა შედეგებია). 



-  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც არის საუბარია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სუნელებში აკრძალული ნივთიერებასთან „სუდანი-1“ დაკავშირებით, მოკვლევა ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაიწყო. 2018 წელს, ფინანსურ საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარდა კონკრეტული ღონისძიებები ბაზრიდან მავნე პროდუქციის ამოღებასთან დაკავშირებით, დადგა კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხიც. (https://reginfo.ge/people/item/5151-mexarme-sunelis-dasamzadeblad-mzenareebs-da-sagebavebs-iybenebda?fb_comment_id=2110095185675010_2110194852331710&fbclid=IwAR1An_-J0dglMUH6NidNQJUshONoGd7nvJeTD6Eli2Ztc3QaHfVx_YuDH_o)  აღნიშნულ საკითხზე მოხდა საზოგადოების  ინფორმირებაც. ამასთან, ჩატარებული მოკვლევისა და ევროპის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს მიერ განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი საწარმოებში, ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი, დაეკისრა საჯარიმო სანქციები, მოხდა პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და განადგურება. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროობის პრინციპით მიეწოდა  სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრსაც. რაც ეხება ამ კონკრეტულ ქეისს,  სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბიზნესოპერატორებს, დაევალათ კვლევებში დასახელებული 6 პროდუქტის მითითებული პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება და დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, რაზეც სააგენტო განახორციელებს შესაბამის ზედამხედველობას. აღსანიშნავია,  რომ კვლევების ჩატარების ინიციატივა თვითონ ბიზნესსექტორმაც გამოთქვა. 


ასევე,  სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, დაგეგმილია სურსათში აკრძალული სინთეზურ საღებავების ლაბორატორიული კვლევის მიზნით ნიმუშების აღება. ნიმუშების კვლევა ლატვიის რესპუბლიკაში, „ბიორის“ ლაბორატორიაში ჩატარდება.


— ტყვია ერთ-ერთი მტკივნეული თემაა საქართველოში, როგორია თქვენი შესწავლის შედეგები და რამდენად ეფექტურია პრევენციული ზომები


 -ტყვიის წყაროების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს აქვს კომპლექსური მიდგომა, შექმნილია სხვადასხვა უწყებებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, მათ შორის  სურსათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სურსათში ტყვიის ნორმის განსაზღვრის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს გამოიკვლია  230-მდე  ნიმუში, დღევანდელი მონაცემებით, დარღვევები არ ფიქსირდება, თუმცა კვლევა გრძელდება და წელს  1200-მდე ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.


შარშანდელი მონაცემები :(2018 წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ტყვიის შემცველობაზე  1176  ნიმუში გამოიკვლია (რძის და რძის ნაწარმის, ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის და თევზის პროდუქტების,კვერცხის, ბავშვთა კვების პროდუქტების, სუნელ-სანელებლების,  თაფლის, სასმელების, პურპროდუქტების ბურღულეულის და  ბოსტნეულის.)1176 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 23 ნიმუშში, რაც საერთო რაოდენობის 2 პროცენტს შეადგენს)


-  ხშირია პრობლემები იმპორტირებულ საკვებზე. წელს თუ გამოვლინდა უხარისხო პროდუქტის შემოტანის ფაქტები?


  იმპორტირებული სურსათი, იმპორტირებისას შემოწმებას გადის საბაჟო გამშვებ პუნქტზე. ადგილობრივ ბაზარზე სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის ზემოთმოცემული მექანიზმებით. დარღვევების დიფერენცირება იმპორტირებულის და ადგილობრივის მიხედვით არ ხდება. 


- თქვენი აზრით, ხომ არ უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა და ხომ არ უნდა გამკაცრდეს სანქციები მავნებელ პროდუქტთან დაკავშირებით.  


- სანქციების გამკაცრებაზე არაერთი მსჯელობა მოგვისმენია და ასევე ხშირად სვამენ საკითხს, რომ საჭიროა გარკვეული ზომების მიღება გამკაცრების თვალსაზრისით. აღნიშნული საკითხი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კანონმდებლების პრეროგატივაა. 


ნათია კეკენაძე





„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა
access_time2019-11-20 09:44:00
როგორც ცოტა ხნის „კომერსანტმა“ ექსკლუზიურად დაანონსა, 15 ნოემბერს თბილისში, ქავთარაძის 1-ში მდებარე „სითი მოლში“ Calvin Klein-ის ბრენდის ახალი კონცეფციის  შოურუმი გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში რიგით მეოთხეა, ისეთი დიდი მეგაპოლისების შემდეგ, როგორიცაა -  ნიუ იორკი, დუსელდორფი და შანხაი. ამით ბრენდმა საქართველოს და ქართველ მომხმარებელს უდიდესი ნდობა გამოუცხადა. „ეს გახლავთ სრულიად ახალი კონცეფცია House of Calvin, სადაც წარმოდგენილია ბრენდის ყველა ძირითადი ხაზი...

„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ეს ხალხის ჯიბეზე არ ისახება“ - აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი IRI-ს კვლევას აფასებს

„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ეს ხალხის ჯიბეზე არ ისახება“ - აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი IRI-ს კვლევას აფასებს
access_time2019-11-20 10:00:10
„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ამას ხალხი ვერ გრძნობს, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა კი  ბიზნესსაც აქვს და მთავრობასაც. 22 წელია რაც აქ ვმოღვაწეობ და მთავარ გამოწვევად რჩება  ის, რომ ეკონომიკის წინსვლა ვერ აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე“- საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა მაიკლ ქაუგილმა „კომერსანტთან“ IRI-ს კვლევის შედეგები მიმოიხილა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ივნისის აქციების შემდეგ...

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...


მსგავსი სიახლეები

up