სურსათის ბანკი, რომლისთვისაც რესტორნებსა და სუპერმარკეტებს საქველმოქმედო მიზნით იმ პროდუქტების გადაცემა შეეძლებათ, რომლებსაც ვადა უახლოეს პერიოდში გასდით, 2022 წლიდან შეიქმნება

სურსათის ბანკი, რომლისთვისაც რესტორნებსა და სუპერმარკეტებს საქველმოქმედო მიზნით იმ პროდუქტების გადაცემა შეეძლებათ, რომლებსაც ვადა უახლოეს პერიოდში გასდით, 2022 წლიდან შეიქმნება

access_time2021-10-13 14:50:00

რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები საკვებ პროდუქტებს, რომლებსაც ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, სურვილის შემთხვევაში, 2022 წლიდან საქველმოქმედო მიზნით გამოიყენებენ.



შესაბამისი კანონმდებლობის დარეგულირებასა და სისტემის გამარტივებაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს და მას პარლამენტში, სავარაუდოდ, ნოემბერში დააინიცირებს. ამავდროულად, სურსათის უვნებლობის მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ნორმატიული აქტებიც იქნება შემუშავებული, თუ რომელი საკვები პროდუქცია არის მაქსიმალურად უსაფრთხო იმისთვის, რომ ამგვარ ციკლში ჩაერთოს.



როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განუცხადა, პროექტს სამი მხარე ეყოლება 1.რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები, 2. საქველმოქმედო ორგანიზაციები და 3. სახელმწიფო.



წილოსანის თქმით, შეიქმნება სისტემა, სადაც ლოკაციის მიხედვით დარეგისტრირდება მიმღები მხარე, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც ასევე ლოკაციის პრინციპით მიებმება შესაბამისი ბენეფიციარი.



როგორც წილოსანი ამბობს, ქველმოქმედების საბოლოო მიმღები არ შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, თუმცა შესაძლოა, ამგვარი პროდუქციის მიმღები მუნიციპალური სასადილოც იყოს.




„ჩვენ კომიტეტშია სამუშაო ჯგუფი შექმნილი. ვადის ამოწურვამდე საკვების ქველმოქმედების მიზნით გამოყენებასა და ასევე, სურსათის ბანკის შექმნის საკითხს ვამუშავებთ. ამ ეტაპზე, ექსპერტებისა და პროცესში ჩართული ორგანიზაციებისგან ველოდებით პირველი მონახაზის წარმოდგენას. საკითხს მხარს უჭერს არაერთი ქვეყნის საელჩო, მათ შორის საფრანგეთის, ბრიტანეთის. ამ ეტაპზე გვსურს ის პრობლემები დავაიდენტიფიციროთ, რასაც ჰორეკას სექტორი, მაღაზიათა ქსელი და სასტუმროები ამგვარი პროდუქციის დონაციისთვის გამოსაყენებლად აწყდებიან. ამ პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ კი ჩვენ შევქმნით სისტემას, მოდელს, რომელიც ყველა მხარეს გაუადვილებს, რომ ვადის ამოწურვასთან მიახლოვებული, თუმცა, საკვებად ვარგისი პროდუქტები ქველმოქმედებისთვის გამოიყენონ.



გარკვეულწილად, ამ სისტემას, სამი მხარე ეყოლება: პირველი- სავაჭრო ქსელები, ჰორეკას სექტორი, სასტუმროები და ყველა ის სუბიექტი, რომელიც სახელმწიფოს მიერ შემუშავებული უსაფრთხო წესების დაცვით საკვებ პროდუქტს მისი ვადის ამოწურვამდე ქველმოქმედებისთვის გამოიყენებს. მათ შორის, ისეთ პროდუქციას, რომელიც დღის ბოლოს სასურველია ჩაეშვას ქველმოქმედებაში, გადასცემს საქველმოქმედო ორგანიზაციებს. მეორე მხარე საქველმოქმედო ორგანიზაციები არიან, რომლებიც ამ სისტემაში დარეგისტრირდებიან, იქნებიან ამ პროდუქციის მიმღებ-გამანაწილებლები და მესამე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო, რომელიც იქნება ძირითადი თამაშის წესების დამწესებელი, ძირითადი რეგულატორი და მაკონტროლებელი. ამ სისტემაში არავინ უნდა ისარგებლოს სხვადასხვა მიზნებისთვის არამიზნობრივად იმ შეღავათებით, რომელსაც ქველმოქმედებისთვის დავაწესებთ. ამავდროულად, მაქსიმალურად უნდა იყოს სურსათის უვნებლობა დაცული. ამ მიზნით, ნორმატიული აქტებიც იქნება შემუშავებული, რომელი საკვები პროდუქცია არის მაქსიმალურად უსაფრთხო იმისთვის, რომ ამგვარ ციკლში ჩაერთოს.



სახელმწიფო უბრალოდ სისტემას შექმნის და მას გააკონტროლებს. იქნება ერთიანი ბაზა, სადაც ყველა სუბიექტი დარეგისტრირდება, რომელსაც საკვებისა და სურსათის დონაციის გაკეთება სურს. ასევე, დარეგისტრირდებიან მიმღები პირები, საქველმოქმედო ორგანიზაციები თავიანთი ლოკაციების მიხედვით. მათ კი ასევე ლოკაციის მიხედვით კონკრეტული ობიექტები მიებმებიან. რესტორნები იპოვიან ისეთ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლებიც პროდუქტს წაიღებენ და შემდეგ მას ბენეფიციარამდე მიიტანენ ან პირიქით, თავად საქველმოქმედო ორგანიზაცია დაეკონტაქტება და დაინტერესდება ამგვარი რესტორნებით და პროაქტიულად ჩაერთვება ამ სისტემაში. მიმღები არ შეიძლება იყოს ფიზიკური პირი. მხოლოდ საქველმოქმედო ორგანიზაცია. შესაძლოა, მიმღები პირები თავად მუნიციპალური სასადილოებიც იყვნენ, მათ ნაწილსაც აქვს თავიანთი ბაზა. ამას არ გამორიცხავს ჩვენი პროექტი, თუმც შემდგომ ისინი რა ფორმით გაუწევენ ამ პროდუქციის დარიგებას, ეს იქნება ქუჩაში, თავიანთ ლოკაციაზე, სახლებში მიუტანენ თუ როგორი ფორმა ექნება, ეს თავისთავად შემდგომი კონსულტაციის საფუძველია,“- განაცხადა წილოსანმა.



მისივე თქმით, ამ პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტი ბენეფიტი საბოლოო მიმღებს აქვს, თუმცა პროგრამის ამოქმედება საქველმოქმედო ორგანიზაციებსაც წაადგება.



„განხილვის ერთ-ერთი თემა ბენეფიტიც იყო. ყველაზე მეტი ბენეფიტი თავად ბენეფიციარს, საბოლოო მიმღებს აქვს. შემდეგ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ისინი უსასყიდლოდ იღებენ იმ პროდუქციას, რომელსაც გადასცემენ ბენეფიციარს, სხვა შემთხვევაში უნდა შეეძინათ. რესტორნებსა და სუპერმარკეტებს არ სჭირდებათ დამატებითი წახალისება. თუ მათ ვადის გასვლამდე პროდუქციის გაყიდვა უნდოდათ, ისედაც ყიდდნენ. ამის მიუხედავად, მათი ასოციაციებიდან, გაერთიანებებიდან ამ საკითხის საკანონმდებლო დარეგულირების არაერთი თხოვნა მოდიოდა. მათი მთავარი თხოვნაა გამარტივდეს სისტემა, რომლითაც ამ სქემაში ჩაერთვებიან. ამ ეტაპზე, არ ვემხრობით ამგვარი სასურსათო პროდუქციის გაყიდვაზე რაღაც კონკრეტული შეღავათების დაწესებას. თუ მათ რეალიზაცია ენდომებათ, ბუნებრივია შეუძლიათ. თუმცა, თუ მათ ამ სქემაში ჩართვა ენდომებათ, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ შემუშავებული სისტემით უნდა ისარგებლონ.



რაც შეეხება საქველმოქმედო ორგანიზაციების ოდენობას, ბაზაში ასობით საქველმოქმედო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, მათი რა ნაწილია აქტიური, გამიჭირდება თქმა. თუმცა, საჯარო შეხვედრებს რომ დავიწყებთ, ყველას დაეგზავნება და ვნახავთ რამდენი აქტიური წევრი იქნება. რაც შეეხება მასშტაბს, რამდენ ადამიანზე იქნება გასვლა, არაპირდაპირი გზით გეტყვით მასშტაბს - ერთ-ერთმა სუპერმარკეტების ქსელმა 2018 წელს კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, ფაქტობრივად, რამდენიმე თვეში 3 მილიონ ევრომდე ღირებულების სასურსათო პროდუქციის, პურ-ფუნთუშეულისა და ხილ-ბოსტნეულის გადაყრა მოუწიათ. ეს იმისთვის შედარება, რომ მასშტაბი დაინახოთ.



ვგეგმავთ, რომ მომავალ კვირაში მთლიანი სისტემის მონახაზი გვქონდეს, შემდეგ კი დავიწყოთ საკითხის განხილვა ყველა დაკავშირებულ მხარესთან. გვინდა, რომ წლის ბოლომდე დავაინიციროთ. ნოემბრიდან ან დეკემბრიდან დაიწყება განხილვები, საგაზაფხულო სესიაზე კი აუცილებლად იქნება მიღებული“, - განაცხადა წილოსანმა.



ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up